თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2015, 10:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1818,
კომენტარები: 11
Stairway to heaven
2013/14 და 2014/15 წლების სეზონების შედარება.
Stairway to heaven
გუშინ "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის 21-ე ტურის შეხვედრა გამართა. უკან კი მოტოვებული 20 მატჩია, რომელთა საფუძველზე უკვე შეიძლება გრაფიკის აგება და დასკვნების გაკეთება.

გულშემატკივარს შეგნებული ცხოვრების უმეტეს პერიოდში "იუნაიტედის" საჭესთან ერთადერთი ადამიანი ახსოვდა, რომლის დროსაც შედარებების კეთებას საფუძველი ნაკლებად ჰქონდა, რადგან განურჩევლად ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან "იუნაიტედი" კიდევ ერთ ჩემპიონობას იზეიმებდა, ან ჩემპიონთა ლიგისა თუ ქვეყნის თასის ფინალში გავიდოდა.

დღევანდელი რეალობა კი ასეთია: ჩვენ შიშით ვხვდებით ნებისმიერს, ვინც კლუბში მოვა და მას მიკროსკოპის ქვეშ ვაკვირდებით. ეს ყველაფერი დევიდ მოიესასდმი ბრმა ნდობის შედეგია.

თუმცა შოკი, რომელიც "იუნაიტედმა" მოიესის მუშაობისას განიცადა, ჯერ კიდევ იჩენს თავს. ვან გაალის დანიშვნის შემდეგ ჩვენ მისი მუშაობის მეთოდებს ღრმად გავეცანით. ზოგ ადამიანს ჯერ კიდევ არ ემეტება თუნდაც მინიმალური ნდობის გამოჩენა ვან გაალისადმი, ზოგს კი მიაჩნია, რომ ის არაფრით სჯობია მოიესს: "თამაში არ არის; მილიონები დახარჯულია; მაღალი ადგილი მხოლოდ კონკურენტების სისუსტის შედეგია;" და ა.შ.

ორივე მხრის აზრები და გამოთქმები დაფუძნებულია მათ შეგრძნებებზე, დაკვირვებასა და გამოცდილებაზე. ჩვენ კი შევეცდებით დევიდ მოიესისა და ვან გაალის ანალოგიური მონაკვეთები ციფრებითა და შედეგებით შევადაროთ.

პოზიცია პრემიერ ლიგაში

გასულ სეზონში, ისევე როგორც მიმდინარეში, მე-20 ტური 1 იანვარს შედგა. ეს იყო "ტოტენჰემთან" მტკივნეული მარცხი, რომლის შემდეგ "იუნაიტედი" მე-7 ადგილზე დაფუძნდა და სეზონის ბოლომდე იქ დარჩა, შუალედებში კი იშვიათად იწევდა მაღალ საფეხურზე.

Stairway to heaven


მიმდინარე სეზონში კი ცოტათი უკეთესი სიტუაციაა: გუნდი 6 ტურის განმავლობაში მყარად იჭერდა მესამე ადგილს და პოზიციის გამაგრების შანსი ჰქონდა, თუ მომდევნო შეხვედრებს გავითვალისიწნებთ.

არსებობს აზრი, რომ მიმდინარე სეზონში ლიდერებმა მოუკლეს და "იუნაიტედი" მხოლოდ ამ მიზეზით იმყოფება მაღალ საფეხურზე. მოდით შევადაროთ გასული და მიმდინარე სეზონის პირველი სამი ადგილი:

2013/14 - მე-20 ტური:

1. არსენალი - 45 ქულა
2. სიტი - 44 ქულა
3. ჩელსი - 43

2014/15 - მე-20 ტური:

1. ჩელსი - 46 ქულა
2. სიტი - 46 ქულა
3. იუნაიტედი - 37 ქულა

როგორც ვხედავთ, მიმდინარე სეზონში პირველი ორი ადგილი უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე წინა სეზონში.

შედეგების შედარება - ყველა თამაში

შედარებით ცხრილში მოყვანილია კონკრეტული გუნდების წინააღმდეგ გასულ და მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩები. ერთადერთი სხვაობა გავარდნილი გუნდების გადმოსული გუნდებით ჩანაცვლებაა.

Stairway to heaven


რა თქმა უნდა, გუნდში სიტუაცია შეიცვალა და მოცემული შედარება შესაძლოა არაკორექტული იყოს, მაგრამ ასეა თუ ისე, "ბრიტანია სტედიუმზე" თამაში ყოველთვის "ბრიტანია სტედიუმზე" თამაშად დარჩება. ხოლო უშუალო მოწინააღმდეგეები, ისეთი, როგორიც "ჩელსი", "სიტი", "ლივერპული" და "არსენალი" არიან, ყოველთვის დარჩებიან შესაფერის დონეზე.

ამგვარად, ვან გაალის გუნდმა 20 ტურის შემდეგ იმავე მეტოქეების წინააღმდეგ 4 ქულით მეტი აიღო.

შედეგების შედარება - საშინაო მატჩები

მოდით, ახლა მხოლოდ საშინაო მატჩებზე შევაჩეროთ არჩევანი.

ყველამ შეამჩნია, რომ მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდს" ძლიერი სტადიონის სტატუსი უბრუნდება. მიმდინარე სეზონში მხოლოდ პირველ ტურში და "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩში იქნა ქულები დაკარგული (იგულისხმება 20 ტური).

მოიესის გუნდთან შედარებითი სხვაობა - 8 ქულა.

Stairway to heaven


შედეგების შედარება - გასვლითი მატჩები

გასვლით მატჩებში კი ვან გაალის გუნდს ასეთი კარგი მდგომარეობა არ აქვს. თუ რამით იყო "იუნაიტედი" კარგი გასულ სეზონში, ეს გასვლითი შეხვედრები იყო.

გასვლით მატჩებში მოიესს 4 ქულიანი უპირატესობა აქვს.

Stairway to heaven


შედეგების შედარება - პირველი 10 მატჩი

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვან გაალს დიდი პრობლემების მქონე გუნდი შეხვდა, რომელთაგან მთავარი ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზია, ჩემპიონატი კი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაიწყო.

Stairway to heaven


შედეგების შედარება - მომდევნო 10 მატჩი

ბოლო 10 მატჩის მონაკვეთიც არ იძლევა უკეთეს მაგალითს. გუნდმა შედეგის ჩვენება დაიწყო და 6 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.

Stairway to heaven


შედეგების შედარება - ტოპ 6

ყველაზე მთავარ მაჩვენებელ/მიღწევად ითვლება თამაში გუნდებთან, რომლებმაც გასულ სეზონში "იუნაიტედისგან" ქვა ქვაზე არ დატოვეს და საბოლოოდ მასზე მაღალი ადგილი დაიჭირეს.

ვან გაალს ამ მხრივ დიდი უპირატესობა აქვს: 11 ქულა სამის წინააღმდეგ.

Stairway to heaven


დასკვნები

არ გვინდა მოიესისა და ვან გაალის მხარდამჭერთა შორის არსებულ განხეთქილებაში ცეცხლზე ნავთი დავასხათ. ზემომოყვანილი შედარებების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ვან გაალის გუნდი იმედს ტოვებს, "იუნაიტედი" შედეგს აღწევს და ეს ყველაფერი ტრავმების აურაცხელი რაოდენობის ფონზე.

მეორე ათეულის თამაშებში ვან გაალის შედეგები ფერგიუსონის შედეგების მსგავსია.

Stairway to heaven


ეს არის ტემპი, რომელიც "იუნაიტედმა" უნდა დაიჭიროს და გაჰყვეს, თუ სურს მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს და როგორც ჩანს ვან გაალი, რომელმაც რამდენიმე ძლიერი დარტყმა უკვე მიიღო ინგლისში, მზადაა ამისთვის.

ვან გაალი უკვე იმსახურებს ნდობას თუნდაც იმის გამო, რომ მან გუნდი შოკისგან გამოიყვანა. დროა მინუსების ძიება შევწყვიტოთ სქემებში, შეცვლებში, ტრანსფერებში და მწვრთნელს მივენდოთ.

ვან გაალთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედი" წარმატებული იქნება.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
12 იანვარი 2015 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რა მოიესი და რა ვან გაალი. ცა და დედამიწა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top