თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2015, 10:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1817,
კომენტარები: 11
Stairway to heaven
2013/14 და 2014/15 წლების სეზონების შედარება.
Stairway to heaven
გუშინ "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის 21-ე ტურის შეხვედრა გამართა. უკან კი მოტოვებული 20 მატჩია, რომელთა საფუძველზე უკვე შეიძლება გრაფიკის აგება და დასკვნების გაკეთება.

გულშემატკივარს შეგნებული ცხოვრების უმეტეს პერიოდში "იუნაიტედის" საჭესთან ერთადერთი ადამიანი ახსოვდა, რომლის დროსაც შედარებების კეთებას საფუძველი ნაკლებად ჰქონდა, რადგან განურჩევლად ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან "იუნაიტედი" კიდევ ერთ ჩემპიონობას იზეიმებდა, ან ჩემპიონთა ლიგისა თუ ქვეყნის თასის ფინალში გავიდოდა.

დღევანდელი რეალობა კი ასეთია: ჩვენ შიშით ვხვდებით ნებისმიერს, ვინც კლუბში მოვა და მას მიკროსკოპის ქვეშ ვაკვირდებით. ეს ყველაფერი დევიდ მოიესასდმი ბრმა ნდობის შედეგია.

თუმცა შოკი, რომელიც "იუნაიტედმა" მოიესის მუშაობისას განიცადა, ჯერ კიდევ იჩენს თავს. ვან გაალის დანიშვნის შემდეგ ჩვენ მისი მუშაობის მეთოდებს ღრმად გავეცანით. ზოგ ადამიანს ჯერ კიდევ არ ემეტება თუნდაც მინიმალური ნდობის გამოჩენა ვან გაალისადმი, ზოგს კი მიაჩნია, რომ ის არაფრით სჯობია მოიესს: "თამაში არ არის; მილიონები დახარჯულია; მაღალი ადგილი მხოლოდ კონკურენტების სისუსტის შედეგია;" და ა.შ.

ორივე მხრის აზრები და გამოთქმები დაფუძნებულია მათ შეგრძნებებზე, დაკვირვებასა და გამოცდილებაზე. ჩვენ კი შევეცდებით დევიდ მოიესისა და ვან გაალის ანალოგიური მონაკვეთები ციფრებითა და შედეგებით შევადაროთ.

პოზიცია პრემიერ ლიგაში

გასულ სეზონში, ისევე როგორც მიმდინარეში, მე-20 ტური 1 იანვარს შედგა. ეს იყო "ტოტენჰემთან" მტკივნეული მარცხი, რომლის შემდეგ "იუნაიტედი" მე-7 ადგილზე დაფუძნდა და სეზონის ბოლომდე იქ დარჩა, შუალედებში კი იშვიათად იწევდა მაღალ საფეხურზე.

Stairway to heaven


მიმდინარე სეზონში კი ცოტათი უკეთესი სიტუაციაა: გუნდი 6 ტურის განმავლობაში მყარად იჭერდა მესამე ადგილს და პოზიციის გამაგრების შანსი ჰქონდა, თუ მომდევნო შეხვედრებს გავითვალისიწნებთ.

არსებობს აზრი, რომ მიმდინარე სეზონში ლიდერებმა მოუკლეს და "იუნაიტედი" მხოლოდ ამ მიზეზით იმყოფება მაღალ საფეხურზე. მოდით შევადაროთ გასული და მიმდინარე სეზონის პირველი სამი ადგილი:

2013/14 - მე-20 ტური:

1. არსენალი - 45 ქულა
2. სიტი - 44 ქულა
3. ჩელსი - 43

2014/15 - მე-20 ტური:

1. ჩელსი - 46 ქულა
2. სიტი - 46 ქულა
3. იუნაიტედი - 37 ქულა

როგორც ვხედავთ, მიმდინარე სეზონში პირველი ორი ადგილი უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე წინა სეზონში.

შედეგების შედარება - ყველა თამაში

შედარებით ცხრილში მოყვანილია კონკრეტული გუნდების წინააღმდეგ გასულ და მიმდინარე სეზონში ჩატარებული მატჩები. ერთადერთი სხვაობა გავარდნილი გუნდების გადმოსული გუნდებით ჩანაცვლებაა.

Stairway to heaven


რა თქმა უნდა, გუნდში სიტუაცია შეიცვალა და მოცემული შედარება შესაძლოა არაკორექტული იყოს, მაგრამ ასეა თუ ისე, "ბრიტანია სტედიუმზე" თამაში ყოველთვის "ბრიტანია სტედიუმზე" თამაშად დარჩება. ხოლო უშუალო მოწინააღმდეგეები, ისეთი, როგორიც "ჩელსი", "სიტი", "ლივერპული" და "არსენალი" არიან, ყოველთვის დარჩებიან შესაფერის დონეზე.

ამგვარად, ვან გაალის გუნდმა 20 ტურის შემდეგ იმავე მეტოქეების წინააღმდეგ 4 ქულით მეტი აიღო.

შედეგების შედარება - საშინაო მატჩები

მოდით, ახლა მხოლოდ საშინაო მატჩებზე შევაჩეროთ არჩევანი.

ყველამ შეამჩნია, რომ მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდს" ძლიერი სტადიონის სტატუსი უბრუნდება. მიმდინარე სეზონში მხოლოდ პირველ ტურში და "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩში იქნა ქულები დაკარგული (იგულისხმება 20 ტური).

მოიესის გუნდთან შედარებითი სხვაობა - 8 ქულა.

Stairway to heaven


შედეგების შედარება - გასვლითი მატჩები

გასვლით მატჩებში კი ვან გაალის გუნდს ასეთი კარგი მდგომარეობა არ აქვს. თუ რამით იყო "იუნაიტედი" კარგი გასულ სეზონში, ეს გასვლითი შეხვედრები იყო.

გასვლით მატჩებში მოიესს 4 ქულიანი უპირატესობა აქვს.

Stairway to heaven


შედეგების შედარება - პირველი 10 მატჩი

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ვან გაალს დიდი პრობლემების მქონე გუნდი შეხვდა, რომელთაგან მთავარი ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზია, ჩემპიონატი კი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაიწყო.

Stairway to heaven


შედეგების შედარება - მომდევნო 10 მატჩი

ბოლო 10 მატჩის მონაკვეთიც არ იძლევა უკეთეს მაგალითს. გუნდმა შედეგის ჩვენება დაიწყო და 6 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა.

Stairway to heaven


შედეგების შედარება - ტოპ 6

ყველაზე მთავარ მაჩვენებელ/მიღწევად ითვლება თამაში გუნდებთან, რომლებმაც გასულ სეზონში "იუნაიტედისგან" ქვა ქვაზე არ დატოვეს და საბოლოოდ მასზე მაღალი ადგილი დაიჭირეს.

ვან გაალს ამ მხრივ დიდი უპირატესობა აქვს: 11 ქულა სამის წინააღმდეგ.

Stairway to heaven


დასკვნები

არ გვინდა მოიესისა და ვან გაალის მხარდამჭერთა შორის არსებულ განხეთქილებაში ცეცხლზე ნავთი დავასხათ. ზემომოყვანილი შედარებების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ვან გაალის გუნდი იმედს ტოვებს, "იუნაიტედი" შედეგს აღწევს და ეს ყველაფერი ტრავმების აურაცხელი რაოდენობის ფონზე.

მეორე ათეულის თამაშებში ვან გაალის შედეგები ფერგიუსონის შედეგების მსგავსია.

Stairway to heaven


ეს არის ტემპი, რომელიც "იუნაიტედმა" უნდა დაიჭიროს და გაჰყვეს, თუ სურს მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს და როგორც ჩანს ვან გაალი, რომელმაც რამდენიმე ძლიერი დარტყმა უკვე მიიღო ინგლისში, მზადაა ამისთვის.

ვან გაალი უკვე იმსახურებს ნდობას თუნდაც იმის გამო, რომ მან გუნდი შოკისგან გამოიყვანა. დროა მინუსების ძიება შევწყვიტოთ სქემებში, შეცვლებში, ტრანსფერებში და მწვრთნელს მივენდოთ.

ვან გაალთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედი" წარმატებული იქნება.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 იანვარი 2015 11:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პირველ რიგში, არ ვფიქრობ, რომ მოიესი უფრო დიდი მწვრთნელია, ვიდრე ლუი. არც იმას ვფიქრობ, რომ ლუი არ შეესაბამება ჩვენს გუნდს, მაგრამ მისი დამსახურება მხოლოდ შოკიდან გამოყვანაშია და მორჩა. შარშან ამავე დონეზე ზუსტად იგივე რაოდენობის ქულები გვქონდა და არაფრის მომცემია არაა ის, რომ ზედიზედ 6 მატჩი მოვიგეთ ერთხელ და 11 მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა. სეზონის ბოლოს ამის გამო ჯილდოს არავინ მოგცემს.

ადრეც მითქვამს და ვიმეორებ. "იუნაიტედი" მაღალი ადგილი მხოლოდ კონკურენტების სისუსტის დამსახურება იყო და არა ვან გაალის სიძლიერის. ახლა ჩვენს ქვემოთ მყოფი გუნდები უბრუნდებიან კარგ თამაშს და ჩვენი ადგილი ოთხეულში დიდი საფრთხის წინაშე დადგა. ჩემპიონობაზე ალბათ აღარ არის საუბარი. ჩვენ წინ მყოფმა ორივე გუნდმა უკვე ჩააგდო თავისი თამაშები და ამით ვერ ვისარგებლეთ. რა თქმა უნდა კიდევ წააგებენ და კიდევ ითამაშებენ ფრეს, მაგრამ არც ჩვენ ვართ გამონაკლისები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
12 იანვარი 2015 11:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჯერ პირველ რიგში ის არის განსხვავება ამ 2 მწვრთ§ელის შორის, რომ როცა ვაგებბდით 1 ბურთის სხვაობით მოიესს დაცვით თამაშზე გადადიოდა რადგან უფრო მეტი არ გაგვეშვა ლუი კი თავდასხმა გამოყავს და ზეწოლას ანხორციელებს, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. მეორე ის არის, რომ გუნდს ჯერ როტაცია არ გაუვლია იმისგან განსხავებით, რომ გასულ წელს იგივე გუნდი გყვავდა რაც იმის წინ და მწვრთნელის გარდა არავინ შეცვლილა აქ კი ლამის მთლიანი გუნდი შევცვალეთ და გეცოდინებათ თუ რომელმა ფეხბურთელებმა დაგვტოვეს. წლევანდელ სეზონში არის ყველაზე დიდი პრობლემა ტრავმიანობა, ნახევარ სეზონში მარტო, რომ 56 ჯერ დაიტრავმებიანი ფეხბურთელები ეგეც აღსანიშნავია. მე მაინც ვფიქრობ, რომ დროის ფაქტორია და გამართლების რაც ნაკლები ტრავმიანობა იქნება მით უფრო მალე იქნება გუნდში ურთიერთგაგება და შეეწყობიან ერთმანეთს.
0
№3
ავტორი: Berba 9
12 იანვარი 2015 11:38
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რა შედარებაა, ვან გაალი 10 თავით ჯობია მოიესს და ფაქტია, ამაზე კამათი და დავა აღარ არის საჭირო.

მეორე საკითხია რამდენად გამართლებულია თვითონ ლუი ვან გაალი, აქ კიდევ შეიძლება კამათი. თუმცა მე მიმაჩნია, რომ სტრუქტურა და სათამაშო სტილი ყველა მწვრთვნელს თავისებური აქვს, ისევე როგორც ვან გაალს და მოგვწონს თუ არა, სწორედ ამ ფილოსოფიით აღწევდა ლუი წარმატებებს და ჩვენ წარუმატებელი მოიესი, წარმატებული ვან გაალით ჩავანაცვლეთ.

ახალი გარემო, ახალი ყველაფერი ახალია, როგორც ფეხბურთელებისთვის, ისევე ვან გაალისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ, აი ნახავთ, რომ გავალთ, უბრალოდ იქნება ასეთი ჩაგდებული თამაშები. ძველებიდან 2-3 ფეხბურთელი დარჩა მხოლოდ, ყველა ახალია, ასე არ იყო სიტი ? ასე არ იყო ჩელსი ? დღეს შეხედეთ სად არიან ))

თუმცა, იუნაიტედი რატომ აჯობებს ამ 2 გუნდს ? იმიტომ, რომ უფრო დიდი გული დევს, უფრო მეტი მონდომებაა და ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ მანჩესტერ იუნაიტედი ვართ! :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: De_Gea
12 იანვარი 2015 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიტყვი.შედეგებს რომ თავი დავანებოთ,შეხედეთ გუნდის თამაშს.შარშანდელი მანჩესტერი იყო მართლა რო წნორის მილანი და წელს არსენალს მოვუგეთ და კიდევ ბევრ საინტერესო გამარჯვებას მოიპოვებს ვან გაალი ამის მჯერა...სისუელელე იქნება რო ვან გაალი გასაშვებია, ფერგიუსონის ანაშენები რო დაანგრია მოიესმა მართლა შოკი იყო და ვან გაალმა მოახერხა რო გუნდი შოკიდან გამოიყვანა და აღიარეთ,პროგრესიც იგრძნობა. ის რომ გუნდი ზოგ მატჩს ვერ იგებს,ან ის რომ დღეს გუდნმა სოტონთან წააგო არ ნიშნავს რომ პანიკაა ასატეხი. ეს იმის ბრალია , რომ იუნაიტედში 3-5-2 სქემა არ მუშაობს,რადგან გვყავს ისეთი მცველები როგორიცაა ჯონსი,ევანსი და სმოლინგი და მაგათ იმედზე ჩემი მტერი იყოს... და დარწმუნებული ვარ იმ დონის სპეციალისტი როგორიც ვან გაალია მიხვდება ამას ... ამ მომენტისტთვის საუკეთესოა 4-3-3ტაქტიკა ან 4-4-2
0
№5
ავტორი: PaLoMo
12 იანვარი 2015 12:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
mivyvet dinebas da is aucileblad migviyvans sasurvel napirtan.
Vfiqrob chempionobaze ocneba jer kidev sheileba magram shansebi urodaufro mcirdeba!jer kidev dasakompleqtebelia gundi,amas miumate tramvianoba.amis gamo uchirt sul 1 doneze tamashis chatareba da gamarjveba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: I L C
12 იანვარი 2015 12:05
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Sanerviuli araferia mainc avalt mesameze soton newcastltan gasvlaze momgebebi ararian chven kide QPRs unda movugot tan ar modis rtuli kalendari mtavaria kide araferi ichalichos Aman...

rac sheexeba am or mwvrtnels rac moiesze zewola iyo kide bevrs gaudzlo im kacma da lui ratqmaunda ufro saimedoa da daalagebs albat nelnela gunds

Sanerviuli araferia mainc avalt mesameze soton newcastltan gasvlaze momgebebi ararian chven kide QPRs unda movugot tan ar modis rtuli kalendari mtavaria kide araferi ichalichos Aman...

rac sheexeba am or mwvrtnels rac moiesze zewola iyo kide bevrs gaudzlo im kacma da lui ratqmaunda ufro saimedoa da daalagebs albat nelnela gunds
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: Count Alucard
12 იანვარი 2015 12:41
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რა კარგი სახელი აქვს სტატიას love შედარებაც არ მინდა მოიესის დროს მართლა ჯოჯოხეთი იყო ახლა ცოტა პროგრესი მაინც იგრძნობა და კიდევ ერთხელ ვამბობ ვან გაალი არის მიზანდასახული ადამიანი, აქვს დასახული მიზანი თუ რას უნდა მიაღწიოს მანჩესტერმა და ამ მიზნის მისაღწევი გეგმა, ერთი ნაბიჯი უკან ორი წინ, ეს გამოთქმა ალბათ ყველაზე უკეთ შეესაბამება ჩვენს სიტუაციას, შიგადაშიგ ერთი ორის გული დაწყვეტა უნდა ავიტანოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვებულები დავრჩებით. მე ისიც მახსოვს 2012/2013 წელს ნორვიჩთან გასვლაზე 1-0 წაგების გამო ფერგი გასაშვებია და წავიდეს პენსიაზეო ხალხი იძახდა, ახლა იგივე ხალხი ფერგის დაბრუნებას ნატრობს. 1 მატჩზე გაბრაზებუები, ცხლე გულზე არ უნდა ვლანძღავდეთ არავის.
0
№8
ავტორი: chudikone
12 იანვარი 2015 12:52
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ესიავა დამითაგეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Mufc7
12 იანვარი 2015 13:51
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ისეთი მწვრთნელის მერე,როგორიც ფერგია ,მოხვიდე გუნდში და ამხელა კრიტიკას თავი დააღწიო,ძნელია. მით უმეტეს,რომ მოვიდა მოიესი,რომელიც საერთოდ მზად არ აღმოჩნდა ასეთი გამოწვევისთვის. ორი სრულიად სხვადასხვა დონის მწვრთნელი,განსხვავებული ფილოსოფიით. წინა სეზონში იუნაიტედის თამაშების დროს,მეგონა სულ სხვა გუნდს ვუყურებდი. ის ბრძოლა უკანასკნელ წუთამდე და ის შემართება საერთოდ გამქრალი იყო. დრო სჭირდება ყველაფერს და ჩვენ რომ არ ვითმენთ,ეგ ქმნის პრობლემას.თორე თუ ვინმეს თამაშების მოგება უნდა სამწვრთნელო შტაბია და გამიზნულად მივყავდეთ ამ მდგომარეობამდე,ეგ ხო გამორიცხულია. მე აღარ მინდა წავიკითხო მეტოქე მწვრთნელების ინტერვიუები:"ვიცოდით,რომ მოვიგებდით" და ა.შ. მე მინდა მალრ ისევ ის იუნაიტედი ვიხილო,რომლის სახელის გაგონებას ყველას აშინებდა და მე მჯერა,რომ ეგ დრო მალე მოვა. კი სულსწრაფი ვარ,მაგრამ დაველოდები.. Stairway to heaven♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: GeorgeBest
12 იანვარი 2015 17:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესის და ვან გაალის შედარება უბრალოდ არ შეიძლება. გუნდი რაღცას მაინც გავს წელს. მერე რა რომ მოიესს დი მარია, ფალკაო და სხვები არ ჰყავდნენ? ჩემპიონი გუნდის განადგურებასაც თავის კლასი უნდა. არ იყო ეგ კაცი ამხელა კლუბისთვის საკმარისად ძლიერი და უნდა წასულიყო. ეყო რაც გადაუარა გუნდს. არამგონია ლუიზე იგივეს ფიქრობდეს ვინმე და იამს ამბობდეს რომ წინსვლა არ იგრძნობა და გუნდი რაღაცას მაინს არ ჰგავს. გაიხსენეთ რა მდგომარეობაში იყო იუნაიტედი როცა ეს კაცი მოვიყვანეთ. ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები და ზოგჯერ ძაან ტვინს ბურღავს თავისი ფილოსოფიებით, მარა შედეგი იდება. რა მნიშვნელობა აქვს წელს უფრო ნაკლები კონკურეციაა თუ არა, სასურველ ადგილას ვართ და საუთჰემპტონთან წაგებით არაფერი მთავრდება. წელს მთავარი საზრუნავი ოთხეული იყო და ამ შედეგს ჯერ-ჯერობით ისევ დებს. შარშან არსენალის გარდა ყველა გრანდთან წავაგეთ დ აუბრალოდ გადაგვირბინეს, წელს პირიქით, თუნდაც ეს მაინც უნდა გავხარებდეს რომ ოლდ ტრაფორდზე ყველა 3 ქულის წასაღებად არ ჩამოდის ისევ. ბევრი პრობლემაა და კიდევ ძალიან ბევრი უკლია ვან გაალს რო წინანდელი სახე დაუბრუნდეს გუნდს მარა იმედია მოახერხებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top