თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2015, 10:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2393,
კომენტარები: 11
კარაგერი: "დე ხეა ალონსოს ბედს გაიზიარებს"
ჯეიმი კარაგერი დე ხეას შესახებ.
კარაგერი:
"ლივერპულის" ყოფილი მცველი და აწ უკვე საფეხბურთო ექსპერტი, ჯეიმი კარაგერი აცხადებს, რომ თუ მადრიდის "რეალი" შეთავაზებას გააკეთებს, "იუნაიტედს" დე ხეას შენარჩუნება გაუჭირდება.

დავიდს ჯერ კიდევ არ გაუფორმებია "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტი და მას მოქმედი ხელშეკრულებით მხოლოდ 18 თვე აკავშირებს კლუბთან.

ვან გაალმა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე უკვე დაიმატა ერთი ფეხბურთელი და ეს "ბარსელონას" კარის ყოფილი დარაჯი, ვიქტორ ვალდესია. მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალის თქმით დე ხეასთან კონტრაქის გაფორმების თაობაზე მას პრობლემები არ უნდა შეექმნას, კარაგერი ფიქრობს, რომ ფული თავის როლს ითამაშებს.

"როცა საქმეში მადრიდის "რეალი" ერთვება - მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ - მათ ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენა შეუძლიათ."

"იგივე გააკეთეს კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში და სამწუხაროდ, რადგან დე ხეა ესპანელია, შესაძლოა "რეალში" გადასვლა ერთ დღეს მისი ოცნება გახდეს. იგივე შეემთხვა იყო ხაბი ალონსოს "ლივერპულში"
- განაცხადა კარაგერმა.

წყარო: talksport
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
12 იანვარი 2015 19:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ატლეტიკოშია გაზრდილი, არამგონია რეალში თამაში ოცნებად ჰქონდეს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top