თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2015, 10:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2393,
კომენტარები: 11
კარაგერი: "დე ხეა ალონსოს ბედს გაიზიარებს"
ჯეიმი კარაგერი დე ხეას შესახებ.
კარაგერი:
"ლივერპულის" ყოფილი მცველი და აწ უკვე საფეხბურთო ექსპერტი, ჯეიმი კარაგერი აცხადებს, რომ თუ მადრიდის "რეალი" შეთავაზებას გააკეთებს, "იუნაიტედს" დე ხეას შენარჩუნება გაუჭირდება.

დავიდს ჯერ კიდევ არ გაუფორმებია "წითელ ეშმაკებთან" ახალი კონტრაქტი და მას მოქმედი ხელშეკრულებით მხოლოდ 18 თვე აკავშირებს კლუბთან.

ვან გაალმა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე უკვე დაიმატა ერთი ფეხბურთელი და ეს "ბარსელონას" კარის ყოფილი დარაჯი, ვიქტორ ვალდესია. მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალის თქმით დე ხეასთან კონტრაქის გაფორმების თაობაზე მას პრობლემები არ უნდა შეექმნას, კარაგერი ფიქრობს, რომ ფული თავის როლს ითამაშებს.

"როცა საქმეში მადრიდის "რეალი" ერთვება - მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ - მათ ნებისმიერი ფეხბურთელის შეძენა შეუძლიათ."

"იგივე გააკეთეს კრიშტიანუ რონალდუს შემთხვევაში და სამწუხაროდ, რადგან დე ხეა ესპანელია, შესაძლოა "რეალში" გადასვლა ერთ დღეს მისი ოცნება გახდეს. იგივე შეემთხვა იყო ხაბი ალონსოს "ლივერპულში"
- განაცხადა კარაგერმა.

წყარო: talksport
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
12 იანვარი 2015 10:46
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არვიცი მართლაც ძალიან რთულია მადრიდის რეალის უარით გასტუმრება მარა დარწმუნებული ვარ დევიდი ამას შეძლებს <3
0
№2
ავტორი: PaLoMo
12 იანვარი 2015 10:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Tu manchesteri uyvars .mashin unda darches ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: AkkRed
12 იანვარი 2015 10:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რადგან დე ხეას ესპანელია, შესაძლოა "რეალში" გადასვლა ერთ დღეს მისი ოცნება გახდეს. იგივე შეემთხვა ხაბი ალონსოს "ლივერპულში"


აქ მართლაც ვეთანხმები...
0
№4
ავტორი: RojoDiablo
12 იანვარი 2015 10:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არავითარი გარანტია არ გვაქვს იმის, რომ დე ხეას მანჩესტერი უყვარს ეს ერთი. მეორე იმაში, რომ დარწმუნებულია იუნაიტედი ამბიციებში. რაც უნდა იყოს დავიდი არის ახალგაზრდა კიპერი და მას სურს წარმატების მიღწევა. არ არის გამორიცხული თვლიდეს, რომ დღეს იუნაიტედი გაცილებით სუსტი გუნდია ვიდრე რეალი (ასეც არის) და რომ მას ბლანკოსთან უფრო მეტის მოგება შეუძლია, ვიდრე ეშმაკებთან ერთად. დროულად არის კონტრაქტის გაფორმება საჭირო და არ მესმის რატომ აყოვნებენ, მაგრამ იმედია იციან რასაც აკეთებენ და დავიდს არ ჩამოგვაშორებენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: RojoDiablo
12 იანვარი 2015 11:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALL IN,
ალონსოს დროს ლივერპული კარგი გუნდი იყო და რადგან ჩვენი დამპალი მტერია არ ღირს ამის არ დანახვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 იანვარი 2015 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
ვერ დაგეთანხმები დუმბო, დარწმუნებული ვარ რო დე ხეას ძალიან უყვარს მანჩესტერი, სულ რო არაფერი ამხელა პროგრესი განიცადა მანჩესტერში და პრატქიკულად ფერგის დამსახურებაა რო დღეს ასეთ მაღალ დონეზეა, მაგრამ იმაში გეთანხმები რო რეალთან უფრო მეტის მოგება შეუძლია თუმცა მჯერა რომ დე ხეა არსად წავა.
0
№7
ავტორი: red devil
12 იანვარი 2015 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რა მიკვირს იცით? ხო ხედავენ რო რალი ლეგენდებს არ აფასებს მაინც იქ რატო გარბიან???
areyoukiddingme
0
№8
ავტორი: GeorgeBest
12 იანვარი 2015 17:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაც არ უნდა იყოს რეალში თამაში მაინც ყველა ფეხბურთელის სურვილია და ამაზე უარს არავინ ამბობს ერთეულების გარდა. დიდი იმედი მაქვს ბოლომდე ჩვენთან იქნება
0
№9
ავტორი: RedGirl
12 იანვარი 2015 17:58
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
იმენა ტვინი გაბურღა რეალმა რა. დაინახავს ფეხბურთელს პერსპექტიულს კარგს, მიჰყავს, გამოიყენებს და აგდებს.

იმედია დე ხეა არ მიჰყვება დანარჩენების გზას. მაგრად მეშინია ამის გადასვლის, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უყვარს მანჩესტერი და ბოლომდე ჩვენთან დარჩება. თუ არაკიდევ მაგრად გამიტყდება, ძალიან დაგვაკლდება მაგრამ ეეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. როგორმე განვაგრძობთ ცხოვრებას :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: DiMaria
12 იანვარი 2015 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოკეტე რა ლივერპულელო. რას ბოდიალობ. არსად არ წავა ჩვენი ძმა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top