თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2015, 16:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2651,
კომენტარები: 13
ჰუმელსი ზამთარში კლუბს არ დატოვებს
ჰუმელსი იანვარში კლუბს არ დატოვებს.
ჰუმელსი ზამთარში კლუბს არ დატოვებს
პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მატს ჰუმელსი ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას გეგმავდეს, გერმანელი ფეხბურთელის მამამ უარყო.

ბრიტანული პრესა იტყობინებოდა, რომ "ბორუსიას" კაპიტნის შესაძენად "იუნაიტედმა" უკვე გააკეთა შესაბამისი შეთავაზება და მის ყიდვას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მსველობისას გეგმავდა.

26 წლის ფეხბურთელმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2014/15 წლების პირველი წრის პირველ ნაწილში წარმატებული თამაში აჩვენა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და ჩვეული თამაშის ძიებაშია.

მაგრამ, ჰუმელსი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "ბორუსიაში" წარმატებულ თამაშს ვერ აჩვენებს. 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელს ჰუმელსს ხშირად უკავშირებდნენ და იტალიური პრესა ამტკიცებდა, რომ "იუნაიტედმა" შეთავაზებაც კი გაუკეთა გერმანულ გრანდს, რაზეც უარის მიღების შემდეგ განახლებული და გაზრდილი თანხით ცდილობდა ჰუმელსის შეძენას.

გერმანულ Sky News-თან საუბარში მატსის მამამ და აგენტმა, ჰერმან ჰუმელსმა განაცხადა, რომ მისი შვილი და კლიენტი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კლუბს არ დატოვებს.

როცა ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასულიყო ჰუმელსი, მან უპასუხა: "იანვარში არსად არ წავა."

წყარო: espn
ახალი ამბები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
10 იანვარი 2015 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დავიჯერეთ ახლა თან. ასე ლაპარაკობთ და მერე მაინც იკიდებთ
0
№12
ავტორი: Macklemore
10 იანვარი 2015 13:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაიიი რა მატს. გადმოსულიყავი.
0
№13
ავტორი: RedGirl
10 იანვარი 2015 15:24
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
არა ზამთარში ძალიან არარეალური იყო. ოღონდ ეს გადმოვიდეს და იყოს ზაფხულიც ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top