თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2015, 16:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2651,
კომენტარები: 13
ჰუმელსი ზამთარში კლუბს არ დატოვებს
ჰუმელსი იანვარში კლუბს არ დატოვებს.
ჰუმელსი ზამთარში კლუბს არ დატოვებს
პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მატს ჰუმელსი ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას გეგმავდეს, გერმანელი ფეხბურთელის მამამ უარყო.

ბრიტანული პრესა იტყობინებოდა, რომ "ბორუსიას" კაპიტნის შესაძენად "იუნაიტედმა" უკვე გააკეთა შესაბამისი შეთავაზება და მის ყიდვას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მსველობისას გეგმავდა.

26 წლის ფეხბურთელმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2014/15 წლების პირველი წრის პირველ ნაწილში წარმატებული თამაში აჩვენა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და ჩვეული თამაშის ძიებაშია.

მაგრამ, ჰუმელსი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "ბორუსიაში" წარმატებულ თამაშს ვერ აჩვენებს. 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტები ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელს ჰუმელსს ხშირად უკავშირებდნენ და იტალიური პრესა ამტკიცებდა, რომ "იუნაიტედმა" შეთავაზებაც კი გაუკეთა გერმანულ გრანდს, რაზეც უარის მიღების შემდეგ განახლებული და გაზრდილი თანხით ცდილობდა ჰუმელსის შეძენას.

გერმანულ Sky News-თან საუბარში მატსის მამამ და აგენტმა, ჰერმან ჰუმელსმა განაცხადა, რომ მისი შვილი და კლიენტი ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კლუბს არ დატოვებს.

როცა ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასულიყო ჰუმელსი, მან უპასუხა: "იანვარში არსად არ წავა."

წყარო: espn
ახალი ამბები, ტრანსფერები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 იანვარი 2015 16:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არც მჯეროდა რომ შეიძლებოდა ზამთარში, მაგრამ გავძლებთ როგორმე ამ ნახევარ სეზონს, მთავარი სეზონის მერე მოიყვანონ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
9 იანვარი 2015 17:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სულ აღარ მინდა ეს angry
0
№3
ავტორი: DRJBECKHAM
9 იანვარი 2015 17:19
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
Amis yidvas varane jobia, naxevari fasi girs 5 wlit umcrosia da dzaan perspeqtiulia. 3-5-2 shi varanes imedi ufro meqneboda
0
№4
ავტორი: Mufc7
9 იანვარი 2015 17:36
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
როდის გვეღირსება შენი ხილვა წითელი მაისურიით derpwhy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
9 იანვარი 2015 19:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ამბობენ გადადებული საქმე ეშმაკისააოო და რავიცი რავიცი
0
№6
ავტორი: Di Maria (7)
9 იანვარი 2015 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ეეეეეეეეეეეეეეეეეეე! რაააა! ძაან მინდოდა ჩემი საყვარელი მცველია იმედია ზაფხულში შემოგვიერთდება areyoukiddingme derpwhy
0
№7
ავტორი: GeorgeBest
9 იანვარი 2015 20:51
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ზამთარს არამგონია რამე გამოვიდეს მარა მაინც უნდა ეცადონ. ზაფხულში უნდა დავითრიოთ უეჭველი, ოცნებად გვექცა იმენა
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 იანვარი 2015 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია ზაფხულში მაინც გადმოვა
0
№9
ავტორი: chudikone
9 იანვარი 2015 22:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ესე ამბობს ყველა და მეორე დღეს ახალ ფორმასთან პიზიორობენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: PaLoMo
9 იანვარი 2015 23:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Amas martla varane mirchevnia.yvelaferi aqvs varames ro msoflio donis mcveli gaxdes:-)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top