თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 19:27
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2261,
კომენტარები: 12
ვალდესი სულ მალე "გაეშმაკდება"
ვიქტორ ვალდესი კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ვალდესი სულ მალე
სულ მალე "მანჩესტერ იუნაიტედი" ოფიციალურად დაადასტურებს ვიქტორ ვალდესის გაფორმებას, ესპანელმა წითლების მიერ შეთავაზებულ 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ვალდესი უკვე რამდენიმე თვეა "კარინგტონის" ბაზაზე ვარჯიშობს და ტრავმის შემდეგ ფორმის აკრეფას ცდილობს. ამან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და აი როგორც იქნა გაცხადდა, რომ ვიქტორი "ოლდ ტრაფორდზე" 2016-წლამდე დარჩება.

გასული ორი თვის განმავლობაში, ესპანელის შესახებ, ლუის ვან გაალს გამუდმებით უსვამდნენ კითხვებს ჟურნალისტები, თუმცა ჰოლანდიელი ყველანაირად ცდილობდა ეჭვი გაექრო და პრესა დაერწმუნებინა იმაში რომ, ის მხოლოდ ეხმარებოდა მეგობარ ესპანელს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ 32-წლის ვალდესის გაფორმება ძალიან სურდათ "სკაუზერებს", თუმცა როგორც ჩანს "ბარსელონას" ყოფილმა კარის დარაჯმა "ეშმაკების" ბანაკი არჩია და დავიდ დე ხეას დუბლიორი გახდება.


წყარო: goal.com
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2015 13:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იჯდეს სკამზე ჩვენი რა მიდის. შანსის მიცემა და სათამაშო დროის პონტი თუ გამოჩნდება უნამუსობა იქნება ლინდეგაარდი თუ არ დადგება. შევინახოთ რა ჩვენი რა მიდის

ძაან ბევრს არ ევასება და არც მე მეხატება გულზე მარა გამოცდილება რომ აქვს ამას ვერ დაუკარგავთ wink არაფერს დაგვაკლებს ამის ყოფნა თუ არაფერს მოგვიმატებს და რატო გაქვთ ესეტი რეაქცია არ ვიცი
0
№12
ავტორი: RedGirl
8 იანვარი 2015 13:53
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
არასდროს არ მევასებოდა, მაგრამ ამის სკამზე ჯდომა არაფერს მიშლის მე პირადად. ეს რომ დავიდს ვერ ჩაანაცვლებს ყველამ კარგად ვიცით და ზამენისთვის მშვენიერია :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top