სულ მალე "მანჩესტერ იუნაიტედი" ოფიციალურად დაადასტურებს ვიქტორ ვალდესის გაფორმებას, ესპანელმა წითლების მიერ შეთავაზებულ 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ვალდესი უკვე რამდენიმე თვეა "კარინგტონის" ბაზაზე ვარჯიშობს და ტრავმის შემდეგ ფორმის აკრეფას ცდილობს. ამან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და აი როგორც იქნა გაცხადდა, რომ ვიქტორი "ოლდ ტრაფორდზე" 2016-წლამდე დარჩება.
გასული ორი თვის განმავლობაში, ესპანელის შესახებ, ლუის ვან გაალს გამუდმებით უსვამდნენ კითხვებს ჟურნალისტები, თუმცა ჰოლანდიელი ყველანაირად ცდილობდა ეჭვი გაექრო და პრესა დაერწმუნებინა იმაში რომ, ის მხოლოდ ეხმარებოდა მეგობარ ესპანელს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 32-წლის ვალდესის გაფორმება ძალიან სურდათ "სკაუზერებს", თუმცა როგორც ჩანს "ბარსელონას" ყოფილმა კარის დარაჯმა "ეშმაკების" ბანაკი არჩია და დავიდ დე ხეას დუბლიორი გახდება.