ვან გაალმა 37 ფეხბურთელი ათამაშა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში მატჩებში გამოყენებული ფეხბურთელების მიხედვით პრემიერ ლიგის აბსოლუტურ რეკორდს ამყარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალის გუნდმა ყველა სხვა კლუბთან შედარებით ნაკლები ოდენობის მატჩი ჩაატარა, ტრავმებმა ჰოლანდიელი იძულებული გახადა შემადგენლობის როტირებისთვის ხშირად მიემართა.
"იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში 15 ან მეტი მატჩი მხოლოდ დავიდ დე ხეას, უეინ რუნის, ხუან მატასა და რობინ ვან პერსის აქვთ ჩატარებული.
"იოვილთან" მატჩში შოუსა და რაფაელის დაზიანების შემდეგ "იუნაიტედის" ტრავმირებულთა რაოდენობამ 55-ს მიაღწია.
ამ პრობლემამ კი "იუნაიტედი" აიძულა ყველა შეჯიბრებაზე ერთბაშად 37 ფეხბურთელი ეთამაშებინა. ეს მაჩვენებელი ხუთით მეტია, ვიდრე "არსენალის", ხოლო ექვსით მეტი, ვიდრე "კრისტალ პალასისა" და "ევერტონის". მოედანზე ყველაზე ნაკლები ფეხბურთელი "ასტონ ვილასა" და "სანდერლენდს" ჰყავთ გამოყენებული - 23-23.
სტატისტიკა კიდევ უფრო გვაოცებს, თუ კი გუნდის მიერ ჩატარებული მატჩების სიმცირეს გავიხსენებთ. "იუნაიტედი" ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპის ლიგაზე, ხოლო ლიგის თასიდან პირველივე მატჩის შემდეგ გავარდა.
"არსენალსა" და "ტოტენჰემს" "იუნაიტედთან" შედარებით 9 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, მაგრამ ნაკლები ფეხბურთელი გამოყენებული.
წითელი ფერით: გამოყენებული ფეხბურთელები მწვანე ფერით: ჩატარებული მატჩები
წყარო:
the telegraph