თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2015, 14:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2689,
კომენტარები: 16
ტრავმების შედეგი - რეკორდი
ვან გაალმა 37 ფეხბურთელი ათამაშა.
ტრავმების შედეგი - რეკორდი
"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში მატჩებში გამოყენებული ფეხბურთელების მიხედვით პრემიერ ლიგის აბსოლუტურ რეკორდს ამყარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლუი ვან გაალის გუნდმა ყველა სხვა კლუბთან შედარებით ნაკლები ოდენობის მატჩი ჩაატარა, ტრავმებმა ჰოლანდიელი იძულებული გახადა შემადგენლობის როტირებისთვის ხშირად მიემართა.

"იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში 15 ან მეტი მატჩი მხოლოდ დავიდ დე ხეას, უეინ რუნის, ხუან მატასა და რობინ ვან პერსის აქვთ ჩატარებული.

"იოვილთან" მატჩში შოუსა და რაფაელის დაზიანების შემდეგ "იუნაიტედის" ტრავმირებულთა რაოდენობამ 55-ს მიაღწია.

ამ პრობლემამ კი "იუნაიტედი" აიძულა ყველა შეჯიბრებაზე ერთბაშად 37 ფეხბურთელი ეთამაშებინა. ეს მაჩვენებელი ხუთით მეტია, ვიდრე "არსენალის", ხოლო ექვსით მეტი, ვიდრე "კრისტალ პალასისა" და "ევერტონის". მოედანზე ყველაზე ნაკლები ფეხბურთელი "ასტონ ვილასა" და "სანდერლენდს" ჰყავთ გამოყენებული - 23-23.

სტატისტიკა კიდევ უფრო გვაოცებს, თუ კი გუნდის მიერ ჩატარებული მატჩების სიმცირეს გავიხსენებთ. "იუნაიტედი" ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპის ლიგაზე, ხოლო ლიგის თასიდან პირველივე მატჩის შემდეგ გავარდა.

"არსენალსა" და "ტოტენჰემს" "იუნაიტედთან" შედარებით 9 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, მაგრამ ნაკლები ფეხბურთელი გამოყენებული.

ტრავმების შედეგი - რეკორდი

წითელი ფერით: გამოყენებული ფეხბურთელები მწვანე ფერით: ჩატარებული მატჩები


წყარო: the telegraph
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 იანვარი 2015 15:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დე ხეას საერთოდ თითოეული წამი აქვს ნათამაშები პრემიერ ლიგაში და აწ უკვე ინგლისის თასზე. ჩვენი გუნდის დიდი სენია ეს ტრავმები და რაღაც უნდა იმოქმედონ, რომ გამოსწორდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
6 იანვარი 2015 15:05
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეპიდემიაა იმენა, მალე ვაპირები გახდებიან lol
0
№3
ავტორი: PORTUGAL777
6 იანვარი 2015 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ძლივს დავრეგისტრირდი მართლა რეკორდია
0
№4
ავტორი: Berba 9
6 იანვარი 2015 16:17
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეს რა ჭირი გვჭირს ტოო )))

ისე გამიკვირდა მატას ამდენი თამაში, რომ ქონდა არ მეგონა )))

დღევანდელ მანჩესტერში ტრავმა ვიღას უკვირს, ეხლა რომ თამაშობს ვინმე ეგაა საკვირველი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Mufc7
6 იანვარი 2015 16:27
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ერთ დღეს გავიღვიძო და ტრავმირებული არ გვყავდეს აღარავინ, არ შეიძლება? recourse
PORTUGAL777,
lol კეთილი იყოს შენი ფეხი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: GeorgeBest
6 იანვარი 2015 16:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არსენალმა გადმოგვდო ალბათ რამე areyoukiddingme
0
№7
ავტორი: chudikone
6 იანვარი 2015 18:50
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ამ ვარჯიშების ბრალია ლუი :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
6 იანვარი 2015 20:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ასე კატასტროფულად მართლა არასდროს არ მახსოვს
0
№9
ავტორი: red devil
6 იანვარი 2015 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვარჯიშების ბრალი იქნება 3d_12
0
№10
ავტორი: Wardell
6 იანვარი 2015 21:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
როგორ უნდა უშველონ? აღარ ივარჯიშონ, თუ თამაშის დროს არ შევიდნენ კონტაქტში? ეგ ისეთი რაღაცაა იღბალზეა დამოკიდებული 90 პროცენტი, თორე აზარი ძალიან ცუდად წააქციეს და გავრცელდა რო 1 თვეს გამოტოვებსო, მაგრამ მეორე თამაშზე არაფერი ეტყობოდა საერთოდ.

chudikone,
ფერგის დროსაც კაი ბლომად იყო და ვაფშე ხო არ აკრძალავს ვარჯიშს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top