თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2014, 10:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2900,
კომენტარები: 19
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (ტაქტიკური განხილვა)
"ნიუკასლთან" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
შეცდომები

მიუხედავად დაცვაში კვლავ არსებული შეცდომებისა, "იუნაიტედი" მოწინააღმდეგეს ნაკლების უფლებას აძლევს. შეცდომები, რომელთაც სახიფათო მომენტები მოჰყვა, საკმაოდ ცოტა იყო.

დე ხეას კარის მიმართულებით პირველი სახიფათო გასროლა მე-19 წუთზე შედგა. "ნიუკასლი" შორეულ ფლანგზე ბურთის გადაწოდებით იწყებს შეტევას, მაგრამ "იუნაიტედი" ამისთვის მზად არ არის. დიდ სივრცეში მარტოა იანგი, რომელიც ბურთისთვის ბრძოლაში მარცხდება და "ნიუკასლმა" სახიფათო შეტევა წამოიწყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (ტაქტიკური განხილვა)


საბედნიეროდ, ამ ეპიზოდში იანმაატი შორელ დარტყმას ამჯობინებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კარში დე ხეა დგას, გადაწყვეტილება ნაჩქარევი და არც თუ საუკეთესო იყო. როგორც ვხედავთ, არსებობს შეტევის ფლანგზე გაგრძელების ვარიანტიც. კეთდება პასი შორეულ ფლანგზე და კეთდება პასი ახლო ფლანგზე (სკრინშოტზე ვერ ასახულ ზონაში იმყოფება "ნიუკასლის" ფეხბურთელი, რომელიც ვალენსიამ გაუშვა). პოტენციურად, ეს საგოლე შეტევა იყო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (ტაქტიკური განხილვა)


***


"იუნაიტედის" დიდი ხნის სენი - სტანდარტი. თითქოს ყველა ფეხბურთელი აყვანილია და ყველას აკონტროლებენ. საჯარიმოს წინ მყოფ ფეხბურთელს ვალენსია ადევნებს თვალს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (ტაქტიკური განხილვა)


თუმცა საჰაერო ორთაბრძოლისა და იმავე "დაფარულ" ფეხბურთელზე პასის გაკეთების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეკუადორელი შორს იმყოფება და დარტყმის დაფარვას ვერ ახერხებს. ჩაწოდების დროს ანტონიო ბურთს უყურებდა და თავისი ფეხბურთელის მოძრაობა გამოტოვა, ამიტომ გაჩნდა ასეთი სივრცე. ელემენტარული უყურადღებობა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (ტაქტიკური განხილვა)


ცენტრალური მცველები

აღნიშნული მომენტები მატჩის ერთადერთი პრობლემა არ იყო, ეს სია შეგვიძლია 3-4 ეპიზოდით შევავსოთ, რომელიც მას შემდეგ მოხდა, რაც რომელიმე ერთ-ერთ ცენტრალურ მცველს ერთი-ერთზე ატყუებდნენ. ეს ეხება სამივეს: ევანსს, ჯონსსა და მაკნეირს.

ევანსმა საკუთარ კარში მომენტის შექმნა უკვე მე-12 წუთზე გამოიწვია მაგრამ "ნიუკასლის" თავდამსხმელებმა ის ვერ გამოიყენეს. მაკნეირი რამდენიმეჯერ სისწრაფეში დაჯაბნეს და ხიფათისგან გუნდი უფრო გამოცდილი კერიკის მიერ დაზღვევამ იხსნა. ხოლო ჯონსი, რომელიც ევანსის საპირისპირო ფლანგზე მოქმედებდა, ორჯერ მოატყუეს და თვითონაც ორჯერ დაარღვია წესები, რომელთაგან ერთს სახიფათო ჯარიმა, მეორეს კი პენალტი მოჰყვა.

სიტუაცია, როცა გუნდის თითოეულ ცენტრალურ მცველს ერთი-ერთზე ატყუებენ, საკმაოდ სახიფათოა. და თუ ევანსის შემთხვევაში ეს ჩვეულებრივია, დაცვის სხვა ფეხბურთელები იმედს აცრუებენ.

"ასტონ ვილა" > "ნიუკასლი"

ფეხბურთელების განლაგება დიდწილად მსგავსი იყო იმისა, რაც "იუნაიტედმა" "ასტონ ვილასთან" მეორე ტაიმში გამოიყენა (დაცვით ხაზში ცვლილებებს არ განვიხილავთ). სხვაობა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ რუნიმ, რომელმაც ბირმინგემში სუსტი შეხვედრა ჩაატარა, უფრო მაღლა აიწია და ხუან მატას შეუწყვილდა, რითაც მოედნის ცენტრის სამკუთხედი ააბრუნა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (ტაქტიკური განხილვა)


ძალიან გვიხარია, რომ ლუი ვან გაალმა აღიარა, რუნი უკეთესია, როცა მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვეს თამაშობს, შესაძლოა სწორედ ეს გახდა წარმატების გარანტი.

თუმცა, მოდით განვიხილოთ, თუ რატომ მოვიპოვეთ "ასტონ ვილასთან" მხოლოდ ერთი ქულა, ხოლო "ნიუკასლთან" სამივე.

პირველი და უმთავრესი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ "ვილამ" დაცვაში სამაგალითო დისციპლინა აჩვენა. თავდამსხმელებს თავის დაღწევისა და საჯარიმოში ხუან მატას პასების მიღების საშუალებას არ აძლევდნენ, რომელიც ხდებოდა იშვიათად, რადგან "ათიანს" ავიწროვებდნენ.

"ნიუკასლთან" კი შემტევი ფეხბურთელების მიერ ახლადწარმოქმნილ კვადრატს ბევრ თავისუფლებას ანიჭებდნენ. ყურადღება მიაქციეთ პირველი ეპიზოდის გოლს. ძალების თანაბარდობა 6:4 "ნიუკასლის" სასარგებლოდ, მაგრამ მიუხედავად ამისა მატას ვან პერსისთვის პასის მიწოდების ვარიანტი აქვს; ერთი წამით ადრე მატას შეეძლო მცველებს შორის გაეკეთებინა პასი იმავე ვან პერსისთვის; არსებობს ცენტრიდან დაბრუნებული რუნისთვის პასის მიწოდების ვარიანტიც. მაგრამ რითაც მშვენიერია ხუან მატა, ეს არის მოედნის საოცარი ხედვა, ის ირჩევს რთულ ვარიანტს, მაგრამ ყველაზე პერსპექტიულს - ჩაწოდება ფალკაოზე.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (ტაქტიკური განხილვა)


საბოლოოდ, ყველაფერი დიდებული სილამაზის მქონე კომბინაციური გოლით სრულდება.



***


დავუბრუნდეთ პრესინგსა და ბრძოლის გამართვას და განვიხილოთ მეორე გოლი, რომელიც შედგა მას შემდეგ, რაც ხუან მატამ და რადამელ ფალკაომ მოწინააღმდეგეზე ზეწოლა მოახდინეს. ვერ ვიტყით, რომ ფალკაომ "ასტონ ვილასთან" გამართულ მატჩზე უკეთესი შეხვედრა ჩაატარა. "ვილელებთან" რადამელი ასევე მიმართავდა პრესინგს და იგებდა ბურთებს, მაგრამ "ვილას" ფეხბურთელები ამდენად დაჩაგრულები არ იყვნენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (ტაქტიკური განხილვა)


ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ შემტევი ხაზი კვადრატის წვეროებს თამამად ცვლის (ტრაპეცია, რიგ შემთხვევებში ტოლგვერდა), რითაც მოწინააღმდეგეს თავ-გზას უბნევს და თავისუფალ ზონებს ქმნის.

ბურთის ართმევის შემდეგ ვან პერსი ფლანგზე გადადის და თან მცველი მიჰყვება, ხოლო რუნი ფალკაოს ზონაში იწევს, სადაც მატა აკეთებს პასს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (ტაქტიკური განხილვა)


ამგვარად, წარმატებული თამაშის მეორე მიზეზი შემტევ ზონაში ფეხბურთელის დამატება და სამკუთხედის ოთხკუთხედად ქცევა გახლავთ, რამაც "იუნაიტედს" შეტევის განვითარების უფრო მეტი ვარიანტი შესთავაზა, ხოლო ოთხეულმა დიდებული მატჩი ჩაატარა.

გოლის ამსახველი ვიდეო:



ცვლილებები

მატჩის მსვლელობისას შეიცვალნენ კერიკი, ფალკაო და ვალენსია. ბევრი გაოცდა ასეთი არჩევანით - ფლეთჩერმა ხომ წინა მატჩი ჩააფლავა, უილსონს შეეძლო ვან პერსის ნაცვლადაც გამოსულიყო, ხოლო რადამელს, რომელიც ფორმაში შედის შეეძლო მოედანზე დარჩენილიყო.

მაგრამ საკმარისია კალენდარში ჩახედვა და დაიანახვთ, რომ "იუნაიტედი" ხვალ "ტოტენჰემს" ხვდება, ამიტომ მოედანს ტოვებდნენ შეუცვლელები და საუკეთესო ფეხბურთელები. ნათელია, რომ მაიკლი - საყრდენი ზონის საუკეთესო არჩევანია, ხოლო ვან გაალმა მას დასვენების საშუალება მისცა, იგივე ეხება ფალკაოსაც. ორივეს სასტარტოში ველოდებით.

ჯამი

"ტოტენჰემთან" მომდევნო შეხვედრა ადვილი არ იქნება, "იუნაიტედს" გასვლითი მატჩები ადვილად არც გამოსდის. თუმცა, ბოლო მატჩის ანალიზირების დროს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "იუნაიტედის" ქომაგს დადებითი შედეგის იმედის ქონა შეუძლია. "დეზების" დაცვა განსაკუთრებული საიმედოობით არ გამოირჩევა და საეჭვოა, რომ პოჩეტინოს გუნდი სახლში დაცვიდან თამაშობდეს, ეს კი ნიშნავს, რომ "იუნაიტედის" ოთხეულისთვის სამუშაო მოიძებნება.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
19 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
27 დეკემბერი 2014 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
RojoDiablo

არა ტაქტიკას არ შეცვლის, რაფაელი ვალენსიას მაგიერ უბრალოდ, თან დაცვითი კრაინი უფრო გვჭირდება ტოტესთან შეტევას ძალა მოაკლდება შედარებით მარა არც ვალენსია იყო გადასარევი ბოლო 2 თმაში შეტევის დროს

იანგი უალტერნატივოა ამ ეტაპზე.
0
№12
ავტორი: RojoDiablo
27 დეკემბერი 2014 13:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
ანუ ვალენსიას ნაცვლად რაფაელი? ვინგბექად? ეგ უფრო მეტად მეეჭვება. ნუ ვნახავთ, მე მაინც მგონია, რომ იგივე დაცვის ხაზს დააყენებს თუ რომელიმე ცენტრალური არ გამოცვალა. ფლანგებზე ისევე იქნებიან. ნუ, ვნახავთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: bziki
27 დეკემბერი 2014 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იანგი ევანსი სმოლინგი ჯონსი რაფაელი. ესე მგონია მე

სმოლინგს რო დააყენებს თითქმის დარწმუნებული ვარ, რაფაელი/ვალენსიას შორის რომელი იქნება მზად ფიზიკურად 90 წუთისთვის. ვალენსიაც ძაან გადაღლილი იყო
0
№14
ავტორი: GeorgeBest
27 დეკემბერი 2014 14:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის პოზიცია მომეწონა მაგრად. მატამ კარგი მატჩი ჩაატარა და კლასი კიდევ ერთხელ დაადასტურა. არც ტოტენჰემს ჰყავს დიდად გამორჩეული დაცვის ხაზი და არც ის მგონია 10 კაცით დაცვაში დადგნენ. კარგ თამაშს ველოდები მაგათთანაც, ისევ იგივე შემადგენლობა უნდა იყოს. ყველა კარგი იყო ნიუკასლთან

სტანდარტები და დაცვის ხაზი ჩვენი ყველაზე დიდი მინუსია მარა ტოტენჰემთანაც გავუმკლავდებით
0
№15
ავტორი: Malboro463
27 დეკემბერი 2014 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ეს ძმები ნახე My Webpage
0
№16
ავტორი: Esi
27 დეკემბერი 2014 14:56
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ველოდებოდი ამ სტატიას.

გუშინდელი შეხვედრა ძალიან კარგად ითამაშეს ბიჭებმა. ის გოლიც ჯონსის სისულელის გამო გავიდა.

მატა ძაან კლასნია და ვისაც მისი გაშვება უნდა გუნდიდან გუშინ უნდა დარწმუნებულიყო რო მატა საჭირო კაცია. ასევე ფალკაოც, იმედია გამოვისყიდით, ტიპი ყველა ბურთისთვის იბრძვის.

ნუ რუნი რუნია მაგაზე რა უნდა თქვა მეტი იმის გარდა რო ყველგან თამაში შეუძლია, ერთი დე ხეას არ უნდა ეშინოდეს რუნისი, დალშე ყველგან ითამაშებს.

ხვალისთვის იმედია დი მარია მწყობრში იქნება, მგონია რომ ადვილად მოვუგებთ ტოტენჰემს
0
№17
ავტორი: sLipa ;x
27 დეკემბერი 2014 15:28
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
როგორც ყოველთვის ტოტენჰემთან სანახაობრივი თამაში იქნება ზუსტად იმიტომ რომ ორივე გუნი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ იმას რომ ამბობთ დაცვა არ ყავს კარგიო ისც თქვით რომ შეტევა უკეთესი ყავს ვიდრე ნიუკასლს და ასტონ ვილას ..
0
№18
ავტორი: Lalana
27 დეკემბერი 2014 16:19
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
აქ კიდევ ერთი მომენტია გამოტოვებული,როდესაც მატამ ჩვენს საჯარიმოში ცუდად ითამაშა,კარგად ვერ დავინახე,მაგრამ მგონი პენალტი იყო.ერთადერთი ეგ არ მომეწონა მის თამაშში,დანარჩენ ეპიზოდებში შეუდარებელი იყო.იანგი იმ პოზიციაზე,რომელზეც ახლა არის ისე კარგად თამაშობს,რომ რაღაც დიდად არ მიჩნდება მისი შეცვლის სურვილი,არა და დიმარია,რომ დაბრუნდებება არა მგონია იანგი ისევ მაგ პოზიციაზე დააყენოს და მოუწევს ისევ ტაქტიკის შეცვლა.
ფლეთჩერზე რა უნდა თქვას ადამიანმა გარდა იმისა,რომ მაგის თამაშის დროს დასრულდა,თითქოს მოედანზე გამოსვლაც კი არ უნდა,მაგრამ ისეთ სათადადარიგოები გვყავდა,რომ სხვა ვერც მოხერხდებოდა. wink
რუნი,მატა და ფალკაო იანგთან ერთად საუკეთესოები იყვნენ.

რაც შეეხება ჯონს,გარდა იმ პენალტისა ხარვეზები ქონდა,მაგრამ ახლახან დაგვიბრუნდა და გამოასწორებს შეცდომებს.აქ მაკნეირზეც იყო საუბარი და მგონი ცუდად არ ჩაუტარებია მატჩი,თან ერთი-ერთზე შესანიშნავად ითამაშა,ნუ ჯერ მაინც გამოუცდელია და პატარაა,მაგრამ მომავლისთვის ბლეკეტისა და მაკნეირის სახით ძალიან კარგი მცველები გვეყოლება.

მთლიანობაში თამაშის ხარისხი მომეწონა,ყოველ შემთხვევაში წინა თამაშებს ჯობდა,აშკარად არის ბევრი რამ გამოსასწორებელი,მაგრამ მაინც კარგები იყვნენ ბიჭები.ისე ლუიმ მაინც ბლეკეტი რაღაცნაირად გადაივიწყა,მაინც შეიძლებოდა გუშინ მისი დაყენება,მაგრამ მაკნეირს დიდ უპირატესობას ანიჭბს.წესით მომავალ თამაშში სმოლინგიც დაბრუნდება და დაცვაშიც გამოსწორდება ცოტათი მაინც ხარვეზები.იმედია ტოტენჰემთან მატჩს მოვიგებთ,ამის დიდი იმედი მაქვს.ახლა კი რა დამრჩენია ველოდები ხვალინდელ დღეს.
0
№19
ავტორი: Macklemore
28 დეკემბერი 2014 03:43
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ყოჩაღ დუმბო. დაცვის პრობლემა აღმოუფხვრელია. სმოლინგის და როხოს დაბრუნებას ველი, რომ იქნებ ცოტათი მაინც მოაგვარონ ეს პრობლემა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top