მიუხედავად დაცვაში კვლავ არსებული შეცდომებისა, "იუნაიტედი" მოწინააღმდეგეს ნაკლების უფლებას აძლევს. შეცდომები, რომელთაც სახიფათო მომენტები მოჰყვა, საკმაოდ ცოტა იყო.
დე ხეას კარის მიმართულებით პირველი სახიფათო გასროლა მე-19 წუთზე შედგა. "ნიუკასლი" შორეულ ფლანგზე ბურთის გადაწოდებით იწყებს შეტევას, მაგრამ "იუნაიტედი" ამისთვის მზად არ არის. დიდ სივრცეში მარტოა იანგი, რომელიც ბურთისთვის ბრძოლაში მარცხდება და "ნიუკასლმა" სახიფათო შეტევა წამოიწყო.
საბედნიეროდ, ამ ეპიზოდში იანმაატი შორელ დარტყმას ამჯობინებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კარში დე ხეა დგას, გადაწყვეტილება ნაჩქარევი და არც თუ საუკეთესო იყო. როგორც ვხედავთ, არსებობს შეტევის ფლანგზე გაგრძელების ვარიანტიც. კეთდება პასი შორეულ ფლანგზე და კეთდება პასი ახლო ფლანგზე (სკრინშოტზე ვერ ასახულ ზონაში იმყოფება "ნიუკასლის" ფეხბურთელი, რომელიც ვალენსიამ გაუშვა). პოტენციურად, ეს საგოლე შეტევა იყო.
***
"იუნაიტედის" დიდი ხნის სენი - სტანდარტი. თითქოს ყველა ფეხბურთელი აყვანილია და ყველას აკონტროლებენ. საჯარიმოს წინ მყოფ ფეხბურთელს ვალენსია ადევნებს თვალს.
თუმცა საჰაერო ორთაბრძოლისა და იმავე "დაფარულ" ფეხბურთელზე პასის გაკეთების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეკუადორელი შორს იმყოფება და დარტყმის დაფარვას ვერ ახერხებს. ჩაწოდების დროს ანტონიო ბურთს უყურებდა და თავისი ფეხბურთელის მოძრაობა გამოტოვა, ამიტომ გაჩნდა ასეთი სივრცე. ელემენტარული უყურადღებობა.
ცენტრალური მცველები
აღნიშნული მომენტები მატჩის ერთადერთი პრობლემა არ იყო, ეს სია შეგვიძლია 3-4 ეპიზოდით შევავსოთ, რომელიც მას შემდეგ მოხდა, რაც რომელიმე ერთ-ერთ ცენტრალურ მცველს ერთი-ერთზე ატყუებდნენ. ეს ეხება სამივეს: ევანსს, ჯონსსა და მაკნეირს.
ევანსმა საკუთარ კარში მომენტის შექმნა უკვე მე-12 წუთზე გამოიწვია მაგრამ "ნიუკასლის" თავდამსხმელებმა ის ვერ გამოიყენეს. მაკნეირი რამდენიმეჯერ სისწრაფეში დაჯაბნეს და ხიფათისგან გუნდი უფრო გამოცდილი კერიკის მიერ დაზღვევამ იხსნა. ხოლო ჯონსი, რომელიც ევანსის საპირისპირო ფლანგზე მოქმედებდა, ორჯერ მოატყუეს და თვითონაც ორჯერ დაარღვია წესები, რომელთაგან ერთს სახიფათო ჯარიმა, მეორეს კი პენალტი მოჰყვა.
სიტუაცია, როცა გუნდის თითოეულ ცენტრალურ მცველს ერთი-ერთზე ატყუებენ, საკმაოდ სახიფათოა. და თუ ევანსის შემთხვევაში ეს ჩვეულებრივია, დაცვის სხვა ფეხბურთელები იმედს აცრუებენ.
"ასტონ ვილა" > "ნიუკასლი"
ფეხბურთელების განლაგება დიდწილად მსგავსი იყო იმისა, რაც "იუნაიტედმა" "ასტონ ვილასთან" მეორე ტაიმში გამოიყენა (დაცვით ხაზში ცვლილებებს არ განვიხილავთ). სხვაობა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ რუნიმ, რომელმაც ბირმინგემში სუსტი შეხვედრა ჩაატარა, უფრო მაღლა აიწია და ხუან მატას შეუწყვილდა, რითაც მოედნის ცენტრის სამკუთხედი ააბრუნა.
ძალიან გვიხარია, რომ ლუი ვან გაალმა აღიარა, რუნი უკეთესია, როცა მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვეს თამაშობს, შესაძლოა სწორედ ეს გახდა წარმატების გარანტი.
თუმცა, მოდით განვიხილოთ, თუ რატომ მოვიპოვეთ "ასტონ ვილასთან" მხოლოდ ერთი ქულა, ხოლო "ნიუკასლთან" სამივე.
პირველი და უმთავრესი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ "ვილამ" დაცვაში სამაგალითო დისციპლინა აჩვენა. თავდამსხმელებს თავის დაღწევისა და საჯარიმოში ხუან მატას პასების მიღების საშუალებას არ აძლევდნენ, რომელიც ხდებოდა იშვიათად, რადგან "ათიანს" ავიწროვებდნენ.
"ნიუკასლთან" კი შემტევი ფეხბურთელების მიერ ახლადწარმოქმნილ კვადრატს ბევრ თავისუფლებას ანიჭებდნენ. ყურადღება მიაქციეთ პირველი ეპიზოდის გოლს. ძალების თანაბარდობა 6:4 "ნიუკასლის" სასარგებლოდ, მაგრამ მიუხედავად ამისა მატას ვან პერსისთვის პასის მიწოდების ვარიანტი აქვს; ერთი წამით ადრე მატას შეეძლო მცველებს შორის გაეკეთებინა პასი იმავე ვან პერსისთვის; არსებობს ცენტრიდან დაბრუნებული რუნისთვის პასის მიწოდების ვარიანტიც. მაგრამ რითაც მშვენიერია ხუან მატა, ეს არის მოედნის საოცარი ხედვა, ის ირჩევს რთულ ვარიანტს, მაგრამ ყველაზე პერსპექტიულს - ჩაწოდება ფალკაოზე.
საბოლოოდ, ყველაფერი დიდებული სილამაზის მქონე კომბინაციური გოლით სრულდება.
***
დავუბრუნდეთ პრესინგსა და ბრძოლის გამართვას და განვიხილოთ მეორე გოლი, რომელიც შედგა მას შემდეგ, რაც ხუან მატამ და რადამელ ფალკაომ მოწინააღმდეგეზე ზეწოლა მოახდინეს. ვერ ვიტყით, რომ ფალკაომ "ასტონ ვილასთან" გამართულ მატჩზე უკეთესი შეხვედრა ჩაატარა. "ვილელებთან" რადამელი ასევე მიმართავდა პრესინგს და იგებდა ბურთებს, მაგრამ "ვილას" ფეხბურთელები ამდენად დაჩაგრულები არ იყვნენ.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ შემტევი ხაზი კვადრატის წვეროებს თამამად ცვლის (ტრაპეცია, რიგ შემთხვევებში ტოლგვერდა), რითაც მოწინააღმდეგეს თავ-გზას უბნევს და თავისუფალ ზონებს ქმნის.
ბურთის ართმევის შემდეგ ვან პერსი ფლანგზე გადადის და თან მცველი მიჰყვება, ხოლო რუნი ფალკაოს ზონაში იწევს, სადაც მატა აკეთებს პასს.
ამგვარად, წარმატებული თამაშის მეორე მიზეზი შემტევ ზონაში ფეხბურთელის დამატება და სამკუთხედის ოთხკუთხედად ქცევა გახლავთ, რამაც "იუნაიტედს" შეტევის განვითარების უფრო მეტი ვარიანტი შესთავაზა, ხოლო ოთხეულმა დიდებული მატჩი ჩაატარა.
გოლის ამსახველი ვიდეო:
ცვლილებები
მატჩის მსვლელობისას შეიცვალნენ კერიკი, ფალკაო და ვალენსია. ბევრი გაოცდა ასეთი არჩევანით - ფლეთჩერმა ხომ წინა მატჩი ჩააფლავა, უილსონს შეეძლო ვან პერსის ნაცვლადაც გამოსულიყო, ხოლო რადამელს, რომელიც ფორმაში შედის შეეძლო მოედანზე დარჩენილიყო.
მაგრამ საკმარისია კალენდარში ჩახედვა და დაიანახვთ, რომ "იუნაიტედი" ხვალ "ტოტენჰემს" ხვდება, ამიტომ მოედანს ტოვებდნენ შეუცვლელები და საუკეთესო ფეხბურთელები. ნათელია, რომ მაიკლი - საყრდენი ზონის საუკეთესო არჩევანია, ხოლო ვან გაალმა მას დასვენების საშუალება მისცა, იგივე ეხება ფალკაოსაც. ორივეს სასტარტოში ველოდებით.
ჯამი
"ტოტენჰემთან" მომდევნო შეხვედრა ადვილი არ იქნება, "იუნაიტედს" გასვლითი მატჩები ადვილად არც გამოსდის. თუმცა, ბოლო მატჩის ანალიზირების დროს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "იუნაიტედის" ქომაგს დადებითი შედეგის იმედის ქონა შეუძლია. "დეზების" დაცვა განსაკუთრებული საიმედოობით არ გამოირჩევა და საეჭვოა, რომ პოჩეტინოს გუნდი სახლში დაცვიდან თამაშობდეს, ეს კი ნიშნავს, რომ "იუნაიტედის" ოთხეულისთვის სამუშაო მოიძებნება.