თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2014, 11:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2522,
კომენტარები: 17
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ასტონ ვილასთან" ნათამაშები ფრის ტაქტიკური ანალიზი.
განლაგება

ფელაინის გაციებასა და ანდერ ერერას სავარაუდო ტრავმის გამო ვან გაალმა მოედანზე ფლეთჩერი გამოიყვანა, რათა სამ მცველიანი ტაქტიკა შეენარჩუნებინა. დახმარებას მას რუნი უწევდა.

წარუმატებელი პირველი ტაიმის შემდეგ დარენი ბლეკეტით შეცვალეს, რამაც კერიკს ნახევარდაცვაში გადასვლის საშუალება მისცა. ამასთან ერთად, სქემა არ შეცვლილა.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)

მარცხნივ: პირველი ტაიმი
მარჯვნივ: მეორე ტაიმი


მეორე შეცვლა კი პოზიციური იყო. ვან პერსის ნაცვლად დი მარია გამოვიდა. გაძევების შემდეგ კი ვან გაალმა ვალენსია თამაშს გამოთიშა და უილსონი შეუშვა. აქ ფლანგების როქი მოხდა - იანგი მარჯვნივ გადავიდა, დი მარია მარცხნივ, ხოლო უილსონმა ვან პერსის საწყისი პოზიცია დაიჭირა.

დაცვა

როცა ძირითად შემადგენლობაში ევანსი თამაშობს, დე ხეას კართან შექმნილი მომენტების განხილვას დიდი აზრი არ აქვს. ყველგან დამნაშავედ ევანსს იპოვით და დიდი ალბათობით არც შეცდებით.

უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით, შესამჩვენი მომენტი მოხდა მე-16 წუთზე. "ვილას" მსუბუქმა შეტევამ ერთი პასით "იუნაიტედის" მთელი დაცვა და ფლეთჩერი მოატყუა.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ფლეთჩერის პასიურობა და მცველების ცუდი თამაში სახეზეა.

***


გოლიც და ორი საგოლე მომენტიც "იუნაიტედის" კართან სტადნდარტულებს მოჰყვა. ჩვენ გუნდს ეს პრობლემა რამდენიმე წარმატებული თამაშის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა.

ჯარიმა, რომელიც ფლეთჩერმა "გამოიმუშავა" გოლით დასრულდა - ბენტეკემ ევანსს თავბრუ დაახვია. არ აქვს მნიშვნელობა არც ერთი ამ ეპიზოდის განხილვას, რადგან თითოეული მათგანი შემდეგი სქემით მოხდა: ჩაწოდება - ევანსის შეცდომა - გოლი/დე ხეას სეივი.

"იუნაიტედის" მუდმივი პრობლემა


თუ შედეგს მივაქცევთ ყურადღებას, "იუნაიტედის" თავდასხმას საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია. გოლი და რამდენიმე ნახევარმომენტი ფალკაოსა და ვან პერსის აქტივში, ეს ძალიან ცოტაა. ვინ არის ამაში დამნაშავე?

დავადანაშაულოთ პასიურობაში მატა - ყველაზე გავრცელებული აზრია. მაგრამ, არის კი ასე სინამდვილეში? იმისთვის, რომ ბურთი მიიღო და შესამჩნევი იყო, ვინმემ პასი უნდა მოგცეს. ეს საყრდენი ზონის პირდაპირი დავალებაა, რომელშიც როგორც უკვე აღვნიშნეთ ფლეთჩერი და რუნი თამაშობდნენ.

იანგისა და ვალენსიას აქტიურობა ყველამ შეამჩნია? ნამდვილად. რადგან ისინი ბურთს იღებდნენ. პასების მთავარი გამანაწილებელი კაპიტანი იყო.

რუნიმ იანგს 11 პასი მისცა.

რუნიმ ვალენსიას 9 პასი მისცა.

ფლეთჩერმა მატას 8 პასი გადააწოდა, რუნიმ - 3

ჩნდება კანონზომიერი აზრი: შესაძლოა მატა ცუდად იხსნებოდა, ან "ასტონ ვილას" ფეხბურთელები კარგად ავიწროვებდნენ.

იმისათვის, რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ, მატჩს გადავხედოთ.

ეპიზოდი 1: მატჩის დასაწყისი, რუნი ცენტრში ბურთთან ერთად აღმოჩნდა. მას შეტევის დაწყების შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. საუკეთესო საშუალება მატასთვის პასის მიწოდებაა, რომელიც თავისუფალ ზონაში ითხოვს ბურთს. კიდევ ერთი ვარიანტი - პასი ვალენსიას ფლანგზე. ამის ნაცვლად კი რუნი შეტევის განვითარებას ხელს უშლის და პასს ფლეთჩერს აწვდის.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


***


ეპიზოდი 2: ანალოგიური სიტუაცია, მატა აქტიურად ითხოვს ბურთს და თავისუფალ ზონაში იჭრება, მაგრამ რუნი შეტევას აბრუნებს და უკან უკეთებს პასს კერიკს.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მატასთვის პასის მიწოდება ამ სიტუაციაში რთული არ არის, "ვილას" ფეხბურთელები სივრცეს ტოვებენ და ასეთ სიტუაციაში მატას შეუძლია თავდამსხმელი კარის პირისპირ გაიყვანოს. ისინი კი სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. უკიდურეს შემთხვევაში კი უკან დააბრუნებს პასს. ეს პოტენციური საგოლე შეტევაა.

***


ეპიზოდი 3: ხუანზე თამაშის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მაგრამ რუნი აქაც უარყოფს პარტნიორს და დიაგონალურ პასს აწვდის ვალენსიას.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


აღსანიშნავია ისიც, რომ რუნის ეს არ უნდა დავუკარგოთ, რადგან გასაოცარ გრძელ პასს აკეთებს. მთელი მოედნის გავლით გადატანილი ბურთი - ფეხბურთის სამკაულია, მაგრამ რაც ყველამ უნდა გააკეთოთ, ეს ასეთი პასების ეფეტიანობაზე დაფიქრებაა.

ვალენსია და იანგი ზედმეტად სწორხაზოვნები არიან და ეს არსად გამქრალა. თუ "ლივერპულთან" გამოგივიდა, არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გამოგივა. ფლანგებს კრეატივი აკლია, ლივერპულელ დაცვაზე მაღალი დონის მცველები მარტივად კითხულბენ ვინგერების დაბალ ჩაწოდებებს. "ასტონ ვილასთან" ფლანგური თამაში დიდწილად არაფერქტური იყო.

***


ეპიზოდი 4: ხუან მატა ბურთს ფლეთჩერს აწვდის და უმალ თავისუფალ ზონაში იჭრება, რადგან საპასუხო პასის იმედი აქვს. ეს ფეხბურთის ძალიან უბრალო, მაგრამ ეფექტური ელემენტია. ჰკითხავთ საკუთარ თავს, რაღა დარჩენია ფლეთჩერს, ის კედელს გაითამაშებს პარტნიორთან.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მას შემდეც, რაც ბურთი მიიღო, მატასკენ არც კი გაუხედავს დარენს. ნაცვლად ამისა, საპირისპირო ფლანგისკენ იყურება და პასს იანგს აწვდის.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


აღსანიშნავია, რომ ეშლი თავისუფალია და ის რომ რუნი, ფალკაო ან დი მარია ყოფილიყო, ეპიზოდი მასპინძლებისთვის ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ იანგის დონე ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელების დონეს ჩამორჩება, შესაბამისად შეტევას არაფერი მოჰყვა.

მატაზე გაკეთებული პასის შემთხვევაში კი საჯარიმო მოედანში სწრაფი ფეხბურთელი გვეყოლებოდა.

***


მაშ, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მატა არ ჩანდა, ხოლო აინგი ტელევიზორის ეკრანზე ყოველ წამს ჩნდებოდა?

ჩვეულებრივ, მთელი 90 წუთისგან მხოლოდ გამორჩეული მომენტები გამახსოვრდება, გახსნები და გადაადგილებები კი რთულად შესაფასებელია, თანაც ისინი სტატისტიკაზე არაფრით არ აღინიშნება.

დარწმუნებული ვარ, თითოეულ თვენგანს დაამახსოვრდა მატას მიერ ბურთის ორჯერ დაკარგვა: ცუდი პასი ვან პერსის მისამართით და დამატებით დროში წაგებული ორთაბრძოლა. მაგრამ ცოტა ვინმე თუ შეამჩნევდა, რომ ფალკაოსთან ერთად მოედანზე ყველაზე შესამჩნევი მოთამაშე მატა იყო, რომელიც მუდამ თავისუფალ ზონებს ეძებდა და პასის მისაღებად იხსნებოდა. ცოტა ვინმე თუ შეამჩნევდა, რომ მატა თითქმის ყოველთვის ერთი შეხებით ცდილობს თამაშს, რადგან ასეთი მკვეთრი დაცვის გავლა მხოლოდ ასე შეიძლება.

დიდწილად, მატა, ფალკაო და ვან პერსი მთელი გუნდისგან გამოყოფილნი იყვნენ, რადგან რუნი და ფლეთჩერი მარტივად თამაშობდნენ: მიეცი მახლობელს.

კიდევ რამდენიმე სტატისტიკა.

რუნიმ პასების უმეტესობა მიაწოდა:

ევანსს - 16.
კერიკს - 15.
ფლეთჩერს - 14.
იანგს - 11.
ვალენსიას - 9.

ფაქტიურად: ახლოს, უკან და ფლანგზე. თამაშის ასეთი სურათი.

თუ რუნის ნახევარდაცვაში ყოფნა ბურთის წართმევასა და მოედანზე დომინირებაში ეხმარებოდა გუნდს, რაც ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებლში აისახა, შეტევის წამოწყებასთან გუნდს სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

***


ლუი ვან გაალმა მატჩის შემდგომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "მე ვნახე "მანჩესტერ სიტისა" და "კრისტალ პალასის" მატჩის პირველი ტაიმი და "ქალაქელებს" საწყის 5-10 წუთში შეეძლოთ მოწინააღმდეგე დაეწინაურებინათ. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში იტანჯებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ 3-0 იმარჯვეს. ეს არის სხვაობა."

მოდით შევხედოთ, მართლაც რაშია სხვაობა.

"მანჩესტერ სიტიმ" მთელი მატჩის განმავლობაში სულ რაღაც 16 გრძელი გადაცემა გააკეთა, ხოლო "იუნაიტედმა" ბურთი 58-ჯერ გადაგზავნა შორეულ მანძილზე.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ყურადღება მიაქციეთ "იუნაიტედის" პასების ხასიათს - ეს არის ფლანგიდან ფლანგზე გადატანა, რაც მესამე ეპიზოდის დროს განვიხილეთ.

"მან სიტი" თავის თამაშს მოკლე მანძილზე ერთი შეხებით გაკეთებული პასის ხარჯზე აგებს და ისეთი გუნდების კერკეტი დაცვის გავლა, როგორიც "ვილა" და "პალასია" სწორედ ამ გზით ხდება. ცენტრის გავლით თამაში - აი წარმატების გასაღები, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მოედანზე მატას, ვან პერსისა და ფალკაოს მსგავსი შემსრულებლები გყავს.

"იუნაიტედი" კი ნელი იყო და თავდამსხმელებს უარყოფდა, თამაშის აგებას ფლანგების დახმარებით ამჯობინებდა, იყენებდა მცირე რაოდენობით ახლო პასებს და დიდი რაოდენობით გრძელ გადაცემებს.

ეს არ არის ისტორია იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდია რუნი, კერიკი ან ფლეთჩერი. არა. ამ სამეულიდან მხოლოდ ფლეთჩერმა ჩააგდო თამაში და ის შეცვალეს კიდეც. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ "იუნაიტედის" მუდმივი პრობლემა არის საყრდენი ზონა. სანამ იქ ისეთ ფეხბურთელს არ შეიძინენ, რომელიც მართლაც ამ პოზიციისთვის არის დაბადებული, ისეთი, როგორიც იაია ტურეა, გუნდს ასეთი პრობლემა ყოველთვის ექნება.

ხანდახან ამ პრობლემას ერერას ან ბლინდის ყოფნა წყვეტს, მაგრამ სამწუხაროდ გუშინ ისინი ვერ თამაშობდნენ.

უეინ რუნი

ფეხბურთელის ერთი ეპიზოდის ხარჯზე განსჯა სისულელეა, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში შეიქმნა ასეთი შთაბეჭდილება - რუნი უკეთ ასრულებს, ვიდრე ქმნის.

ამის საჩვენებლად კი "იუნაიტედის" იშვიათი კონტრშეტევა გამოდგება.

ამ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება ფალკაოსთვის პასის მიწოდება იქნება ორ მცველს შორის, რაც რადამელს მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანდა.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მაგრამ უეინი ვან პერსისთვის პასის მიწოდებას ამჯობინებს, რომელიც თამაშგარე მდგომარეობიდან ამოდიოდა და სისწრაფე დაკარგა. ასეთი გადაცემის შემდეგ სახიფათო შეტევა უბრალოდ ჩიხში შედის.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ასეთ დროს მახსენდება წინა მატჩი, როცა მატამ იდეალური პასი გაუკეთა რუნის. ასეთ სიტუაციაში კაპიტანი ხშირად იღებს არასწორ გადაწყვეტიებას, ან ძალიან ნელა მოქმედებს.

***


"არსენალთან" მატჩის წინ თავში აზრად გამიარა, რომ საყრდენ ზონაში რუნის დაყენება კარგი იდეა იქნებოდა.

"ასტონ ვილასთან" მატჩში ვან გაალს ასეთი ვარიანტის ცდა მოუხდა და ზუსტი პასუხი მივიღეთ კითხვაზე: შეუძლია კი რუნის საყრდენ ზონაში თამაში?

როგორც ჩანს, რუნი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, როცა მომენტების რეალიზება უხდება, მაგალითად, ისეთი, როგორც "არსენალთან" მატჩში.

უეინი არის შეუცვლელი ფეხბურთელი, რომელიც არნახულ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ ვან გაალმა მას საუკეთესო პოზიცია უნდა შეურჩიოს და როგორც ჩანს, ეს საყრდენი ზონა არ გახლავთ.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
21 დეკემბერი 2014 15:13
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გადავიკითხე თქვენი ტაქტიკური მოსაზრეები ბიჭებო და სამივემ რომ გაეშუროთ მანჩესტერში არ გინდათ? wink

3 მთავარი მწვრთნელი რო ეყოლება გუნდს ეგ გუნდი წაუგებელი იქნება wink
0
№12
ავტორი: Wardell
21 დეკემბერი 2014 15:14
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo, რაც შეეხება შეცვლებს, ნუ ფლეთჩერის გაყვანაზე ბევრს არაფერს ვიტყვი ყველამ ყველაფერი თავადაც ნახეთ. მაინც ჩემ აზრზე ვრჩები და ვიტყვი რომ, იანგის და დი მარიას ერთად დაყენება არ უნდოდა, რადგან იანგი დაიჩრდილებოდა როგორც ეს შოუს მოსდიოდა. ამიტომ გაიყვანა მეორე ვინგერი, რომელსაც თითქმის არაფერი გამოსდიოდა. აქამდე ვნახეთ რომ დი მარია მარცხნივ უფრო პროდუქტიულია ვიდრე მარჯვნივ ამიტომ ანხელი თავის ადგილზე დადგა. იანგი ძალიან ტონუსში იყო, საგოლე გადაცემა გაააკეთა, მეტოქე გააგდებინა და ბურთის მიღებისას სტადიონი ინგრეოდა ამიტომ დატოვა ლუიმ ეშლი. თუმცა გარისკვამ არ გაამართლა. ამას პლიუს ის რომ, დი მარიას დაღლილი მცველი ედგა პირისპირ და უფრო უნდა გაადვილებოდა მისი მოტყუება, ვიდრე იანგს. თუმცა საბოლოოდ არაფერი გამოვიდა და შეცვლები შეცდომა გამოდგა. თუ არ გარისკე შამპანიურსაც ვერ დალევ, ლუის კი ალბათ ძალიან მოუნდა ცქრიალა ღვინო. შესაძლოა ამჯერადაც გამართლებოდა შეცვლებში და დი მარიას შეექმნა გოლი და მერე უკვე ყველა იტყოდა - ლუის ვან გენია. ფეხბურთი რისკია, თუ გაგიმართლა ღმერთი ხარ.
0
№13
ავტორი: Esi
21 დეკემბერი 2014 15:16
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ამ მატას რა გაუტრაკეთ საქმე? აძლევენ პასს? 3-4 მომენტი ცოტაა? მაგ 3-4 მომენტიდან ერთი ბურთი მატას რო მისვლოდა დიდი შანსი იყო გოლით დამთავრებულიყო შეტევა. პასის მიმცემი არავინ ყავს ვინც უკნიდან პასს მოაწვდის და მატა თუ ქვემოთ ჩაიწია 10-იანზე აღარც იქნება.

დი მარია - მატა - ერერა - ფელაინი. ეს ოთხი კაცი პლიუს ბლინდი როცა დაბრუნდება, ათამაშოს ნახევარდაცვაში და კომბინაციები მერე ნახეთ თქვენ.

არაა ეს ორი ფორვარდი საჭირო. როტაცია ტყუილად კი არ გამოიგონეს. ერთი თამაში პერსიმ დაიწყოს სასტავში, მეორე ფალკაომ და მოგვარდა პრობლემა.

ტეხავს ასეთი თავდასხმა გვყავს და ერთი გოლი რა არი?!

ფელაინს ძაან ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ გუშინ გამოჩნდა თურმე, რას წარმოადგენს ფელაინი წელს ნახევარდაცვაში.
0
№14
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2014 16:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სისწრაფე გვაკლდა. ფლანგებიდან ვალენსია იანგის ჩწოდებებით თამაშის მოგებას თუ აპირებდნენ არ ვიცი. როცა პასი იყო გასაკეთებელი ბევრჯერ აგვიანებდნენ ან არასწორ გადაწყვეტილებას იღებდნენ, რამდენჯერმე რუნიმ, ფლეტჩერზე არაფერს ვიტყვი იმენა ზარალია. მატაც უბურთოდ იყო მარა არც ეგ ბრწყინავდა, აგდებს თამაშებს ეგეც. რავიცი ერერა როცა ჰყავს მოედანზე უკეთესად თამაშობენ და უფრო სწრაფი შეტევებია ხოლმე სწრაფი პასებით, რაც გუშინ მგონი მარტო ერთ მომენტში იყო როცა ფალკაომ გაითამაშა მატასთან.

დი მარია რო შემოვიდა მეთქი შეტევას რაღაც ეშველება მეთქი და ტიპი რეებს აკეთებდა, საიდან არ***ვდა კარში რამდენჯერ გააფუჭა შეტევა როცა შეიძლებოდა ერთი ნორმალური პასით სახიფატო მომენტი შექმნილიყო, მითუმეტეს როცა საჯარიმოში ფალკაო გვყავს.

დაცვა როგორც ყოველთვის ისე იყო. დე ხეა მართლა კედელი ჰგონიათ ალბათ და იმ ბურთის აღებსაც მოსთხოვენ მალე
0
№15
ავტორი: love united
21 დეკემბერი 2014 20:59
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
3-5-2ის მომგონი ****** derpthumb
0
№16
ავტორი: chestersa
21 დეკემბერი 2014 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 265
ფელაინი საჭირო ყოფილა თურმე :დ ფლეტჩერმა ბევრი მიქარა ამ თამაშში ასევე რუნის თამაში არ მომეწონა ბევრგან საკმაოდ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო თუმცა არაუშავს წაუგებელი სერია კარგია ნამდვილად თუმცა ესეთი მატჩები უნდა მოვიგოთ მარტო ფრე არაა საკმარისი პირველად გამიტეხა მანჩესტერმა მოგებული ბილეთი :დ კაი 150 ლარი გამამაზინა ვან გაალმა :დ
0
№17
ავტორი: DiMaria
22 დეკემბერი 2014 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ყველას და ყველაფერს ვერ მოიგებ. სხვა დანარჩენისთვის ფრე არსებობს. არაუშავს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top