თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2014, 11:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2522,
კომენტარები: 17
"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ასტონ ვილასთან" ნათამაშები ფრის ტაქტიკური ანალიზი.
განლაგება

ფელაინის გაციებასა და ანდერ ერერას სავარაუდო ტრავმის გამო ვან გაალმა მოედანზე ფლეთჩერი გამოიყვანა, რათა სამ მცველიანი ტაქტიკა შეენარჩუნებინა. დახმარებას მას რუნი უწევდა.

წარუმატებელი პირველი ტაიმის შემდეგ დარენი ბლეკეტით შეცვალეს, რამაც კერიკს ნახევარდაცვაში გადასვლის საშუალება მისცა. ამასთან ერთად, სქემა არ შეცვლილა.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)

მარცხნივ: პირველი ტაიმი
მარჯვნივ: მეორე ტაიმი


მეორე შეცვლა კი პოზიციური იყო. ვან პერსის ნაცვლად დი მარია გამოვიდა. გაძევების შემდეგ კი ვან გაალმა ვალენსია თამაშს გამოთიშა და უილსონი შეუშვა. აქ ფლანგების როქი მოხდა - იანგი მარჯვნივ გადავიდა, დი მარია მარცხნივ, ხოლო უილსონმა ვან პერსის საწყისი პოზიცია დაიჭირა.

დაცვა

როცა ძირითად შემადგენლობაში ევანსი თამაშობს, დე ხეას კართან შექმნილი მომენტების განხილვას დიდი აზრი არ აქვს. ყველგან დამნაშავედ ევანსს იპოვით და დიდი ალბათობით არც შეცდებით.

უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით, შესამჩვენი მომენტი მოხდა მე-16 წუთზე. "ვილას" მსუბუქმა შეტევამ ერთი პასით "იუნაიტედის" მთელი დაცვა და ფლეთჩერი მოატყუა.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ფლეთჩერის პასიურობა და მცველების ცუდი თამაში სახეზეა.

***


გოლიც და ორი საგოლე მომენტიც "იუნაიტედის" კართან სტადნდარტულებს მოჰყვა. ჩვენ გუნდს ეს პრობლემა რამდენიმე წარმატებული თამაშის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა.

ჯარიმა, რომელიც ფლეთჩერმა "გამოიმუშავა" გოლით დასრულდა - ბენტეკემ ევანსს თავბრუ დაახვია. არ აქვს მნიშვნელობა არც ერთი ამ ეპიზოდის განხილვას, რადგან თითოეული მათგანი შემდეგი სქემით მოხდა: ჩაწოდება - ევანსის შეცდომა - გოლი/დე ხეას სეივი.

"იუნაიტედის" მუდმივი პრობლემა


თუ შედეგს მივაქცევთ ყურადღებას, "იუნაიტედის" თავდასხმას საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია. გოლი და რამდენიმე ნახევარმომენტი ფალკაოსა და ვან პერსის აქტივში, ეს ძალიან ცოტაა. ვინ არის ამაში დამნაშავე?

დავადანაშაულოთ პასიურობაში მატა - ყველაზე გავრცელებული აზრია. მაგრამ, არის კი ასე სინამდვილეში? იმისთვის, რომ ბურთი მიიღო და შესამჩნევი იყო, ვინმემ პასი უნდა მოგცეს. ეს საყრდენი ზონის პირდაპირი დავალებაა, რომელშიც როგორც უკვე აღვნიშნეთ ფლეთჩერი და რუნი თამაშობდნენ.

იანგისა და ვალენსიას აქტიურობა ყველამ შეამჩნია? ნამდვილად. რადგან ისინი ბურთს იღებდნენ. პასების მთავარი გამანაწილებელი კაპიტანი იყო.

რუნიმ იანგს 11 პასი მისცა.

რუნიმ ვალენსიას 9 პასი მისცა.

ფლეთჩერმა მატას 8 პასი გადააწოდა, რუნიმ - 3

ჩნდება კანონზომიერი აზრი: შესაძლოა მატა ცუდად იხსნებოდა, ან "ასტონ ვილას" ფეხბურთელები კარგად ავიწროვებდნენ.

იმისათვის, რომ ამ კითხვას ვუპასუხოთ, მატჩს გადავხედოთ.

ეპიზოდი 1: მატჩის დასაწყისი, რუნი ცენტრში ბურთთან ერთად აღმოჩნდა. მას შეტევის დაწყების შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს. საუკეთესო საშუალება მატასთვის პასის მიწოდებაა, რომელიც თავისუფალ ზონაში ითხოვს ბურთს. კიდევ ერთი ვარიანტი - პასი ვალენსიას ფლანგზე. ამის ნაცვლად კი რუნი შეტევის განვითარებას ხელს უშლის და პასს ფლეთჩერს აწვდის.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


***


ეპიზოდი 2: ანალოგიური სიტუაცია, მატა აქტიურად ითხოვს ბურთს და თავისუფალ ზონაში იჭრება, მაგრამ რუნი შეტევას აბრუნებს და უკან უკეთებს პასს კერიკს.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მატასთვის პასის მიწოდება ამ სიტუაციაში რთული არ არის, "ვილას" ფეხბურთელები სივრცეს ტოვებენ და ასეთ სიტუაციაში მატას შეუძლია თავდამსხმელი კარის პირისპირ გაიყვანოს. ისინი კი სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. უკიდურეს შემთხვევაში კი უკან დააბრუნებს პასს. ეს პოტენციური საგოლე შეტევაა.

***


ეპიზოდი 3: ხუანზე თამაშის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მაგრამ რუნი აქაც უარყოფს პარტნიორს და დიაგონალურ პასს აწვდის ვალენსიას.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


აღსანიშნავია ისიც, რომ რუნის ეს არ უნდა დავუკარგოთ, რადგან გასაოცარ გრძელ პასს აკეთებს. მთელი მოედნის გავლით გადატანილი ბურთი - ფეხბურთის სამკაულია, მაგრამ რაც ყველამ უნდა გააკეთოთ, ეს ასეთი პასების ეფეტიანობაზე დაფიქრებაა.

ვალენსია და იანგი ზედმეტად სწორხაზოვნები არიან და ეს არსად გამქრალა. თუ "ლივერპულთან" გამოგივიდა, არ ნიშნავს, რომ ყოველთვის გამოგივა. ფლანგებს კრეატივი აკლია, ლივერპულელ დაცვაზე მაღალი დონის მცველები მარტივად კითხულბენ ვინგერების დაბალ ჩაწოდებებს. "ასტონ ვილასთან" ფლანგური თამაში დიდწილად არაფერქტური იყო.

***


ეპიზოდი 4: ხუან მატა ბურთს ფლეთჩერს აწვდის და უმალ თავისუფალ ზონაში იჭრება, რადგან საპასუხო პასის იმედი აქვს. ეს ფეხბურთის ძალიან უბრალო, მაგრამ ეფექტური ელემენტია. ჰკითხავთ საკუთარ თავს, რაღა დარჩენია ფლეთჩერს, ის კედელს გაითამაშებს პარტნიორთან.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მას შემდეც, რაც ბურთი მიიღო, მატასკენ არც კი გაუხედავს დარენს. ნაცვლად ამისა, საპირისპირო ფლანგისკენ იყურება და პასს იანგს აწვდის.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


აღსანიშნავია, რომ ეშლი თავისუფალია და ის რომ რუნი, ფალკაო ან დი მარია ყოფილიყო, ეპიზოდი მასპინძლებისთვის ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ იანგის დონე ზემოჩამოთვლილი ფეხბურთელების დონეს ჩამორჩება, შესაბამისად შეტევას არაფერი მოჰყვა.

მატაზე გაკეთებული პასის შემთხვევაში კი საჯარიმო მოედანში სწრაფი ფეხბურთელი გვეყოლებოდა.

***


მაშ, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მატა არ ჩანდა, ხოლო აინგი ტელევიზორის ეკრანზე ყოველ წამს ჩნდებოდა?

ჩვეულებრივ, მთელი 90 წუთისგან მხოლოდ გამორჩეული მომენტები გამახსოვრდება, გახსნები და გადაადგილებები კი რთულად შესაფასებელია, თანაც ისინი სტატისტიკაზე არაფრით არ აღინიშნება.

დარწმუნებული ვარ, თითოეულ თვენგანს დაამახსოვრდა მატას მიერ ბურთის ორჯერ დაკარგვა: ცუდი პასი ვან პერსის მისამართით და დამატებით დროში წაგებული ორთაბრძოლა. მაგრამ ცოტა ვინმე თუ შეამჩნევდა, რომ ფალკაოსთან ერთად მოედანზე ყველაზე შესამჩნევი მოთამაშე მატა იყო, რომელიც მუდამ თავისუფალ ზონებს ეძებდა და პასის მისაღებად იხსნებოდა. ცოტა ვინმე თუ შეამჩნევდა, რომ მატა თითქმის ყოველთვის ერთი შეხებით ცდილობს თამაშს, რადგან ასეთი მკვეთრი დაცვის გავლა მხოლოდ ასე შეიძლება.

დიდწილად, მატა, ფალკაო და ვან პერსი მთელი გუნდისგან გამოყოფილნი იყვნენ, რადგან რუნი და ფლეთჩერი მარტივად თამაშობდნენ: მიეცი მახლობელს.

კიდევ რამდენიმე სტატისტიკა.

რუნიმ პასების უმეტესობა მიაწოდა:

ევანსს - 16.
კერიკს - 15.
ფლეთჩერს - 14.
იანგს - 11.
ვალენსიას - 9.

ფაქტიურად: ახლოს, უკან და ფლანგზე. თამაშის ასეთი სურათი.

თუ რუნის ნახევარდაცვაში ყოფნა ბურთის წართმევასა და მოედანზე დომინირებაში ეხმარებოდა გუნდს, რაც ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩვენებლში აისახა, შეტევის წამოწყებასთან გუნდს სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

***


ლუი ვან გაალმა მატჩის შემდგომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: "მე ვნახე "მანჩესტერ სიტისა" და "კრისტალ პალასის" მატჩის პირველი ტაიმი და "ქალაქელებს" საწყის 5-10 წუთში შეეძლოთ მოწინააღმდეგე დაეწინაურებინათ. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში იტანჯებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ 3-0 იმარჯვეს. ეს არის სხვაობა."

მოდით შევხედოთ, მართლაც რაშია სხვაობა.

"მანჩესტერ სიტიმ" მთელი მატჩის განმავლობაში სულ რაღაც 16 გრძელი გადაცემა გააკეთა, ხოლო "იუნაიტედმა" ბურთი 58-ჯერ გადაგზავნა შორეულ მანძილზე.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ყურადღება მიაქციეთ "იუნაიტედის" პასების ხასიათს - ეს არის ფლანგიდან ფლანგზე გადატანა, რაც მესამე ეპიზოდის დროს განვიხილეთ.

"მან სიტი" თავის თამაშს მოკლე მანძილზე ერთი შეხებით გაკეთებული პასის ხარჯზე აგებს და ისეთი გუნდების კერკეტი დაცვის გავლა, როგორიც "ვილა" და "პალასია" სწორედ ამ გზით ხდება. ცენტრის გავლით თამაში - აი წარმატების გასაღები, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მოედანზე მატას, ვან პერსისა და ფალკაოს მსგავსი შემსრულებლები გყავს.

"იუნაიტედი" კი ნელი იყო და თავდამსხმელებს უარყოფდა, თამაშის აგებას ფლანგების დახმარებით ამჯობინებდა, იყენებდა მცირე რაოდენობით ახლო პასებს და დიდი რაოდენობით გრძელ გადაცემებს.

ეს არ არის ისტორია იმის შესახებ, თუ რამდენად ცუდია რუნი, კერიკი ან ფლეთჩერი. არა. ამ სამეულიდან მხოლოდ ფლეთჩერმა ჩააგდო თამაში და ის შეცვალეს კიდეც. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ "იუნაიტედის" მუდმივი პრობლემა არის საყრდენი ზონა. სანამ იქ ისეთ ფეხბურთელს არ შეიძინენ, რომელიც მართლაც ამ პოზიციისთვის არის დაბადებული, ისეთი, როგორიც იაია ტურეა, გუნდს ასეთი პრობლემა ყოველთვის ექნება.

ხანდახან ამ პრობლემას ერერას ან ბლინდის ყოფნა წყვეტს, მაგრამ სამწუხაროდ გუშინ ისინი ვერ თამაშობდნენ.

უეინ რუნი

ფეხბურთელის ერთი ეპიზოდის ხარჯზე განსჯა სისულელეა, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში შეიქმნა ასეთი შთაბეჭდილება - რუნი უკეთ ასრულებს, ვიდრე ქმნის.

ამის საჩვენებლად კი "იუნაიტედის" იშვიათი კონტრშეტევა გამოდგება.

ამ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება ფალკაოსთვის პასის მიწოდება იქნება ორ მცველს შორის, რაც რადამელს მეკარესთან ერთი-ერთზე გაიყვანდა.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მაგრამ უეინი ვან პერსისთვის პასის მიწოდებას ამჯობინებს, რომელიც თამაშგარე მდგომარეობიდან ამოდიოდა და სისწრაფე დაკარგა. ასეთი გადაცემის შემდეგ სახიფათო შეტევა უბრალოდ ჩიხში შედის.

"ასტონ ვილა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ასეთ დროს მახსენდება წინა მატჩი, როცა მატამ იდეალური პასი გაუკეთა რუნის. ასეთ სიტუაციაში კაპიტანი ხშირად იღებს არასწორ გადაწყვეტიებას, ან ძალიან ნელა მოქმედებს.

***


"არსენალთან" მატჩის წინ თავში აზრად გამიარა, რომ საყრდენ ზონაში რუნის დაყენება კარგი იდეა იქნებოდა.

"ასტონ ვილასთან" მატჩში ვან გაალს ასეთი ვარიანტის ცდა მოუხდა და ზუსტი პასუხი მივიღეთ კითხვაზე: შეუძლია კი რუნის საყრდენ ზონაში თამაში?

როგორც ჩანს, რუნი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, როცა მომენტების რეალიზება უხდება, მაგალითად, ისეთი, როგორც "არსენალთან" მატჩში.

უეინი არის შეუცვლელი ფეხბურთელი, რომელიც არნახულ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ ვან გაალმა მას საუკეთესო პოზიცია უნდა შეურჩიოს და როგორც ჩანს, ეს საყრდენი ზონა არ გახლავთ.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2014 12:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როცა ვან გაალმა თქვა, რომ ფელაინი გაციებულია და თამაშს ვერ მაოხერხებდა, დარწმუნებული ვარ, ყველამ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სტანდარტულებზე მისი სახით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდებოდა. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი და საბოლოოდ კი გამოჩნდა, საიდანაც შეგვიქმნეს პრობლემები. ასტონ ვილასგან ალბათ ველოდით ასეთ რამეს. ბენტეკესგანაც. ძალიან ძლიერი ფორვარდია ფიზიკურად და არ მიკვირდა მისი ასეთი თამაში.

არ ვიცი რა ვთქვა ვან გაალის გადაწყვეტილებებზე. რატომ გადაწყვიტა, რომ ფლეთჩერს უნდა ეთამაშა თავიდანვე და არ გარისკა ახალგაზრდა მცველის დაყენება დაცვაში, მაგალითად ბლეკეტის, რომელიც ფიზიკურად მშვენივრად გამოიყურება იმისთვის, რომ ბენტეკეს მსგავს ფორვარდებს წინააღმდეგობა გაუწიოს, ვერაფრით ვხვდები. კერიკი რომ ნახევარმცველის პოზიციაზე არსებულ რესურსში საუკეთესო ვარიანტი იყო, დავიჯერო ამას დიდი მტკიცება სჭირდება. მესმის, მისი სახით დაცვას ამაგრებ, მაგრამ ნახევარდაცვა ჩემი აზრით მოედნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და იმას როცა ასუსტებ, ამ საქციელს გამართლება არ აქვს.

ბოლო წუთებზე იანგის გადაწევა მე და ლაშამ განვიხილეთ და შესაძლო ვარიანტად მან მითხრა, რომ დი მარიასა და იანგის ერთ ფლანგზე არ დაყენება მიაჩნია, რომლებიც ერთმანეთს ხელს შეუშლიდნენ. მიჩნდება მეორე კითხვა: რატომ გაიყავანა ვალენსია მაშინ და არა იანგი? მარჯვენა ფლანგზე ინგლისელმა ბოლოს როდის ითამაშა არც კი მახსოვს. ვალენსიას ფიზიკურ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, ვერ ვიტყვი, რომ ამ დროისთვის დაღლილი იქნებოდა და ვერ ირბენდა, ყოველ შემთხვევაში იმდენს მაინც, რამდენიც იანგმა იმოქმედა. ეშლი უბრალოდ ბურთს მიიღებდა ან მცველს არ***მდა ჩაწოდების დროს, ან მეკარეს აძლევდა ხელებში.

დი მარია - ვინმემ ხომ არ იცით რა სჭირს ამ ბიჭს? მესმის, რომ ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და რთულია, მაგრამ დავიჯერო ანხელ დი მარიას, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა რეალში არ აქვს იმის უნარი, რომ რიგ ეპიზოდებში თავის თავზე აიღოს თამაში პრემიერ ლიგაში? მარჯვნივ რომ გადასწიეს აღარც დამინახავს. როცა მარცხნივ იდგა ურ***მდა, მაგრამ ისე, მეც რომ ავუღებდი.

რუნი - ამ ადამიანზე რა ვთქვა, რასაც სთხოვენ იმას აკეთებს. ყველგან იყენებენ და იმ მდგომარეობაში, რომელშიც ამდენი ტრავმირებული ნახევარმცველია, მესმის მისი დაყენება ნახევარდაცვაში, მაგრამ იმედია დააბრუნებს, როცა გამოჯანმრთელდებიან შესაბამისი ფეხბურთელები.

ფალკაო - ელ ტიგრემ მაჩვენა მეც და ალბათ ბევრსაც, რომ თუ შანსი მიეცემა, მას თამაში შეუძლია. მხოლოდ გოლის გატანის გამო არ ვამბობ. ისედაც მოძრავი და კარგი იყო. ნუ კარგი თუ არა, ცუდი არ იყო ყოველ შემთხვევაში.

ასე თუ ისე, ეს არის წაუგებელი სერიის გაგრძელება და ჯერ არაფერი დაკარგულა. საწუწუნო მხოლოდ თამაშის ხარისხი გვაქვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
21 დეკემბერი 2014 12:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აი ეს ყველაფერი არ ჩანს როცა უყურებ და რა კაია ასეთი სტატიებით, რომ იღრმავებ ფეხბურთის შიდა ცოდნას ხედავ "25-ე" კადრს ფეხბურთის
0
№3
ავტორი: Malboro463
21 დეკემბერი 2014 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
გამთამაშებლად რუნის მატა ბევრად ჯობია საყრდენად კიდე ერერა
რუნის კარგად თამაში მარტო თავდასხმაში გამოსდის და დააყენოს იქ. აქ სურათებზე რაც ჩანს მანდ ერერა პასს გაკეთებდა

დამნაშავე გალია თავისმა ტაქტიკამ არ გამართლა 1 ტაიმის მერე სულ გადაწყობა უწევს იმიტო რომ ვერ ამართლებს
0
№4
ავტორი: bziki
21 დეკემბერი 2014 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს სტატია მატამ ხო არ შეუკვეთა? 3-4 ეპიზოდში შეილება დაუგვიანეს ან არ მისცეს ბურთი მარა 10 იანზე რო თამაშობ 2 თავდამსხმელის უკან თამაში შენ უდა გაანაწილო უდა ითხოვდე ბურთს და არა თავისუფალ ზონებს ეძებდე რო არ დაგეჯახნონ და ბურთი წაგართვან. შეილება კაი ტიპი იყოს პოზიტიური მარა ვერ თამაშობს და ძაან თვალში სცემია. პერსი და ფალკაოც ხშირად იწევდნენ უკან და ბურთს იქ ითხოვდნენ და თვითონ იწყებდნენ შეტევას მატას თავისუფალ ზონებში დამალვის გამო. კონტრშეტევა ფაქტიურად არაა მაგის სინელის გამო. ერთ ან ორ გამჭოლ პასს თუ გააკეთებს თამაშში და "ვსიო". ფელაინი და სმოლინგი დაბრუნდება და სკამზე გადაინაცვლებს .

ვანგაალი თავის სტიქიაში იყო პირველმა გადანაცვლებებმა გაამართლა და "თავში აუვარდა",სუ აუშვა აფრები რაღაც კარუსელები მოიგონა როგორც ჩვევია ხოლმე. იანგის მარჯვნივ გადასვლის მერე მარცხენა ფლანგი მოკვდა, იანგიც ვერ გადაეწყო და თამაშიც გაფუჭდა პერსის გაყვანა რა იყო ვერ მივხვდი
0
№5
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2014 14:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
ვან გაალის არჩევანის მცდარობაში დგეთანხმები, მაგრამ ვერაფრით გავიაიზრებ იმ აზრს, რომ ეს სტატია მატას შეკვეთილია. მესმის სარკაზმი და მაგიტომ.

მატას, როგორც სტატიაში ნათქვამი არ აწვდიდნენ პასს ყველაზე საჭირო დროს და მას არ შეეზლო შეტევის წამოწყება. ნუ გადავაბრალებთ ყველაფერს პლეიმეიქერს, რომელსაც ნახევარდაცვამ ვერ აუწყო თამაში. პლეიმეიქერმა რა უნდა აკეთოს აბა სხვა, თუ არა თავისუფალი სივრცეები ძებნა. მას უნდა მისცე პასი, რომ შემდეგ თვითონ გააკეთოს გადაცემა შეტევის დასაგვირგვინებელ ფაზაში. მატა არ უნდა იყოს ის ტიპი, რომელიც იწევს უკან და ბურთს თვითონ არ უნდა ათრევდეს. ეს დანაშაული ჰქონდა გუნდს პერსისთან მიმართებაშიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: bziki
21 დეკემბერი 2014 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
RojoDiablo
მატა შედარებით კარგია როცა 1 თავდამსხმელით თამაშობდ და თვითონ მეორე თავდამსხმელია მანდ არ უდა იწევდეს უკან ბაზარი არაა მარა როცა ორი 9 იანი არ მოედანზე სწორედ მატამ უდა დაიჭიროს ბურთი და გაანაწილოს ხშირად უნდა ითხოვდეს ბურთს.

რუნი იქნება 10 იანი ან დიმარია ჩემი აზრით ნუ გაცვლიან კიდეც პოზიციებს ეგენი. კერიკი და ფელაინი ცენტრში წინ დიმა რუნი პერსი ფანკაო და ნახავ როგორ გამოსწორდება ხარისხი შეტევის. მატას ეხლა დიმარიასთან აქ შანსი ეგეც სანამ დიმა აკრიფავს. მატა ჩამოთვლილებიდან ყველაზე სუსტი მგონია
0
№7
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2014 14:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
ხშირად უნდა ითხოვდეს ბურთს.


კარგი რა, მთელი სტატია სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ მატა ხშირად ითხოვს ბურთს. კიდევ რომ ამას ვამბობთ ცუდია. არ აწვდიან ადამიანს და ძალით წაართვას?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: bziki
21 დეკემბერი 2014 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მთელი სტატია იმაზეა რო 3 ჯერ ან 4 ჯერ არ მიცეს ბურთი. იგივე სიტუაციაში რაც ნახატზეა რუნი რო აკეთებს პასს 3 -4 ჯერ მახსოვს რო მიცა რუნიმ მარა სანამ რამე მოიფიქრა დაკარგა ან უკან დაუტოვა რუნის ისევ ერთი შეხებით და თვითონ თავისუფალ ზონაში გაიქცა. 3-4 მომენტით იმის თქმა რო ბურთს არ აძლევენ მცდარია ჩემი აზრით

კაია შენთან საუბარი ფეხბურთზე შეილება რაღაცეებში განსხვავებული აზრი გვაქ მარა ლოგიკურობას ინარჩუნებ რაც კარგია. ეხლა გასასვლელი ვარ და სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი smile
0
№9
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2014 14:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
bziki,
ეს სამი ოთხი მომენტი არის ის მომენტები, როცა ყველაზე მეტად ჰქონდა მატას შეტევის წამოწყების შანსი. როცა ამის საშუალება ნაკლები იყო, მაშინ აძლევდნენ პასებს და ასეთ ეპიზოდებში არ მიკვირს, რომ ვერაფერი გააკეთა. ფიზიკურად მატა რომ სუსტია, მაგაში მეც გეთანხმები და არავინ გედავება, მაგრამ მისი ალტერნატივა არ იყო გუშინ და არსებული რესურსით გუნდს უკეთ უნდა აეწყო თამაში. ცალკე საკითხია ის, რომ ეს ასტონ ვილას სტრატეგიის ბრალია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Wardell
21 დეკემბერი 2014 15:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე თამაშის პირველი ტაიმი ძალიან მაგონებდა "ბარნლისთან" გამართულ შეხვედრას. ყველაფერი იყო იდენტური, გუნდების ფორმის ფერიც კი ერთნაირი იყო, "იუნაიტედის" თამაშიც, ფლეთჩერის პერფორმანსიც. მოკლედ ყველაფერი, მხოლოდ ერთი რამ იყო განსხვავებული "ასტონ ვილას" "ბარნლიზე" მაღალი კლასის თავდამსხმელი ყავდა ბენკეტეს სახით და გაგვიტანა.

ახლა რაც შეეხება ვან გაალს, როდესაც უკვე გახმაურდა რომ, ფელაინი ვერ შეძლებდა თამაშს ყველას გაუხარდათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ეწყინათ, რადგან ძალიან კარგი ბიჭი შეცვლიდა მარუანს, ანდერ ერერას სახით. მოუთმენლად ველოდი 18 საათის მოსვლას, რათა ტვიტერზე შევსულიყავი და შემადგენლობა მენახა, თუმცა ზუსტად 5 წუთით ადრე ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე წავიკითხე რომ ერერაც არ იყო მზად. აქ კი მივხვდი რომ, ჩემი ხუმრობით ნაწინასწარმეტყველები პერსონა, ფლეთჩერი, რუნის შეუწყვილდებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე ლუის კერიკი ნახევარდაცვაში აეწია და დაცვის ცენტრში პედი ან მაკნეირი პირველივე წუთებიდან დაეყენებინა.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გვიჭირს პირველ ნომრად თამაში. არ იციან ფეხბურთელებმა როგორ მოიგონ ასეთ შემთხვევაში და ურჩევნიათ მეტოქის შეცდომას ელოდონ და კონტრ-შეტევაზე თავქუდ მოგლეჯილები გაიქნცენ. ასე მოხდა "არსენალთან", "სტოკთან" და "ლივერპულთანაც". ალბათ მეტყვით "სტოკთან" თამაშს ვაკონტროლებდითო, მაგრამ პირველი გოლი სწორედ კონტრ-შეტევას მოჰყვა. იყო თამაშებიც, რომელში დომინირებით მოვიგეთ, თუმცა ასეთი მხოლოდ ორი: "ჰალი" და "ქპრ".

უეინ რუნი - სულშერისს სტატია დავწერე რამდენიმე დღის წინ, სადაც ამბობდა რომ რუნი ახალი პოლ სქოულზი შეუძლია გახდესო, თუმცა გუშინდელი თამაშით არც კი გაიფიქროს ამის შესახებ. დიახ ძალიან კარგი და რბილი გრძელი პასი აქვს, დიახ ყველა ბურთზე იბრძვის, დიახ ქარიზმატულია, მაგრამ ძალიან ბევრს ფიქრობს, რაც იმის ბრალია რომ არ არის ამ პოზიციისთვის დაბადებული.

მატა - ხუანი ძალიან გამოსწორდა, მას შემდეგ რაც როგორც ამ სტატიაში, ისე ზოგადად აკრიტიკებდნენ ზონების არ შექმნის გამო. ფლეთჩერი ცნობილი თავის გაუბედავობით და უმეტესად პასებს უკან აბრუნებს, თუმცა რუნისგან ალბათ მაინც ველოდი რომ გარისკავდა რიგ შემთხვევებში. მატა უბურთოდ იგივეა რაც თევზი უწყლოდ. ხუანი არ არის თავდამსხმელი, როგორც კლოზე ან სულშერი, რომლებიც მეკარესთან ახლოს ელოდებიან ბურთს და საოცარი ალღო აქვთ გოლის, მას ბურთი უყვარს და ეს ბუნებრივიცაა.

ფალკაო - დუმბოს უკვე ამდენი ხანია ვედავები და ვცდილობ დავაჯერო რომ ეს კაცი გაქაჩავს პრემიერ ლიგაში და მეტიც ბომბარდირიც გახდება ადრე თუ გვიან, უბრალოდ მასაც სჭირდება პასი. თითქმის მოედნის ნახევრამდე უწევდა ჩამოსვლა რომ ბურთი მიეღო და ეს ხომ რაგბი არ არის ან რამე სხვა სპორტი რომ გადაიკიდო და გაეკიდო შემდეგ ბურთს. სულ რამდენჯერმე მიიღო მეტოქის კარის სიახლოვეს ბურთი და ერთხელ გაიტანა კიდეც ძალიან კარგი ბურთი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top