თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 18:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2551,
კომენტარები: 11
გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს
გარი ნევილი დე ხეას თამაშის შესახებ.
გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს
Sky Sports-ის გადაცემაში, MNF გარი ნევილმა ახსნა, თუ რა კომპონენტებში გააუმჯობესა დე ხეამ თამაში და რამდენად დიდია მისი ღვაწლი "იუნაიტედის" წარმატებაში.

გარი, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დავიდ დე ხეა დასახელდა, რაც საოცარია, რადგან "იუნაიტედმა" მატჩი 3:0 მოიგო. რამდენიმე წლის წინ თქვენ დავიდს "ტოტენჰემთან" "უაით ჰართ ლეინზე" გაშვებულ გოლში ბრალი დასდეთ. მატჩის შემდეგ კი თქვით, რომ უახლოეს მომავალში დე ხეა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცევა. როგორ ფიქრობთ, რა ხდება დე ხეას თავს ამჟამად?

დიახ, დე ხეას იმ მატჩის შემდეგ აკრიტიკებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მან 4-5 შესანიშნავი სეივი განახორციელა. როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ხარ, შენ ისეთ დიდებულ მეკარეებს შეგადარებენ, როგორებიც ედვინ ვან დერ სარი და პეტერ შმეიხელი იყვნენ. მის თამაშს დევიდ სიმენსაც შეადარებენ. ჩემ მიერ ჩამოთვლილ მეკარეთა სამეული შესაძლოა პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესონი არიან. ამიტომ, მაშინაც კი, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე 3-4 სეივს აკეთებს, მაგრამ ამის შემდეგ ერთ შეცდომას უშვებს, შეიძლება ითქვას, რომ მატჩი წარუმატებლად ჩაატარა. ახლა კი დავიდის თამაშის ხარისხის დაუჯერებელ გაუმჯობესებას ვადევნებთ თვალს. მან განავითარა უნარები, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა. არც კი გავიხსენებ იმას, თუ როგორ დაბლოკა დე ხეამ მოწინააღმდეგის დარტყმები, ამას ის ყოველთვის აკეთებდა. მოდით დავიდის თამაშის ადრინდელი და ამჟამინდელი მნიშვნელოვანი ასპექტები გავაანალიზოთ.

დავიწყოთ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებისას ქმედებით. ჯერ კიდევ მიმაჩნია, რომ ეს მისთვის დიდი სირთულეა. ვნახოთ გამოსვლაზე თამაში 2011 წელს. ამ თამაშის შემდეგ სერ ალექსმა დავიდი გააკრიტიკა, რადგან ესმოდა, რომ სწორედ მის შეცდომს მოჰყვა გოლი.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


ახლა "იუნაიტედისა" და "ბლექბერნის" მატჩში გრანტ ჰენლის გოლს ვადევნებთ თვალს.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


გამოსვლაზე თამაში დიდი პრობლემა იყო. ერთი წლის შემდეგ დავიდმა ამ ასპექტში მოუმატა, მაგრამ მსგავსი შეცდომები კვლავ მეორდებოდა. ახლა კი ვნახოთ, რა ხდება ამ სეზონში. ახლა დე ხეა ბურთს უპრობლემოდ იჭერს და საკუთარ საჯარიმოში დომინირებს. გინდ დაიჯერეთ გინდ არა - მან მხოლოდ ერთხელ გამოიტანა ბურთი მუშტებით საჯარიმოდან და ეს "ემირეიტსზე" მოხდა. უბრალოდ გასაოცარია. თუმცა დავიდის ერთადერთი შეცდომა ამ სეზონში, რომელიც მე მახსენდება არის "ვესტ ჰემთან" მატჩში მისი ცუდი მოქმედებები.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


ამ მომენტში საჯარიმოში თავს არადამაჯერებლად გრძნობდა. ამიტომ, სავარაუდოა, რომ საჯარიმოში ჩაწოდების დროს თამაში ჯერ კიდევ მოითხოვს სრულყოფას. მაგრამ თუ სამი წლის სტატისტიკას გადახედავთ, ის აღგაფრთოვანებთ.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


პირველ სეზონში დავიდმა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთების 56% დაიჭირა, 48% მეორეში, 68% მესამეში. ამ სეზონში კი 91%. სწორედ ასე უნდა თამაშობდეს მაღალი დონის მეკარე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე. დავიდმა ძალების რწმენა უნდა აჩვენოს და თითოეული ბურთი დაიჭიროს.

ახლა გადავიდეთ უკან გაკეთებულ გადაცემებზე. რა მნიშვნელობა აქვთ მათ თამაშისთვის? მეკარეს პასზე სწრაფი რეაგირება მოეთხოვება, რადგან ერთ-ერთმა თანაგუნდელმა მას "უღალატა" და ბურთი დაუტოვა. შევხედოთ ორი წლის წინანდელ მატჩს. ასე რეაგირებს დავიდი კერიკის შეცდომაზე.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


პანიკაში ჩავარდა, აცილებს, მოწინააღმდეგეს გააქვს. ყურადღება მივაქციოთ "ლივერპულთან" მატჩის ეპიზოდს. ჯონი ევანსმა ბურთი დე ხეას დაუტოვა. ის სიტუაციას აკონტროლებს, სტერლინგს მდგომარეობას ურთულებს და მოცემულ ასპექტში ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს



გაგრძელება
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
18 დეკემბერი 2014 17:58
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გარი ნევილი სერიოზულს ბაზრობს სულ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top