თბილისი:
მანჩესტერი:
17-12-2014, 18:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2551,
კომენტარები: 11
გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს
გარი ნევილი დე ხეას თამაშის შესახებ.
გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს
Sky Sports-ის გადაცემაში, MNF გარი ნევილმა ახსნა, თუ რა კომპონენტებში გააუმჯობესა დე ხეამ თამაში და რამდენად დიდია მისი ღვაწლი "იუნაიტედის" წარმატებაში.

გარი, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დავიდ დე ხეა დასახელდა, რაც საოცარია, რადგან "იუნაიტედმა" მატჩი 3:0 მოიგო. რამდენიმე წლის წინ თქვენ დავიდს "ტოტენჰემთან" "უაით ჰართ ლეინზე" გაშვებულ გოლში ბრალი დასდეთ. მატჩის შემდეგ კი თქვით, რომ უახლოეს მომავალში დე ხეა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცევა. როგორ ფიქრობთ, რა ხდება დე ხეას თავს ამჟამად?

დიახ, დე ხეას იმ მატჩის შემდეგ აკრიტიკებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მან 4-5 შესანიშნავი სეივი განახორციელა. როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ხარ, შენ ისეთ დიდებულ მეკარეებს შეგადარებენ, როგორებიც ედვინ ვან დერ სარი და პეტერ შმეიხელი იყვნენ. მის თამაშს დევიდ სიმენსაც შეადარებენ. ჩემ მიერ ჩამოთვლილ მეკარეთა სამეული შესაძლოა პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესონი არიან. ამიტომ, მაშინაც კი, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე 3-4 სეივს აკეთებს, მაგრამ ამის შემდეგ ერთ შეცდომას უშვებს, შეიძლება ითქვას, რომ მატჩი წარუმატებლად ჩაატარა. ახლა კი დავიდის თამაშის ხარისხის დაუჯერებელ გაუმჯობესებას ვადევნებთ თვალს. მან განავითარა უნარები, რომელიც მას ყოველთვის ჰქონდა. არც კი გავიხსენებ იმას, თუ როგორ დაბლოკა დე ხეამ მოწინააღმდეგის დარტყმები, ამას ის ყოველთვის აკეთებდა. მოდით დავიდის თამაშის ადრინდელი და ამჟამინდელი მნიშვნელოვანი ასპექტები გავაანალიზოთ.

დავიწყოთ საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებისას ქმედებით. ჯერ კიდევ მიმაჩნია, რომ ეს მისთვის დიდი სირთულეა. ვნახოთ გამოსვლაზე თამაში 2011 წელს. ამ თამაშის შემდეგ სერ ალექსმა დავიდი გააკრიტიკა, რადგან ესმოდა, რომ სწორედ მის შეცდომს მოჰყვა გოლი.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


ახლა "იუნაიტედისა" და "ბლექბერნის" მატჩში გრანტ ჰენლის გოლს ვადევნებთ თვალს.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


გამოსვლაზე თამაში დიდი პრობლემა იყო. ერთი წლის შემდეგ დავიდმა ამ ასპექტში მოუმატა, მაგრამ მსგავსი შეცდომები კვლავ მეორდებოდა. ახლა კი ვნახოთ, რა ხდება ამ სეზონში. ახლა დე ხეა ბურთს უპრობლემოდ იჭერს და საკუთარ საჯარიმოში დომინირებს. გინდ დაიჯერეთ გინდ არა - მან მხოლოდ ერთხელ გამოიტანა ბურთი მუშტებით საჯარიმოდან და ეს "ემირეიტსზე" მოხდა. უბრალოდ გასაოცარია. თუმცა დავიდის ერთადერთი შეცდომა ამ სეზონში, რომელიც მე მახსენდება არის "ვესტ ჰემთან" მატჩში მისი ცუდი მოქმედებები.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


ამ მომენტში საჯარიმოში თავს არადამაჯერებლად გრძნობდა. ამიტომ, სავარაუდოა, რომ საჯარიმოში ჩაწოდების დროს თამაში ჯერ კიდევ მოითხოვს სრულყოფას. მაგრამ თუ სამი წლის სტატისტიკას გადახედავთ, ის აღგაფრთოვანებთ.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


პირველ სეზონში დავიდმა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთების 56% დაიჭირა, 48% მეორეში, 68% მესამეში. ამ სეზონში კი 91%. სწორედ ასე უნდა თამაშობდეს მაღალი დონის მეკარე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე. დავიდმა ძალების რწმენა უნდა აჩვენოს და თითოეული ბურთი დაიჭიროს.

ახლა გადავიდეთ უკან გაკეთებულ გადაცემებზე. რა მნიშვნელობა აქვთ მათ თამაშისთვის? მეკარეს პასზე სწრაფი რეაგირება მოეთხოვება, რადგან ერთ-ერთმა თანაგუნდელმა მას "უღალატა" და ბურთი დაუტოვა. შევხედოთ ორი წლის წინანდელ მატჩს. ასე რეაგირებს დავიდი კერიკის შეცდომაზე.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს


პანიკაში ჩავარდა, აცილებს, მოწინააღმდეგეს გააქვს. ყურადღება მივაქციოთ "ლივერპულთან" მატჩის ეპიზოდს. ჯონი ევანსმა ბურთი დე ხეას დაუტოვა. ის სიტუაციას აკონტროლებს, სტერლინგს მდგომარეობას ურთულებს და მოცემულ ასპექტში ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.

გარი ნევილი დე ხეას თამაშს დეტალურად მიმოიხილავს



გაგრძელება
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2014 19:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
გარის ტყუილად კი არ მისცეს წლის საუკეთესო ექსპერტის წოდება. საკმაოდ საინტერესო მონაცემებს ფლობს და საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს. რაღა უნდა დავამატო ნევილის ნათქვამს. უბრალოდ, ასეთი მოთამაშის გაშვება მართლაც არ შეიძლება და ამისთვის წინასწარ მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, ხოლო დე ხეას ასეთი ფორმისთვის ჰუკს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
17 დეკემბერი 2014 19:08
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
დუმბო მაოცებთ შენ და გარი :D :D

დე ხეამ რო ძალიან მოუმატა ცხადზე ცხადია და ალბათ ბრმაც კი ხედავს ამას. მახსოვს ძალიან სუსტი, გამოუცდელი ბიჭი, რომელსაც წვერი უაზროდ მოშვებული ჰქონდა და ამის გამო გრინჩსაც კი ეძახდნენ. მახსოვს არსენალთან დაშვებული შეცდომა, ფულემთან და კიდევ სხვა რის გამოც ძალიან ბევრს აკრიტიკებდნენ. თუმცა დავიდი როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძლიერი არის, რადგან ამდენს გაუძლო და დღეს უკვე მსოფლიოს საუკეთე(არ მოვერიდები ამ სიტყვების თქმას) მეკარედ მოგვევლინა. კარგი მეკარე გუნდის 1/3-ს ნიშნავს და მართლაც იღბლიანები ვართ ეს ბიჭი რო გვყავს.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
17 დეკემბერი 2014 19:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
აბაა, კაი რამე გაიხსენე მართლა გრინჩს ეძახდნენ და ბევრს ეგონა (იუნაიტედის ფანსაც) რომ დე ხეას მომავალი არ ჰქონდა, რომ მისი ადგილი აქ არ იყო და ა.შ. მაგრამ ადამიანი სრულიად განსხვავებული ჩემპიონატიდან გადავიდა ლიგაში, სადაც გაცილების სხვა დონე, სისწრაფე, სტილი და სირთულე.

კერლინგ ქაპის გათამაშება იყო თუ სწორად მახსოვს ჯეკომ რომ გაუტანა შორი მანძილიდან (2-3 რომ მოვიგეთ ნანის დუბლით) და მაშინ მანამდე აგორებულ კრიტიკას ერთი ორად დაემატა სიძლიერე. ვის, ვის და მეც კი დამცინოდნენ მაგის იმედი როგორ გაქვსო, მაგრამ სპორტსმენი, რომელიც არ ნებდება, აქვს ნიჭი, შესაბამისი გარემო და ჰყავს მასწავლებლები, ადრე თუ გვიან აღწევს მიზანს. მინდოდა მეთქვა პიკს, თქო, მაგრამ ვინ იცის დე ხეას კიდევ რა შეუძლია (ალბათ ბოლოს გოლების გატანასაც დაიწყებს ;). დე ხეა არ დანებდა, იშრომა და დღეს შედეგს ვხედავთ კიდეც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Wardell
17 დეკემბერი 2014 19:40
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
პირველივე მატჩში "ვესტ ბრომთან" გაუშვა ძალიან ადვილი ბურთი.
ხო არც მე არ მიყვარს როცა ამბობენ ფეხბურთელზე ფორმის პიკშია ან ასე შემდეგ არავი იცის რა მოხდება მომავალში და როგორ განვითარდება მოვლენები.
როგორ შეიძლება ამ განვითარების რომელიმე მომენტს გარდამტეხი უწოდო, მაგრამ მაინც გავრისკავ და ვიტყვი, რომ დე ხეამ მწვერვალისკენ გეზი აიღო ხუან მატას ჯარიმის მოგერიების შემდეგ, ეს იყო თუ არ ვცდები პირველი ფანატასტიური სეივი მისი შესრულებით "იუნაიტედში" და სწორედ ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ის რის გამოც ამაყები ვართ.
0
№5
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2014 19:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გადმოსვლის დღიდან მეიმედებოდა და გაამართლა

გადმოსვლის დღიდან მეიმედებოდა და გაამართლა
0
№6
ავტორი: dachi_mu
17 დეკემბერი 2014 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
sagol avtor magari statiaaa .nu de xea dzaan magaria
0
№7
ავტორი: PaLoMo
17 დეკემბერი 2014 20:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Me. (chveneburad) datoshi echvi arasdros shemparvia da arasdros mitavams is tu rat gvindoda es eo gadmoviyvanet...daiwyo tu ara tamazhi imas vidzaxodi ro me2 van der saariatqo
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: GeorgeBest
17 დეკემბერი 2014 20:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა გუნდში ედვინი გვყავდა რატომ ამბობენ რომ მეკარის ასეთი თამაში15 წელია არ უნახავთ? winked

გადმოსვლის დღიდან ყველა აკრიტიკებდა, ხშირად სამართლიანადაც. უდიდესი ზეწოლა ხორციელდებოდა მარა ფერგის დიდი დამსახურებით ყველაფერს გაუძლო და საუკეთესო მეკარედ ჩამოყალიბდა. წელს საოცრად უმატა. მოისის მანჩესტერში ერთადერთი იყო ვინც სტაბილურად კარგად თამაშობდა მაგრამ წელს სხვაა. დასაწყისი არ ჰქონდა კარგი მაგრამ ეხლა ინაზღაურებს
0
№9
ავტორი: RedTeen
18 დეკემბერი 2014 01:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
91% მართლაც საოცრება გვყავს... <3
0
№10
ავტორი: red devil
18 დეკემბერი 2014 06:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
აღარაფრის დამატება აღარ შემიძლია გარიმ ისე ილაპარაკა მხოლოდ ერთს ვთხოვ ვან გაალს ამ კაცს 10 წლიანი კონტრაქტი დაუდონ მაგიდაზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top