დავიდ დე ხეა დაუჯერებელ ფორმაშიამართალია "იუნაიტედმა" მოსისხლე მტერი 3-0 დაამარცხა, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშე ისევ და ისევ ესპანელი კარის დარაჯი იყო. ეს ფაქტი კი თითქმის თავიდან ბოლომდე გიხატავთ თამაშის სცენარს. თითქოს დაუჯერებელი იყო იმ სეივების განხორციელება, რომლებიც დავიდმა რაჰიმ სტერლინგისა და მარიო ბალოტელის დარტყმების შესაჩერებლად დასჭირდა, თუმცა ეს ხოლ დე ხეაა - მისთვის შეუძლებელიც კი შესაძლებელია. ეს უკვე მთლი სეზონის განმავლობაში ხდება და ვერანაირად ვერ დაუკავშირებ დე ხეას ქმედებებს იღბალს.
"იუნაიტედის" შემტევები სასიკდილოდ სახიფათოები არიანწითლებმა "საუთჰემოტონთან" გამართულ მატჩში კარში 3-ჯერ დაარტყეს და 2 გოლის გატანა მოახერხეს. გუშინ კი კარის ჩარჩოში წასული 6 ბურთიდან, 3 გოლად იქცა. შესაძლოა "იუნაიტედი" ვერ ქმნის იმ რაოდენობის მომენტებს, რამდენიც ვან გაალს სურს, თუმცა ეს სრულებითაც არ ქმნის პრობლემას როდესაც გუნდში არიან ასეთი მაღალი დონის შემსრულებლები. "ეშმაკები" ნამდვილად ვერ აჩვენებენ საუკეთესო თამაშს, თუმცა გოლები იგებენ თამაშებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ვერ აჩვენებს კარგ თამაშსმართალია წითლებმა ზედიზედ 6 მატჩის მოგება მოახერხეს, თუმცა ისინი მაინც ვერ თამაშობენ კარგად. ეს ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: 1. "იუნაიტედი" კიდევ მოუმატებს და როცა ბოლო სიჩქარეს მიაღწევს მეტოქეებისგან მტვერსაც არ დატოვებს ან 2. მათ იღბალი ზურგს შეაქცევს და წააგებენ იმ თამაშებს, რომლებშიც გამარჯვება აუცილებელია. ჰოლანდიელი სპეციალისტი ბედნიერია პროგრესით, თუმცა მან გუნდი მხოლოდ "ქპრ"-სთან და "ჰალთან" ჩატარებული მატჩების შემდეგ შეაქო.
კერიკი - ეს კლასიკაამაიკლ კერიკმა ცენტრალური ნახევარმცველობით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა სამ-მცველიან ტაქტიკაშიც ძალიან კარგად გამოიყურება. ცენტრალურ დამცველად თამაში ინგლისელს ძალიან კარგად გამოსდის. ინტელექტი, პასის კულტურა და ხედვა- ეს სწორედ ის არის რაც ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს სჭირდება. მაიკლი ნამდვიალდ არ გამოირჩევა საუცხოო ვარდნებით და სისწრაფით, თუმცა მისი გადაადგილება და პოზიციების სწორი შერჩევა ეხმარება მას მოვალეობის თავის გართმევაში.
ლუი ვან გაალს კეთილი გული აქვსჰოლანდიელმა თავკაცმა, "წმინდანებთან" მატჩის პირველ ნახევარში ახალგაზრდა პედი მაკნეირი გაიყვანა და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა რომ, არ იყო კმაყოფილი მისით, რადგან ჩრდილო-ირლანდიელი ნერვიულობდა. თუმცა საკვირაო შეხვედრაში პედის დრო მაინც მიეცა და მან ფილ ჯონსი შეცვალა, ეს ძალიან კარგი არის თავად თინეიჯერისთვის, რადგან მან იგრძნო რომ მწვრთნელი მას ისევ ენდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა 18-წლის მოთამაშე ფსიქოლოგიურად გამტყდარიყო.
წყარო:
M.E.N