თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2014, 18:32
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2488,
კომენტარები: 13
5 რამ, რაც გუშინდელმა თამაშმა გვასწავლა
"იუნაიტედი" - "ლივერპული"
5 რამ, რაც გუშინდელმა თამაშმა გვასწავლა
დავიდ დე ხეა დაუჯერებელ ფორმაშია

მართალია "იუნაიტედმა" მოსისხლე მტერი 3-0 დაამარცხა, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშე ისევ და ისევ ესპანელი კარის დარაჯი იყო. ეს ფაქტი კი თითქმის თავიდან ბოლომდე გიხატავთ თამაშის სცენარს. თითქოს დაუჯერებელი იყო იმ სეივების განხორციელება, რომლებიც დავიდმა რაჰიმ სტერლინგისა და მარიო ბალოტელის დარტყმების შესაჩერებლად დასჭირდა, თუმცა ეს ხოლ დე ხეაა - მისთვის შეუძლებელიც კი შესაძლებელია. ეს უკვე მთლი სეზონის განმავლობაში ხდება და ვერანაირად ვერ დაუკავშირებ დე ხეას ქმედებებს იღბალს.

"იუნაიტედის" შემტევები სასიკდილოდ სახიფათოები არიან

წითლებმა "საუთჰემოტონთან" გამართულ მატჩში კარში 3-ჯერ დაარტყეს და 2 გოლის გატანა მოახერხეს. გუშინ კი კარის ჩარჩოში წასული 6 ბურთიდან, 3 გოლად იქცა. შესაძლოა "იუნაიტედი" ვერ ქმნის იმ რაოდენობის მომენტებს, რამდენიც ვან გაალს სურს, თუმცა ეს სრულებითაც არ ქმნის პრობლემას როდესაც გუნდში არიან ასეთი მაღალი დონის შემსრულებლები. "ეშმაკები" ნამდვილად ვერ აჩვენებენ საუკეთესო თამაშს, თუმცა გოლები იგებენ თამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ვერ აჩვენებს კარგ თამაშს

მართალია წითლებმა ზედიზედ 6 მატჩის მოგება მოახერხეს, თუმცა ისინი მაინც ვერ თამაშობენ კარგად. ეს ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს: 1. "იუნაიტედი" კიდევ მოუმატებს და როცა ბოლო სიჩქარეს მიაღწევს მეტოქეებისგან მტვერსაც არ დატოვებს ან 2. მათ იღბალი ზურგს შეაქცევს და წააგებენ იმ თამაშებს, რომლებშიც გამარჯვება აუცილებელია. ჰოლანდიელი სპეციალისტი ბედნიერია პროგრესით, თუმცა მან გუნდი მხოლოდ "ქპრ"-სთან და "ჰალთან" ჩატარებული მატჩების შემდეგ შეაქო.

კერიკი - ეს კლასიკაა

მაიკლ კერიკმა ცენტრალური ნახევარმცველობით დაგვამახსოვრა თავი, თუმცა სამ-მცველიან ტაქტიკაშიც ძალიან კარგად გამოიყურება. ცენტრალურ დამცველად თამაში ინგლისელს ძალიან კარგად გამოსდის. ინტელექტი, პასის კულტურა და ხედვა- ეს სწორედ ის არის რაც ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს სჭირდება. მაიკლი ნამდვიალდ არ გამოირჩევა საუცხოო ვარდნებით და სისწრაფით, თუმცა მისი გადაადგილება და პოზიციების სწორი შერჩევა ეხმარება მას მოვალეობის თავის გართმევაში.

ლუი ვან გაალს კეთილი გული აქვს

ჰოლანდიელმა თავკაცმა, "წმინდანებთან" მატჩის პირველ ნახევარში ახალგაზრდა პედი მაკნეირი გაიყვანა და შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა რომ, არ იყო კმაყოფილი მისით, რადგან ჩრდილო-ირლანდიელი ნერვიულობდა. თუმცა საკვირაო შეხვედრაში პედის დრო მაინც მიეცა და მან ფილ ჯონსი შეცვალა, ეს ძალიან კარგი არის თავად თინეიჯერისთვის, რადგან მან იგრძნო რომ მწვრთნელი მას ისევ ენდობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა 18-წლის მოთამაშე ფსიქოლოგიურად გამტყდარიყო.


წყარო:M.E.N
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2014 18:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ლუი ვან გაალს კეთილი გული აქვს


ანგელოზიც არაა, მაგრამ კეთილი გული არაფერი შუაშია აქ. ჯონსი ახალგამოჯანმრთელებულია და მთელ თამაშს ვერ ითამაშებდა. ამიტომ გაიყვანა და შემოვიდა პედი. თანაც გამოცდილება დიდ მატჩებში უნდა დააგროვოს ახალგაზრდამ. ნუ, მე ასე მგონია.

დავიდ დე ხეა დაუჯერებელ ფორმაშია


კი, ეს მხოლოდ გუშინ გავიგეთ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Rosso Diavolo
15 დეკემბერი 2014 18:46
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბალოტელის და სტერლინგის არ უნდა გვეშინოდეს- ესეც გვასწავლა ;დდ
0
№3
ავტორი: AkkRed
15 დეკემბერი 2014 18:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ლუი ვან გაალს კეთილი გული აქვს


საღოლ ლაშაა კაი სათაური იყო wink wink
0
№4
ავტორი: DiMaria
15 დეკემბერი 2014 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კერიკი კლასიკაა. დე ხეა საოცრება. რუნი სასწაული, სხვები ანგელოზები. მე ეშმაკი.
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2014 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ, ძალიან უაზრო სიტუაციებში ვკარგავდით ბურთს და ზოგ შემთხვევაში შეიძლება დამღუპველი იყოს...
0
№6
ავტორი: Wardell
15 დეკემბერი 2014 19:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ხო მაგრამ შეეძლო სხვა გამოეყვანა და არა პედი, შეიძლება არ დაეყენებინა რადგან წინა თამაშში ინერვიულა. მოკლედ რა იცი რას ფიქრობდა ლუი მარა ჟურნალისტებმა ეს დაწერეს :D
0
№7
ავტორი: Best 7
15 დეკემბერი 2014 19:11
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
De geaa bestt
0
№8
ავტორი: VaRdo
15 დეკემბერი 2014 19:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: RojoDiablo
ჯონსი ახალგამოჯანმრთელებულია და მთელ თამაშს ვერ ითამაშებდა


ძმურად რომელ წუთზე შეცვალაეს ჯონსი დაწიერე რა lol 89 წუთი ითამაშა და ბოლო 5 წუთი ვეღარ ითამაშებდა? ბევრი წერს ამას და მეცინება მაგრად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2014 20:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაკნეირმა მგონი ყველა მნიშვნელოვან მატჩში მიიღო მონაწილეობა. ლუიმ იცის რასაც აკეთებს და იმედია კარგ მცველად ჩმოაყალიბებს

დე ხეა მერამდენედ უნდა შევაქო, მეორე დღეა მარტო მაგის თამაშზე ვწერ კომენტარებს wink
0
№10
ავტორი: RedGirl
15 დეკემბერი 2014 20:08
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ლუი ვან გაალს კეთილი გული აქვს


მეტი არაა ჩემი მტერი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top