თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2014, 18:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2118,
კომენტარები: 13
რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?
"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-0 "ლივერპული"
რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?
გუშინ "ოლდ ტრაფორდმა" "ლივერპულს" უმასპინძლა. ეს არ იყო ბრძოლა მხოლოდ სამი ქულისათვის, ეს არ იყო უბრალო მატჩი; ეს იყო "მანჩესტერი"-"ლივერპული". შესაბამისად, განწყობა "ოლდ ტრაფორდზე" ამაღლებული იყო. ფეხბურთელები მადლობას უხდიან გულშემატკივრებს საუცხოო მხარდაჭერისთვის. "ეშმაკუნებმა" არც დავიდ დე ხეას ღვაწლი დაივიწყეს (რომელიც უკვე რამდენიმე თამაშია "წითლების" ერთ-ერთ მთავარ იარაღად) და შეაქეს ესპანელი კიპერი.



ფალკაო: "საუცხოო გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს. გუნდმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით დე ხეამ."



ერერა: "დიდებული გამარჯვება. განსაკუთრებული თამაში იყო როგორც ჩვენთვის, ასევე ფანებისთვის. ჩვენ განვაგრძობთ გაუმჯობესებას."



მატა: "დიდებული შედეგი დიდებულ მატჩში! ატმოსფერო დაუჯერებელი იყო!"




ფელაინი: "დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ! ძალიან ბედნიერი ვარ! მადლობა ყველას!"




ქერიკი: "დიდი, დიდი გამარჯვება! ეს არის მატჩი, რომელშიც გამარჯვება მეტია, ვიდრე უბრალოდ სამი ქულა. დიდებული მხარდაჭერა ვიგრძენი, როგორც ყოველთვის."




რობინ ვან პერსი: "საუცხოო დღე "ოცნების თეატრში".




დე ხეა: "ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება; ბედნიერი ვარ ჩვენი "ოლდ ტრაფორდზე" მყოფი ფანების გამო. ჩვენ განვაგრძობთ თამაშების მოგებას. დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის!"




უეინ რუნი: "დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს. ყოველთვის საოცარი გრძნობაა "ლივერპულის" კარის დალაშქვრა. დე ხეა ისევ დაუჯერებელი და ბრწყინვალე იყო."

განსაკუთრებული მატჩი და ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშე არც "იუნაიტედის" ლეგენდებმა დაივიწყეს:

რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?


ფერდინანდი: "იუნაიტედი" უფრო დამაჯერებელი და ძლიერია, ვიდრე "ლივერპული". გარდა ამისა, მათ ჰყავთ დავიდ დე ხეა. სწორედ ეს არის ის სამი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეძლეს ამ მატჩის მოგება."




რობსონი: "დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ! დე ხეა ბრწყინვალე იყო!"



ოუენი: "იუნაიტედი" თანდათანობით აღწევს იმ შედეგს რასაც ყველა ველოდით. "ლივერპული" კი კლდის ფსკერზეა. მაგრამ მგონია, რომ როჯერსი შეძლებს ყველაფრის დალაგებას."




ვან დერ სარი: "არ მინახავს თამაში, მაგრამ ისეთი მესიჯები მივიღე, რომ აუცილებლად ვუყურო. დავიდ დე ხეამ ისევ გმირობები ჩაიდინა, რაშიც დარწმუნებული ვიყავი."




კოული: "დე ხეამ, როგორც ყოველთვის, მსოფლიო კლასის დონეზე ითამაშა."




შმეიხელი:"ძალიან მარტივი ასარჩევია საუკეთესო მოთამაშე მინდორზე. ისევ დავიდ დე ხეა, რა თქმა უნდა."
სიახლეები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Svanii
15 დეკემბერი 2014 23:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
van der saaris komentarze damajriala :/ :D shemdegi astonvilaa <3
0
№12
ავტორი: PaLoMo
16 დეკემბერი 2014 00:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Ra sakvirvelia sasiamovnoa aseti komentarebis mosmenaaa
Genacvalet bichebi midit ganvagrdzot egre da man united chempion mogvevlineba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: Macklemore
16 დეკემბერი 2014 03:04
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ერერა მეცოდება ძალიან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top