თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2014, 18:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2118,
კომენტარები: 13
რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?
"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-0 "ლივერპული"
რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?
გუშინ "ოლდ ტრაფორდმა" "ლივერპულს" უმასპინძლა. ეს არ იყო ბრძოლა მხოლოდ სამი ქულისათვის, ეს არ იყო უბრალო მატჩი; ეს იყო "მანჩესტერი"-"ლივერპული". შესაბამისად, განწყობა "ოლდ ტრაფორდზე" ამაღლებული იყო. ფეხბურთელები მადლობას უხდიან გულშემატკივრებს საუცხოო მხარდაჭერისთვის. "ეშმაკუნებმა" არც დავიდ დე ხეას ღვაწლი დაივიწყეს (რომელიც უკვე რამდენიმე თამაშია "წითლების" ერთ-ერთ მთავარ იარაღად) და შეაქეს ესპანელი კიპერი.



ფალკაო: "საუცხოო გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს. გუნდმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით დე ხეამ."



ერერა: "დიდებული გამარჯვება. განსაკუთრებული თამაში იყო როგორც ჩვენთვის, ასევე ფანებისთვის. ჩვენ განვაგრძობთ გაუმჯობესებას."



მატა: "დიდებული შედეგი დიდებულ მატჩში! ატმოსფერო დაუჯერებელი იყო!"




ფელაინი: "დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ! ძალიან ბედნიერი ვარ! მადლობა ყველას!"




ქერიკი: "დიდი, დიდი გამარჯვება! ეს არის მატჩი, რომელშიც გამარჯვება მეტია, ვიდრე უბრალოდ სამი ქულა. დიდებული მხარდაჭერა ვიგრძენი, როგორც ყოველთვის."




რობინ ვან პერსი: "საუცხოო დღე "ოცნების თეატრში".




დე ხეა: "ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება; ბედნიერი ვარ ჩვენი "ოლდ ტრაფორდზე" მყოფი ფანების გამო. ჩვენ განვაგრძობთ თამაშების მოგებას. დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის!"




უეინ რუნი: "დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს. ყოველთვის საოცარი გრძნობაა "ლივერპულის" კარის დალაშქვრა. დე ხეა ისევ დაუჯერებელი და ბრწყინვალე იყო."

განსაკუთრებული მატჩი და ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშე არც "იუნაიტედის" ლეგენდებმა დაივიწყეს:

რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?


ფერდინანდი: "იუნაიტედი" უფრო დამაჯერებელი და ძლიერია, ვიდრე "ლივერპული". გარდა ამისა, მათ ჰყავთ დავიდ დე ხეა. სწორედ ეს არის ის სამი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეძლეს ამ მატჩის მოგება."




რობსონი: "დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ! დე ხეა ბრწყინვალე იყო!"



ოუენი: "იუნაიტედი" თანდათანობით აღწევს იმ შედეგს რასაც ყველა ველოდით. "ლივერპული" კი კლდის ფსკერზეა. მაგრამ მგონია, რომ როჯერსი შეძლებს ყველაფრის დალაგებას."




ვან დერ სარი: "არ მინახავს თამაში, მაგრამ ისეთი მესიჯები მივიღე, რომ აუცილებლად ვუყურო. დავიდ დე ხეამ ისევ გმირობები ჩაიდინა, რაშიც დარწმუნებული ვიყავი."




კოული: "დე ხეამ, როგორც ყოველთვის, მსოფლიო კლასის დონეზე ითამაშა."




შმეიხელი:"ძალიან მარტივი ასარჩევია საუკეთესო მოთამაშე მინდორზე. ისევ დავიდ დე ხეა, რა თქმა უნდა."
სიახლეები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
15 დეკემბერი 2014 18:15
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ტრადიციულად: ეძღვნება ვარდოს wink

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამათ პოსტებს რო ვკითულობდი! love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2014 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ედვინ არ გეკადრებოდა ამ თამაშის გამოტოვება wink love
0
№3
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2014 18:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დე ხეა: "ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება; ბედნიერი ვარ ჩვენი "ოლდ ტრაფორდზე" მყოფი ფანების გამო. ჩვენ განვაგრძობთ თამაშების მოგებას. დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის!"


მადლობა შენ ასეთი თამაშისთვის დავიდ. კონტრაქტი გააფორმე, არ წახვიდე და ეგ იქნება შენი მადლობა.

მეკარეებაც როგორ შეაქეს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: UTD-Rule
15 დეკემბერი 2014 18:35
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
როდესაც შმეიხელი შეგაქებს winked ყოჩაღ დავით!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№5
ავტორი: AkkRed
15 დეკემბერი 2014 18:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ედვინი ამაყობს თავისზე უკეთესი შემცვლელით love
0
№6
ავტორი: VaRdo
15 დეკემბერი 2014 18:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გაიხარე მარრრრრრრრრ love

გენაცვალეთ ბრატცი :* ყველა ბედნიერია. ყველა დე გეაზე საუბრობს. მოკლედ წინ იუნაიტედ. ეს მხოლდო დასაწყისი უნდა იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: dachi_mu
15 დეკემბერი 2014 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
bravo.namdvilad sasiamovno sakitxavia avtor gaixaree :)
0
№8
ავტორი: DiMaria
15 დეკემბერი 2014 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვან დერ, არ გცალია ხომ მაგ აიაქსის გადამკიდეს
0
№9
ავტორი: red devil
15 დეკემბერი 2014 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
შმეიხელიც დეხეას აქებს :D
0
№10
ავტორი: RedGirl
15 დეკემბერი 2014 19:57
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მე რა ფეხბურთელებს ბრავო :დ აი რო კითხულობ და გიხარია ეგ მომენტია :დ <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top