თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2014, 16:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2763,
კომენტარები: 18
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)
"ლივერპულთან" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
ცალსახად იმის თქმა, რომ ლუი ვან გაალი მოწინააღმდეგიდან გამომდინარე მოქმედეს არ შეიძლება. როცა შენი გუნდის შემადგენლობა ლიგის სხვა გუნდების უმრავლესობის შემადგენლობას აღემატება, პირველ რიგში საკუთარი თავიდან გამომდინარე თამაშობ. თუმცა მოწინააღმდეგის საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად (რითაც გიგზია დაკავებული) იღებენ მნიშვნელოვან საკადრო და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს, რათა მოწინააღმდეგის სუსტ მხარეებზე მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ.

ამ მიზეზით, "ლივერპულთან" მატჩში რუნი ისევ ნახევარდაცვაში გაუშვეს, ხოლო მეორე ფორვარდის პოზიციაზე უილსონი დადგა.

რაც შეეხება სქემას, გამოყენებულ იქნა 3 მცველიანი ტაქტიკა, რისგანაც უკვე დაზარალდნენ "არსენალი" და "საუთჰემპტონი". ზოგ გულშემატკივარს მცველთა ასეთი განლაგება დაცვის არასტაბილურობისა და გაურკვევლობის გამო არ მოსწონს, მაგრამ შედეგი ტაბლოზეა. შესაძლოა დაცვაში მაღალი დონის შემსრულებელები რომ თამაშობდნენ, რომლებიც ყოველ კვირაში არ იცვლებიან, ეს სქემა "იუნაიტედის" ჭიისგან პეპელას დაბადებს. დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ჰოლანდიელის აქტივში კიდევ ერთი გამარჯვება მიათვალეთ.

"ლივერპულის" მომენტები

მთელი მატჩის განმავლობაში "ლივერპულმა" დე ხეას კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ამასთან ერთად, ვერ ვიტყვით, რომ "იუნაიტედის" დაცვა ხშირად ცდებოდა. უმჯობესია საკადრისი შექება მოწინააღმდეგის შემტევ ხაზს მივუზღოთ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საბოლოო ანგარიშიდან გამომდინარე.

პირველი ეპიზოდი მე-12 წუთზე მოხდა. ლალანამ სტერლინგს შესანიშნავი გამჭოლი პასი მიაწოდა, რითაც რუნიც და ჯონსიც მოატყუა, რომლებიც თავდამსხმელს იჭერდნენ. დავიდ დე ხეა მოწოდების სიმაღლეზე იყო და გუნდი იხსნა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)


მომდევნო ეპიზოდში სტერლინგმა მარტივი ფინტით მოატყუა ჯონსი პირდაპირ საჯარიმოში. სტერლინგის მოძრაობის სისწრაფე და მიმართულების უცაბედი ცვალება ცნობილია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველები უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)


***


"იუნაიტედის" დაცვამ სერიოზული შეცდომა მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში დაუშვა.

აქ აღსანიშნავია კონცენტრაციის დაკარგვის მომენტი და მოდუნება, რაც ორბურთიანი უპირატესობის შედეგია. ამიტომ ეპიზოდი ზედმიწევნით განვიხილოთ.

ცენტრალური მცველები იღებენ ბურთს და იწყება ევანსსა და კერიკის შორის არასაჭირო პასების კეთება. ამის შემდეგ ჯონი ევანი, რომელმაც არ იცოდა ბურთისთვის რა ექნა, შეეცადა შეტევა წამოეწყო, რამაც უკან გაკეთებული ცუდი პასი გამოიწვია.

ეპიზოდის ამსახველი ვიდეო

შეიძლება აქ ევანსის დადანაშაულებაც და კერიკის უყურადღებობის გამოყოფაც, მაგრამ მთელი ყურადღება მაინც საერთო მოდუნებას უნდა მივაწეროთ, რომელსაც შეეძლო გოლი გამოეწვია.

პირველი განხილვების დროს აღვნიშნეთ, რომ "იუნაიტედი" კონცენტრაციას მას შემდეგ კარგავდა, როცა გოლი გაჰქონდა, მაგრამ მომდევნო შეხვედრებში გუნდმა ამას თავი დააღწია.

***


კიდევ ერთი სახიფათო ეპიზოდი 67-ე წუთზე შედგა, როცა ხაზთან ცეკვის შემდეგ სტერლინგმა ბალოტელის გაუკეთა პასი. ჯერ ჯონსი, შემდეგ კი ევანსი ეთამაშა სტერლინგს ძალიან ცუდად.

პლუს, კერიკი ელოდებოდა პასს და არ იყვანდა თავად თავდამსხმელს, რასაც დე ხეას კიდევ ერთი ფანტასტიური სეივი მოჰყვა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)


***


"ლივერპულის" გატანის უკანასკნელი შანსი მოედანზე მარკოვიჩის გამოსვლისა და მის მიერ ბალოტელისთვის გადაწოდებული გადაცემის შემდეგ მიეცა. ევანსმა "ლივერპულის" თავდამსხმელს დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა და დე ხეამ ისევ იხსნა გუნდი.

***


რაჰიმ სტერლინგმა კარგი მატჩი ჩაატარა და "იუნაიტედის" დაცვისთვის დიდი თავსატეხი გახდა. კარის აღებისთვის კარგი მომენტები ბალოტელისაც ჰქონდა. მაგრამ დე ხეას ძალიან სურდა კარის მშრალად შენახვა.

"იუნაიტედის" შეტევა

თუ მომდევნო სურათს ვუჩვენებთ ადამიანს, რომელსაც მატჩი არ უნახავს და ვკითხავთ, რა მოხდება შემდეგ, საეჭვოა ასეთი პასუხი მივიღოთ: "ვალენსია ორივე მცველს მოატყუებს და საგოლე პასს გააკეთებს".

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)


ეს ჭეშმარიტად მშვენიერი მოქმედება იყო, რომელსაც სახელად ვალენსიას გოლი უნდა ვუწოდოთ.

ყურადღება მივაქციოთ კოუტინიოს თამაშს, რომელმაც რუნი არ დაკეტა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)

კოუტინიო რუნისთან ახლოს


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)

კოუტინიო ჩამორჩა


კიდევ ერთი მომენტი, რომლის აღნიშვნაც ნამდვილად ღირს.

დავუბრუნდეთ სურათს, რომლითაც განხილვა დავიწყეთ. ყურადღება მიაქციეთ ტაიმერს (11:28) და რუნის მდებარეობას, რომელიც დაცვაში მუშაობს (არც თუ საიმედოდ, მაგრამ მაინც). ამასთან ერთად, ეპიზოდი ჯერ დასრულებული არ არის და დე ხეას სეივის შემდეგ შეტევის დაწყების ზუსტი დროა - 11:34.

"იუნაიტედის" პირველი გოლის დრო, რომელიც რუნიმ გაიტანა - 11:56.

ანუ, დაცვაში მუშაობასა და შეტევაში ჩართვას შორის 22 წამი გავიდა. 22 წამში "იუნაიტედმა" შეტევა განახორციელა, რუნიმ კი მთელი მოედანი ჩაირბინა.

***


მეორე გოლი არანაკლებ საოცარია.

მომენტი დაიწყო მაშინ, როცა ხუან მატამ შეტევაში ჯონი ევანსი ჩართო, რადგან ფლანგზე გასასვლელი თავისუფალი იყო. თავად მატა კი მაშინვე წინ გაიქცა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)


ხუანს იმედი ჰქონდა, რომ საპასუხი პასს მიიღებდა და საჯარიმოს კუთხეში აღმოჩნდებოდა, სადაც თავისუფალი ზონა იყო. ჯონის პასის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ მცველებმა სივრცე დაკეტეს და ევანსმა უბრალოდ იანგს მიაწოდა ბურთი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)


მას შემდეგ, რაც საჯარიმოში შევიდა მატა, დაინახა, რომ იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ განხორციელდებოდა ჩაწოდება, ვან პერსი იმყოფებოდა და მცველებს შორის თავისუფალ ზონაში გადაადგილდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)


ესპანელის ასეთმა ჭკვიანურმა გადადგილებამ და მუდმივად თავისუფალი ზონების ძიებამ გამოიწვია მეორე გოლი. სიმართლის გულისთვის, გოლი თამაშგარიდან გავიდა, რადგან ბურთს რობინი შეეხო.



***


უკანასკნელი გოლი ხუან მატას ბენეფისად იქცა, რომელმაც თავისი გადაცემებით ორჯერ გამოთიშა "ლივერპულის" დაცვა ეპიზოდს. რობინ ვან პერსის კი მხოლოდ კარში მოხვედრაღა აკლდა.

დაკვირვება

ვალენსიას ფლანგი კიდევ ერთხელ გამოიყურებოდა საპირისპირო ფლანგთან შედარებით უფრო აქტიურად.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)


გუშინ ანტონიომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ხშირად აწიოკებდა დაცვას და მოწინააღმდეგეებს ერთი მეორის მიყოლებით ატყუებდა.

ფელაინი

მთელი მატჩის ინ იანი. ერთის მხრივ, მარუანს ყველაზე მეტი ართმევა აქვს და მესამე გოლი სწორედ მისი ართმევის შემდეგ გავიდა, მეორეს მხრივ - უხიფათო სიტუაციებში კოშმარული დაკარგვები და ბურთის სუსტი კონტროლი.

ფელაინის პოზიცია ისეთია, რომ მას არ აქვს ასე ხშირად ბურთის დაკარგვის უფლება, რადგან ამას მოწინააღმდეგის აუცილებელი სახიფათო შეტევა მოსდევს.

სტანდარტები

"ლივერპულს" სტანდარტულებიდან არავითარი სახიფათო ეპიზოდის შექმნა არ გამოუვიდა, თუმცა 7 კუთხური და რამდენიმე საჯარიმო ჩააწოდეს.

ამ მნიშვნელოვან კომპონენტში ვან გაალის გუნდის პროგრესი შესამჩნევია.

ხუან მატა

უკვე აღნიშნული გოლების გარდა უნდა ითქვას, რომ ხუანი ყველგან ყოფნას ცდილობდა. როცა საჭირო იყო დაცვაში შრომობდა, როცა საჭირო იყო რუნის უთმობდა თავდამსხმელის უკან პოზიციას. ესპანელს მისთვის ჩვეული, პასების 90%-ზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ფეხბურთელისთვის, რომელსაც მომენტების შექმნა ევალება, ეს აბსოლუტურად მაღალი დონის მაჩვენელია.

მატა, რუნი, ერერა, ვან პერსი - ეს არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან კარგად მოქმედებენ მოედანზე და შეტევაში ნამდვილ კარუსელს ქმნიან, რაც მოწინააღმდეგეს პრობლემებს უქმნის.

დავიდ დე ხეა

დავიდისთვის დაუჯერებელი სეივების განხორციელება უკვე ჩვეულებრივი ამბავია. "ლივერპულთან" მატჩში მან 9-ჯერ აიღო კარში დარტყმული. როგორც ჩანს, დე ხეამ სერიოზულად გადაწყვიტა ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (ტაქტიკური განხილვა)


დასასრულს

ბოლოს, მინდა ფეხბურთელებსა და მწვრთნელს მშვენიერი მატჩისთვის მადლობა გადავუხადო. "იუნაიტედის" დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვებების სიხარული დაბრუნდა, გასული წლის 0-3 გადაიქცა 3-0.

გმადლობთ.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
18 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2014 19:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
როგორც მივხვდი, ლაშას არ აკმაყოფილებს ოთხეული და ჩემპიონობას უმიზნებს, რადგან აქცენტს სიტისთან და ჩელსისთან დევნას აქცევს. ნუ, ამბიციებს რა ჯობია კაცო. ან რა სახსენებელია ახლა ეს, მაგრამ სოტონმა წააგო, ვესტ ჰემმა ვერ მოიგო და ეს არანაკლებად გამხარებია. მიუხედავად იმისა, რომ მათ მუდმივად ბრძოლისუნარიან გუნდებად არ მივიჩნევ, ჯობია ყველაფერი ახლავე გაირკვეს.

ისე რა მინდა გკითხო. როგორ ფიქრობ, როცა ფეხბურთელები დაბრუნდებიან, იუნაიტედი 4 მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: Wardell
15 დეკემბერი 2014 19:08
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ოოოო ეგ უკვე რთული გამოსაცნობია, მაგრამ კარგი თავსატეხი კი გაუჩნდება ჩვენ ჰოლანდიელ მოხუცს და არა მარტო მცველებთან დაკავშირებით. ბლინდი-ფელაინი-ერერა-კერიკს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება, რუნის და მატას პოზიციების შერჩევა, დი მარიას დაბრუნება კიდევ უფრო შეცვლის სათამაშო სქემას, მოკლედ ძნელი მაგრამ სასიამოვნო სამუშაო ელის.
0
№13
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2014 19:09
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ყოველთვის იმაზე წუხს, რომ ცოტა არჩევანი აქვს და როგორმე მიხედავს მაგ პრობლემას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Wardell
15 დეკემბერი 2014 19:12
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
იმედი მაქვს გაართმევს თავს.
0
№15
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2014 20:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დაცვაში მუშაობასა და შეტევაში ჩართვას შორის 22 წამი გავიდა. 22 წამში "იუნაიტედმა" შეტევა განახორციელა, რუნიმ კი მთელი მოედანი ჩაირბინა.


შრეკი love

ბლინდი აკლია გუნდს მაგრად. დაბრუნდება და ბევრი პრობლემაც მოგვარდება ჩემი აზრით. კარგი მატჩი ჩავატარეთ, დე ხეა როგორც ყოველთვის საოცრებებს აკეთებს. ბევრი მომენტი გააფუჭეს და დაისაჯნენ კიდეც. მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ და კარგი ანგარიშითაც მოვიგეთ

დაცვაში მუშაობასა და შეტევაში ჩართვას შორის 22 წამი გავიდა. 22 წამში "იუნაიტედმა" შეტევა განახორციელა, რუნიმ კი მთელი მოედანი ჩაირბინა.


შრეკი love

ბლინდი აკლია გუნდს მაგრად. დაბრუნდება და ბევრი პრობლემაც მოგვარდება ჩემი აზრით. კარგი მატჩი ჩავატარეთ, დე ხეა როგორც ყოველთვის საოცრებებს აკეთებს. ბევრი მომენტი გააფუჭეს და დაისაჯნენ კიდეც. მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ და კარგი ანგარიშითაც მოვიგეთ
0
№16
ავტორი: VaRdo
16 დეკემბერი 2014 01:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
RojoDiablo,

მომწონს შენი აზროვნება : )) ბევრ სიმართლეს წერ . მართლაც რომ ჯერ ნახევარი გუნდი არ გვყავს სასტავის ხალხი და შედეგს ისე ვდებთ და რომ დაბრუნდებიან წარმომიდგენია რა იქნება + ხარისხი არ ვარგა ჯერ და ქვეყანა რამ არის გამოსასწორებელი. დე გეას რაც შეეხება არც იდარდოთ. ეგ კაცი არ წავა რეალში და დამშვიდდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№17
ავტორი: Macklemore
16 დეკემბერი 2014 03:37
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჩემი საყვარელი სიახლე! დიდი მადლობა დუმბო!
0
№18
ავტორი: red devil
17 დეკემბერი 2014 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეხლა მაინც ხო ხედავთ ვალენსია რო საჭირო კაცია გუნდში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top