ცალსახად იმის თქმა, რომ ლუი ვან გაალი მოწინააღმდეგიდან გამომდინარე მოქმედეს არ შეიძლება. როცა შენი გუნდის შემადგენლობა ლიგის სხვა გუნდების უმრავლესობის შემადგენლობას აღემატება, პირველ რიგში საკუთარი თავიდან გამომდინარე თამაშობ. თუმცა მოწინააღმდეგის საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად (რითაც გიგზია დაკავებული) იღებენ მნიშვნელოვან საკადრო და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს, რათა მოწინააღმდეგის სუსტ მხარეებზე მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ.
ამ მიზეზით, "ლივერპულთან" მატჩში რუნი ისევ ნახევარდაცვაში გაუშვეს, ხოლო მეორე ფორვარდის პოზიციაზე უილსონი დადგა.
რაც შეეხება სქემას, გამოყენებულ იქნა 3 მცველიანი ტაქტიკა, რისგანაც უკვე დაზარალდნენ "არსენალი" და "საუთჰემპტონი". ზოგ გულშემატკივარს მცველთა ასეთი განლაგება დაცვის არასტაბილურობისა და გაურკვევლობის გამო არ მოსწონს, მაგრამ შედეგი ტაბლოზეა. შესაძლოა დაცვაში მაღალი დონის შემსრულებელები რომ თამაშობდნენ, რომლებიც ყოველ კვირაში არ იცვლებიან, ეს სქემა "იუნაიტედის" ჭიისგან პეპელას დაბადებს. დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ჰოლანდიელის აქტივში კიდევ ერთი გამარჯვება მიათვალეთ.
"ლივერპულის" მომენტები
მთელი მატჩის განმავლობაში "ლივერპულმა" დე ხეას კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ამასთან ერთად, ვერ ვიტყვით, რომ "იუნაიტედის" დაცვა ხშირად ცდებოდა. უმჯობესია საკადრისი შექება მოწინააღმდეგის შემტევ ხაზს მივუზღოთ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საბოლოო ანგარიშიდან გამომდინარე.
პირველი ეპიზოდი მე-12 წუთზე მოხდა. ლალანამ სტერლინგს შესანიშნავი გამჭოლი პასი მიაწოდა, რითაც რუნიც და ჯონსიც მოატყუა, რომლებიც თავდამსხმელს იჭერდნენ. დავიდ დე ხეა მოწოდების სიმაღლეზე იყო და გუნდი იხსნა.
მომდევნო ეპიზოდში სტერლინგმა მარტივი ფინტით მოატყუა ჯონსი პირდაპირ საჯარიმოში. სტერლინგის მოძრაობის სისწრაფე და მიმართულების უცაბედი ცვალება ცნობილია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველები უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ.
***
"იუნაიტედის" დაცვამ სერიოზული შეცდომა მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში დაუშვა.
აქ აღსანიშნავია კონცენტრაციის დაკარგვის მომენტი და მოდუნება, რაც ორბურთიანი უპირატესობის შედეგია. ამიტომ ეპიზოდი ზედმიწევნით განვიხილოთ.
ცენტრალური მცველები იღებენ ბურთს და იწყება ევანსსა და კერიკის შორის არასაჭირო პასების კეთება. ამის შემდეგ ჯონი ევანი, რომელმაც არ იცოდა ბურთისთვის რა ექნა, შეეცადა შეტევა წამოეწყო, რამაც უკან გაკეთებული ცუდი პასი გამოიწვია.
შეიძლება აქ ევანსის დადანაშაულებაც და კერიკის უყურადღებობის გამოყოფაც, მაგრამ მთელი ყურადღება მაინც საერთო მოდუნებას უნდა მივაწეროთ, რომელსაც შეეძლო გოლი გამოეწვია.
პირველი განხილვების დროს აღვნიშნეთ, რომ "იუნაიტედი" კონცენტრაციას მას შემდეგ კარგავდა, როცა გოლი გაჰქონდა, მაგრამ მომდევნო შეხვედრებში გუნდმა ამას თავი დააღწია.
***
კიდევ ერთი სახიფათო ეპიზოდი 67-ე წუთზე შედგა, როცა ხაზთან ცეკვის შემდეგ სტერლინგმა ბალოტელის გაუკეთა პასი. ჯერ ჯონსი, შემდეგ კი ევანსი ეთამაშა სტერლინგს ძალიან ცუდად.
პლუს, კერიკი ელოდებოდა პასს და არ იყვანდა თავად თავდამსხმელს, რასაც დე ხეას კიდევ ერთი ფანტასტიური სეივი მოჰყვა.
***
"ლივერპულის" გატანის უკანასკნელი შანსი მოედანზე მარკოვიჩის გამოსვლისა და მის მიერ ბალოტელისთვის გადაწოდებული გადაცემის შემდეგ მიეცა. ევანსმა "ლივერპულის" თავდამსხმელს დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა და დე ხეამ ისევ იხსნა გუნდი.
***
რაჰიმ სტერლინგმა კარგი მატჩი ჩაატარა და "იუნაიტედის" დაცვისთვის დიდი თავსატეხი გახდა. კარის აღებისთვის კარგი მომენტები ბალოტელისაც ჰქონდა. მაგრამ დე ხეას ძალიან სურდა კარის მშრალად შენახვა.
"იუნაიტედის" შეტევა
თუ მომდევნო სურათს ვუჩვენებთ ადამიანს, რომელსაც მატჩი არ უნახავს და ვკითხავთ, რა მოხდება შემდეგ, საეჭვოა ასეთი პასუხი მივიღოთ: "ვალენსია ორივე მცველს მოატყუებს და საგოლე პასს გააკეთებს".
ეს ჭეშმარიტად მშვენიერი მოქმედება იყო, რომელსაც სახელად ვალენსიას გოლი უნდა ვუწოდოთ.
ყურადღება მივაქციოთ კოუტინიოს თამაშს, რომელმაც რუნი არ დაკეტა.
კოუტინიო რუნისთან ახლოს
კოუტინიო ჩამორჩა
კიდევ ერთი მომენტი, რომლის აღნიშვნაც ნამდვილად ღირს.
დავუბრუნდეთ სურათს, რომლითაც განხილვა დავიწყეთ. ყურადღება მიაქციეთ ტაიმერს (11:28) და რუნის მდებარეობას, რომელიც დაცვაში მუშაობს (არც თუ საიმედოდ, მაგრამ მაინც). ამასთან ერთად, ეპიზოდი ჯერ დასრულებული არ არის და დე ხეას სეივის შემდეგ შეტევის დაწყების ზუსტი დროა - 11:34.
"იუნაიტედის" პირველი გოლის დრო, რომელიც რუნიმ გაიტანა - 11:56.
ანუ, დაცვაში მუშაობასა და შეტევაში ჩართვას შორის 22 წამი გავიდა. 22 წამში "იუნაიტედმა" შეტევა განახორციელა, რუნიმ კი მთელი მოედანი ჩაირბინა.
***
მეორე გოლი არანაკლებ საოცარია.
მომენტი დაიწყო მაშინ, როცა ხუან მატამ შეტევაში ჯონი ევანსი ჩართო, რადგან ფლანგზე გასასვლელი თავისუფალი იყო. თავად მატა კი მაშინვე წინ გაიქცა.
ხუანს იმედი ჰქონდა, რომ საპასუხი პასს მიიღებდა და საჯარიმოს კუთხეში აღმოჩნდებოდა, სადაც თავისუფალი ზონა იყო. ჯონის პასის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ მცველებმა სივრცე დაკეტეს და ევანსმა უბრალოდ იანგს მიაწოდა ბურთი.
მას შემდეგ, რაც საჯარიმოში შევიდა მატა, დაინახა, რომ იმ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ განხორციელდებოდა ჩაწოდება, ვან პერსი იმყოფებოდა და მცველებს შორის თავისუფალ ზონაში გადაადგილდა.
ესპანელის ასეთმა ჭკვიანურმა გადადგილებამ და მუდმივად თავისუფალი ზონების ძიებამ გამოიწვია მეორე გოლი. სიმართლის გულისთვის, გოლი თამაშგარიდან გავიდა, რადგან ბურთს რობინი შეეხო.
***
უკანასკნელი გოლი ხუან მატას ბენეფისად იქცა, რომელმაც თავისი გადაცემებით ორჯერ გამოთიშა "ლივერპულის" დაცვა ეპიზოდს. რობინ ვან პერსის კი მხოლოდ კარში მოხვედრაღა აკლდა.
დაკვირვება
ვალენსიას ფლანგი კიდევ ერთხელ გამოიყურებოდა საპირისპირო ფლანგთან შედარებით უფრო აქტიურად.
გუშინ ანტონიომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ხშირად აწიოკებდა დაცვას და მოწინააღმდეგეებს ერთი მეორის მიყოლებით ატყუებდა.
ფელაინი
მთელი მატჩის ინ იანი. ერთის მხრივ, მარუანს ყველაზე მეტი ართმევა აქვს და მესამე გოლი სწორედ მისი ართმევის შემდეგ გავიდა, მეორეს მხრივ - უხიფათო სიტუაციებში კოშმარული დაკარგვები და ბურთის სუსტი კონტროლი.
ფელაინის პოზიცია ისეთია, რომ მას არ აქვს ასე ხშირად ბურთის დაკარგვის უფლება, რადგან ამას მოწინააღმდეგის აუცილებელი სახიფათო შეტევა მოსდევს.
სტანდარტები
"ლივერპულს" სტანდარტულებიდან არავითარი სახიფათო ეპიზოდის შექმნა არ გამოუვიდა, თუმცა 7 კუთხური და რამდენიმე საჯარიმო ჩააწოდეს.
ამ მნიშვნელოვან კომპონენტში ვან გაალის გუნდის პროგრესი შესამჩნევია.
ხუან მატა
უკვე აღნიშნული გოლების გარდა უნდა ითქვას, რომ ხუანი ყველგან ყოფნას ცდილობდა. როცა საჭირო იყო დაცვაში შრომობდა, როცა საჭირო იყო რუნის უთმობდა თავდამსხმელის უკან პოზიციას. ესპანელს მისთვის ჩვეული, პასების 90%-ზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ფეხბურთელისთვის, რომელსაც მომენტების შექმნა ევალება, ეს აბსოლუტურად მაღალი დონის მაჩვენელია.
მატა, რუნი, ერერა, ვან პერსი - ეს არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან კარგად მოქმედებენ მოედანზე და შეტევაში ნამდვილ კარუსელს ქმნიან, რაც მოწინააღმდეგეს პრობლემებს უქმნის.
დავიდ დე ხეა
დავიდისთვის დაუჯერებელი სეივების განხორციელება უკვე ჩვეულებრივი ამბავია. "ლივერპულთან" მატჩში მან 9-ჯერ აიღო კარში დარტყმული. როგორც ჩანს, დე ხეამ სერიოზულად გადაწყვიტა ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვება.
დასასრულს
ბოლოს, მინდა ფეხბურთელებსა და მწვრთნელს მშვენიერი მატჩისთვის მადლობა გადავუხადო. "იუნაიტედის" დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვებების სიხარული დაბრუნდა, გასული წლის 0-3 გადაიქცა 3-0.