თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2014, 22:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2509,
კომენტარები: 14
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის სრული ინტერვიუ მატჩის შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი, 3:0 "ლივერპულთან" მატჩში. ალბათ დღეს ძალიან კმაყოფილი ხართ.

ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ ისევ მიმაჩნია, რომ თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ. მოწინააღმდეგეს ხშირად ვუთმობდით ბურთს და ისინი მომენტებს ქმნიდნენ. ასეთი რამ კი არ უნდა დავუშვათ. მოგებების სერია გავაგრძელეთ და დე ხეას ფანტასტიური რეაქციების წყალობით გოლი არ გავუშვით.

როგორც ჩანს, თქვენი მეკარით ამაყობთ. "იუნაიტედის" თავდასხმა კი ყველა მომენტს იყენებს.

დიახ, ჩვენი ფორვარდების მაღალი კლასი თავის როლს თამაშობს. ამიტომ, მათი გოლები არ მაკვირვებს. დღეს ლამაზი გოლები გავიტანეთ, ვითამაშეთ ერთი შეხებით და ეს ძალიან მახარებს.

ტრავმის შემდეგ მოთამაშეები მწყობრში დგებიან. უახლოეს მომავალს ოპტიმიზმით უყურებთ?

უკანასკნელმა ვარჯიშმა კიდევ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი მაჩუქა - მარკოს როხო და დაცვის ხაზში ისევ მომიხდა ცვლილების შეტანა. არ გამიმართლა. მაგრამ მართალი ხართ, უფრო მეტი ფეხბურთელი ბრუნდება, ვიდრე იტრავმება.

თქვენი აზრით, დაცვაში ცვლილებს მოჰყვება საგოლე მომენტები?

არა, ეს ხომ უკვე აგიხსენით. ჩვენ ბურთს "ლივერპულს" ვაძლევდით, ეს კი არ იყო აუცილებელი. მეორე ტაიმში დიდი თავისუფალი სივრცე გვქონდა, უფრო თავისუფლად მოქმედება შეგვეძლო, მაგრამ ბურთს მაინც ვკარგავდით. ეს ცუდია. ხვალ კი ჩემს ფეხბურთელებს ვკითხავ, თუ რატომ ხდებოდა ასე.

მეექვსე გამარჯვება ზედიზედ...

(იცინის) კარგია არა? კარგია!

გუნდი საჩემპიონო რბოლაში მონაწილეობს?

ძალიან ბედნიერი ვარ ჩვენი გამარჯვებების სერიის გამო და მომდევნო მატჩს ველოდები. შეხვედრა "ასტონ ვილასთან" გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი შეხვედრაა. როცა გასვლაზე ვთამაშობთ, სირთულეები ყოველთვის ჩნდება, მაგრამ ბირმინგემული კლუბის დამარცხება აუცილებელია.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Lev
15 დეკემბერი 2014 01:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
ძალიან მიხარია! ლუი ეიფორიაში კი არ არის უკვე შემდეგ თამაშზე ფიქრობს))) ნელნელა იმედი მიჩნდება)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: chudikone
15 დეკემბერი 2014 09:21
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
და მაინც შოუ ბლინდი და დი მარია გვაკლია. ვილასაც ეყკინება ვფიქრობ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2014 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ველოდები მეშვიდე გამარჯვებას winked
0
№14
ავტორი: red devil
15 დეკემბერი 2014 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვილასაც უნდა მოვუგოთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top