თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2014, 22:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2509,
კომენტარები: 14
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალის სრული ინტერვიუ მატჩის შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი, 3:0 "ლივერპულთან" მატჩში. ალბათ დღეს ძალიან კმაყოფილი ხართ.

ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ ისევ მიმაჩნია, რომ თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ. მოწინააღმდეგეს ხშირად ვუთმობდით ბურთს და ისინი მომენტებს ქმნიდნენ. ასეთი რამ კი არ უნდა დავუშვათ. მოგებების სერია გავაგრძელეთ და დე ხეას ფანტასტიური რეაქციების წყალობით გოლი არ გავუშვით.

როგორც ჩანს, თქვენი მეკარით ამაყობთ. "იუნაიტედის" თავდასხმა კი ყველა მომენტს იყენებს.

დიახ, ჩვენი ფორვარდების მაღალი კლასი თავის როლს თამაშობს. ამიტომ, მათი გოლები არ მაკვირვებს. დღეს ლამაზი გოლები გავიტანეთ, ვითამაშეთ ერთი შეხებით და ეს ძალიან მახარებს.

ტრავმის შემდეგ მოთამაშეები მწყობრში დგებიან. უახლოეს მომავალს ოპტიმიზმით უყურებთ?

უკანასკნელმა ვარჯიშმა კიდევ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი მაჩუქა - მარკოს როხო და დაცვის ხაზში ისევ მომიხდა ცვლილების შეტანა. არ გამიმართლა. მაგრამ მართალი ხართ, უფრო მეტი ფეხბურთელი ბრუნდება, ვიდრე იტრავმება.

თქვენი აზრით, დაცვაში ცვლილებს მოჰყვება საგოლე მომენტები?

არა, ეს ხომ უკვე აგიხსენით. ჩვენ ბურთს "ლივერპულს" ვაძლევდით, ეს კი არ იყო აუცილებელი. მეორე ტაიმში დიდი თავისუფალი სივრცე გვქონდა, უფრო თავისუფლად მოქმედება შეგვეძლო, მაგრამ ბურთს მაინც ვკარგავდით. ეს ცუდია. ხვალ კი ჩემს ფეხბურთელებს ვკითხავ, თუ რატომ ხდებოდა ასე.

მეექვსე გამარჯვება ზედიზედ...

(იცინის) კარგია არა? კარგია!

გუნდი საჩემპიონო რბოლაში მონაწილეობს?

ძალიან ბედნიერი ვარ ჩვენი გამარჯვებების სერიის გამო და მომდევნო მატჩს ველოდები. შეხვედრა "ასტონ ვილასთან" გვაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი შეხვედრაა. როცა გასვლაზე ვთამაშობთ, სირთულეები ყოველთვის ჩნდება, მაგრამ ბირმინგემული კლუბის დამარცხება აუცილებელია.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2014 23:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დე ხეა მაინც არ შეაქო. არც წინა ჯერზე შეაქო სოტონთან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Gvantsaa
14 დეკემბერი 2014 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
კარგია,კარგი ... ♥

შემდგომში შეცდომები გამოსწორებული უნდა იყოს .
0
№3
ავტორი: VaRdo
14 დეკემბერი 2014 23:15
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: RojoDiablo
დე ხეა მაინც არ შეაქო. არც წინა ჯერზე შეაქო სოტონთან.


დე ხეას ფანტასტიური რეაქციების წყალობით გოლი არ გავუშვით.


აბა ეს რა არის? ხომ არ ჩამოკრავდა ეხლა დე ჰეაზე? lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: RedTeen
14 დეკემბერი 2014 23:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
დე ხეა რომ არ გვყავდეს არ ვიცი რა გვეშველებოდა.. love
0
№5
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2014 23:22
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
VaRdo,
მეორე კითხვაზე ვამბობ. იმ კითხვის დროს როგორც ჩანს ამაყობთო და ამაზე არაფერი უპასუხა. მაგას შექება არ ჰქვია. სოტონთანაც დაახლოებით ეგეთი რამ თქვა და თან დააყოლა, ამის გამო უნდა ჩავთვალო, რომ მან სასწაულები ჩაიდინა? მეკარის ვალი გუნდის გადარჩენაა და სწორედ ასე უნდა იქცეოდესო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Nistelrooy
14 დეკემბერი 2014 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
დე ხეა am
0
№7
ავტორი: AkkRed
14 დეკემბერი 2014 23:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დე ხეამ ზანგები არ გაახარა
0
№8
ავტორი: VaRdo
14 დეკემბერი 2014 23:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: RojoDiablo
VaRdo,
მეორე კითხვაზე ვამბობ. იმ კითხვის დროს როგორც ჩანს ამაყობთო და ამაზე არაფერი უპასუხა. მაგას შექება არ ჰქვია. სოტონთანაც დაახლოებით ეგეთი რამ თქვა და თან დააყოლა, ამის გამო უნდა ჩავთვალო, რომ მან სასწაულები ჩაიდინა? მეკარის ვალი გუნდის გადარჩენაა და სწორედ ასე უნდა იქცეოდესო



აღარავის უკვირს დე ჰეას მსგავსი მატჩები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Best 7
15 დეკემბერი 2014 00:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ასტონი ვილასთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ!
0
№10
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2014 00:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზედიზედ მეექვსე გამარჯვება, ლივერპულთან 3-0 winked

დე ხეა საოცრებაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top