თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2014, 21:21
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3089,
კომენტარები: 18
რობინ ვან პერსი და დავიდ დე ხეა მატჩის შემდეგ
მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
რობინ ვან პერსი და დავიდ დე ხეა მატჩის შემდეგ
რობინ, თქვენ "საუთპემტონთან" გამართული მატჩის შემდეგ განაცხადეთ რომ, გულშემატკივარი ჰქომაგობდა გუნდს როგორც ძველ დროს. იგრძენით იგივე დღეს?

რა თქმა უნდა! ფანები იყვნენ შესანიშნავები პირველიდან ბოლო წუთებამდე. ისინი ნამდვილად მე-12 მოთამაშეები იყვნენ. მთლიანობაში ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, დავიდმა კი უმაღლეს დონეზე ითამაშა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასეთი რამ გამოდის, გუნდი იგებს 3-0 და მატჩის საუკეთესო მოთამაშე მეკარე ხდება...

(იცინის)მართალი ხართ ასეთი რამ იშვიათად ხდება, თუმცა დავიდმა ყველაზე კარგად ითამაშა, როგორც ყოველთვის ის საუკეთესო იყო. ჩვენი ბიჭია!

დავიდ, თქვენ შესანიშნავ ფორმაში ხართ! რას ფიქრობთ, რას შეიძლება ეს მივაწეროთ?

მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ, შევძელით და "ლივერპულთან" შეხვედრაში 3 ქულა ავიღეთ. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, გავიტანეთ 3 გოლი - ეს საოცარი იყო.

მოგვიყევით თქვენ შთაბეჭდილებებზე, რომელიც მატჩზე დაგეუფლათ. პირველ ტაიმში პაექრობა ძირითადად რაჰიმ სტერლინგთან გიწევდათ, მეორე ტაიმში კი მას მარიო ბალოტელი დაემატა...

პირველ ნახვარში სტერლინგის 2 რთული დარტყმულის მოგერიება მომიწია, შესვენების შემდეგ კი მარიო ბალოტელიმაც შემიქმნა პრობლემები, ბიჭებმა კი შეძლეს და 3 გოლი გაიტანეს. უბრალოდ შესანიშნავი იყო!

როგორც ჩანს სრულებითაც არ გაღელვებს ყოველ მატჩში განსხვავებული უკანა ხაზის ხილვა.

როგორც იცით ბევრი ტრავმირებული გვყავს და ამიტომ მწვრთნელს უწევს როტაციას მიმართოს და ბიჭებიც თავს ართმევენ ამას.

რობინ, მატას გოლის მომენტში ხუანი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუკი თქვენ ბურთს შეეხეთ. იყო შეხება? გამეორებაზე ეს კარგად არ ჩანს

დიახ. მე შევეხე ბურთს და შეგიძლიათ საგოლე გადაცემა ჩამიწეროთ. (იცინის)

თქვენი აზრით რის ხარჯზე მიაღწია გუნდმა წარმატებას?

ვფიქრობ ასეთ მატჩებში ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი გოლის გატანა, ეს მოთამაშეებს ამშვიდებს. ჩემი აზრით მაიკლ კერიკის თამაშმა დიდი როლი შეიტანა ჩვენს გამარჯვებაში. ჯონი ევანსმა და ფილ ჯონსმაც ძალიან კარგად ითამაშეს.

დავიდ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხრილის სათავისკენ მიიწევს. ახლა უფრო მაღლა იხედებით?

დიახ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ჩვენ გვსურს პირველი ადგილზე ყოფნა. თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო და ისეთი თამაშები, როგორც დღეს.






წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: N10
14 დეკემბერი 2014 23:45
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
ვიდეო მაგარია ვანპერსი რო იძახის შეიგიძლიათ ასისტი ჩამიწეროთო

საღოოლ ყველას იანგს და ვალენსიასაც კი მაგრები ხართ!
0
№12
ავტორი: PaLoMo
14 დეკემბერი 2014 23:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Magrad itamashes nichebma sagol me vuyure 1 taims da kide 15 wuts bravo bichebi damevasa tamashii valencias bravo dges magrad itamasha momewonaaa iangi ver shevamchnie vabshee
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№13
ავტორი: Macklemore
15 დეკემბერი 2014 00:02
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მაგარი მატჩი გამოუვიდა ორივეს. განსაკუთრებით დე ხეას!!
0
№14
ავტორი: Best 7
15 დეკემბერი 2014 00:20
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დე ხეაა ველიკიი!
0
№15
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2014 00:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორც ყოველთვის ის საუკეთესო იყო. ჩვენი ბიჭია!


wink

პერსიმაც შეაგდო თავის გოლი winked
0
№16
ავტორი: chudikone
15 დეკემბერი 2014 10:38
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დე ხეას ძეგლს ვითხოვ მერამდენე მატჩია !!!

რობინს ეტყობა რო ძალიან მაგარი პიროვნებაა, ყოველ ინტერვიუში ცდილობს ვინმე გააცინოს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№17
ავტორი: red devil
15 დეკემბერი 2014 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დეხეას 10 წლიანი კონტრაქტი და გამოსასყიდი დანხა მილიარდი :D მშვიდად რო ვიყოთ რა :D
0
№18
ავტორი: Berba 9
15 დეკემბერი 2014 22:20
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კაები !)))) wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top