თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2014, 21:21
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3089,
კომენტარები: 18
რობინ ვან პერსი და დავიდ დე ხეა მატჩის შემდეგ
მატჩის შემდგომი ინტერვიუ.
რობინ ვან პერსი და დავიდ დე ხეა მატჩის შემდეგ
რობინ, თქვენ "საუთპემტონთან" გამართული მატჩის შემდეგ განაცხადეთ რომ, გულშემატკივარი ჰქომაგობდა გუნდს როგორც ძველ დროს. იგრძენით იგივე დღეს?

რა თქმა უნდა! ფანები იყვნენ შესანიშნავები პირველიდან ბოლო წუთებამდე. ისინი ნამდვილად მე-12 მოთამაშეები იყვნენ. მთლიანობაში ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, დავიდმა კი უმაღლეს დონეზე ითამაშა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასეთი რამ გამოდის, გუნდი იგებს 3-0 და მატჩის საუკეთესო მოთამაშე მეკარე ხდება...

(იცინის)მართალი ხართ ასეთი რამ იშვიათად ხდება, თუმცა დავიდმა ყველაზე კარგად ითამაშა, როგორც ყოველთვის ის საუკეთესო იყო. ჩვენი ბიჭია!

დავიდ, თქვენ შესანიშნავ ფორმაში ხართ! რას ფიქრობთ, რას შეიძლება ეს მივაწეროთ?

მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ, შევძელით და "ლივერპულთან" შეხვედრაში 3 ქულა ავიღეთ. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, გავიტანეთ 3 გოლი - ეს საოცარი იყო.

მოგვიყევით თქვენ შთაბეჭდილებებზე, რომელიც მატჩზე დაგეუფლათ. პირველ ტაიმში პაექრობა ძირითადად რაჰიმ სტერლინგთან გიწევდათ, მეორე ტაიმში კი მას მარიო ბალოტელი დაემატა...

პირველ ნახვარში სტერლინგის 2 რთული დარტყმულის მოგერიება მომიწია, შესვენების შემდეგ კი მარიო ბალოტელიმაც შემიქმნა პრობლემები, ბიჭებმა კი შეძლეს და 3 გოლი გაიტანეს. უბრალოდ შესანიშნავი იყო!

როგორც ჩანს სრულებითაც არ გაღელვებს ყოველ მატჩში განსხვავებული უკანა ხაზის ხილვა.

როგორც იცით ბევრი ტრავმირებული გვყავს და ამიტომ მწვრთნელს უწევს როტაციას მიმართოს და ბიჭებიც თავს ართმევენ ამას.

რობინ, მატას გოლის მომენტში ხუანი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუკი თქვენ ბურთს შეეხეთ. იყო შეხება? გამეორებაზე ეს კარგად არ ჩანს

დიახ. მე შევეხე ბურთს და შეგიძლიათ საგოლე გადაცემა ჩამიწეროთ. (იცინის)

თქვენი აზრით რის ხარჯზე მიაღწია გუნდმა წარმატებას?

ვფიქრობ ასეთ მატჩებში ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი გოლის გატანა, ეს მოთამაშეებს ამშვიდებს. ჩემი აზრით მაიკლ კერიკის თამაშმა დიდი როლი შეიტანა ჩვენს გამარჯვებაში. ჯონი ევანსმა და ფილ ჯონსმაც ძალიან კარგად ითამაშეს.

დავიდ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ცხრილის სათავისკენ მიიწევს. ახლა უფრო მაღლა იხედებით?

დიახ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. ჩვენ გვსურს პირველი ადგილზე ყოფნა. თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი შრომაა საჭირო და ისეთი თამაშები, როგორც დღეს.






წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: გაბადაძე
14 დეკემბერი 2014 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
და ხალხი დეხეას გაშვებაზე ბაზრობს :D არ მიყურება თამაშისთვის მარა სტატისტიკა რო ვნახე დე ხეას საოცრებები აქ ჩადენილი ეტყობა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 დეკემბერი 2014 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი რა ვთქვა, წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებს დე ხეა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის კარში მსოფლიოს საუკეთესო კიპერი გვიდგას...
0
№3
ავტორი: Stivi Ji
14 დეკემბერი 2014 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
dgeidan manchesters vugulshematkivreb imedia mimigebt stivi jis paniga var liveshi da egaa
0
№4
ავტორი: Manchester_M
14 დეკემბერი 2014 22:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჩვენი ბიჭია!


სგ ბიჭებს ცხრილის სათავეში უნდა მოვექცეთ შეუძლებელი არაფერია :*
0
№5
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2014 22:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დავიდ, თქვენ შესანიშნავ ფორმაში ხართ! რას ფიქრობთ, რას შეიძლება ეს მივაწეროთ?

მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ, შევძელით და "ლივერპულთან" შეხვედრაში 3 ქულა ავიღეთ. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, გავიტანეთ 3 გოლი - ეს საოცარი იყო.


აი ამ კითხვასთან ეს პასუხი რა შუაშია ვერ გავიგე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Fella
14 დეკემბერი 2014 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
მალეე პირვეეელზეეე ვიჩიითეებით ბიჭეებოოო !! love
0
№7
ავტორი: VaRdo
14 დეკემბერი 2014 23:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
თქვენ გენაცვალეთ :* 18 ქულა 18 შესაძლო ქულიდან.

დე გეა love

პერსი love

რუნი love

პოზიტივი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Wardell
14 დეკემბერი 2014 23:11
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
არ უყვარს კაცს თავის თავზე ლაპარაკი და რა ქნას :D :D :D
0
№9
ავტორი: Nistelrooy
14 დეკემბერი 2014 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
დაცვაში თამაში უნდა გამოვასწოროთ. როდემდე უნდა გადაგვარჩინოს დე ხეამ :/ ცოდოა ეს კაციც ;დ
0
№10
ავტორი: AkkRed
14 დეკემბერი 2014 23:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არცერთი ესპანელი არ უნდა გაიშვას გუნდიდან ♥♥
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top