თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2014, 15:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2424,
კომენტარები: 11
გარი ნევილმა "იუნაიტედი" დატოვა
გარი ნევილი კლუბიდან წავიდა.
გარი ნევილმა
გარი ნევილმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ელჩის პოსტი მიატოვა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა "საუთჰემპტონთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლუი ვან გაალი გააკრიტიკა.

ვან გაალი კრიტიკას ცუდად შეხვდა და არსებობს შეგრძნება იმისა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გარი ნევილი გაცილებით კრიტიკულად ეკიდება "იუნაიტედის" თამაშს ვიდრე, ფეხბურთელობის პერიოდში.

წყაროს თანახმად, ნევილმა პოსტის დატოვება იმიტომ გადაწყვიტა, რომ "იუნაიტედის" ელჩის როლის შესრულებისთვის გაცილებით ნაკლები დრო რჩებოდა sky sport-ზე ექსპერტად მუშაობისა და ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის ასისტენტობის გამო.

გარი ნევილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდად არის აღქმული და მას ვან გაალმა "იუნაიტედის" კრიტიკის გამო სიტყვებისთვის ყურადღების მიქცევა ურჩია.

შეგახსენებთ, რომ ნევილმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 1992-2011 წლებში ითამაშა, 602 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

წყარო: mirror
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
15 დეკემბერი 2014 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ცუდადო არავინ ამბობს მის დროს ბევრი ჯობდა და არც ისე ძლიერი მცველი იყო. მისი პლიუსი სტაბილურობა იყო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top