გარი ნევილმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ელჩის პოსტი მიატოვა.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა "საუთჰემპტონთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლუი ვან გაალი გააკრიტიკა.
ვან გაალი კრიტიკას ცუდად შეხვდა და არსებობს შეგრძნება იმისა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გარი ნევილი გაცილებით კრიტიკულად ეკიდება "იუნაიტედის" თამაშს ვიდრე, ფეხბურთელობის პერიოდში.
წყაროს თანახმად, ნევილმა პოსტის დატოვება იმიტომ გადაწყვიტა, რომ "იუნაიტედის" ელჩის როლის შესრულებისთვის გაცილებით ნაკლები დრო რჩებოდა sky sport-ზე ექსპერტად მუშაობისა და ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის ასისტენტობის გამო.
გარი ნევილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდად არის აღქმული და მას ვან გაალმა "იუნაიტედის" კრიტიკის გამო სიტყვებისთვის ყურადღების მიქცევა ურჩია.
შეგახსენებთ, რომ ნევილმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 1992-2011 წლებში ითამაშა, 602 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.