იმისათვის, რომ დერბის ატმოსფერო უკეთ გაითავისოთ, თქვენ ყურადღებას ისტორიულ ფაქტებსა და გამოთქმებს მივაპრყრობთ.
ისტორია ფაქტებში
ზოგიერთი დაპირისპირება სპორტის ფარგლებს სცდება და ეს დერბი ამის დასტურია. მე-19 საუკუნის მიწურულს მანჩესტერი და ლივერპული ეკონომიკური მიზეზების გამო ჩრდილო-დასავლეთისთვის იბრძოდნენ. 1894 წელს მანჩესტერში გემისთვის არხები აშენდა. ეს ნიშნავდა, რომ ახლა მანჩესტერში პირდაპირი გზით შეიძლებოდა საქონლის ჩატანა და ლივერპულის გავლა საჭირო აღარ იყო. შედეგად, მრავალმა მერისეისაიდელმა დაკარგა სამუშაო. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ლივერპულის სიძულვილი მანჩესტერისადმი, რაც ამ დაპირისპირების შესანიშნავი საბაბია.
***
პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის "ენფილდზე" გაიმართა და "იუნაიტედი" 7-0 განადგურდა. მომდევნო შეხვედრაში "იუნაიტედმა" რევანში აიღო და 5-2 სძლია მეტოქეს.
***
მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს "ოლდ ტრაფორდი" განადგურდა, "ლივერპული" ორჯერ ეთამაშა "იუნაიტედს" "მანჩესტერ სიტის" მოედანზე.
***
დერბის არსებობის 120 წლის განმავლობაში ერთი გუნდიდან მეორეში პირდაპირი გზით 9 ფეხბურთელი გადადიოდა. 1912 წელს ტომ ჩორლტონი იყო პირველი, 1964 წელს კი უკანასკნელი ასეთი ფეხბურთელი ფილ ჩისნელი გახდა.
***
გუნდებს შორის მატჩი ჩვეულებრივ სადილობის დროს ტარდება, რათა ქომაგებმა მატჩამდე დალევა ვერ მოასწრონ.
***
ინგლისის თასზე 1977 წელს შეხვდა "იუნაიტედი" "ლივერპულს" და ამ უკანასკნელის ტრებლის ოცნება დაასამარა - 2-1.
***
963 მატჩიდან რაიან გიგზმა 48 შეხვედრა მერსეისაიდელებთან ჩაატარა, რაც დერბის ფერბურთელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაიანს ყოველთვის შეეძლო შესაბამისად აეხსნა, თუ ვინ არის აქ უფროსი.
ციტატები
სერ ალექს ფერგიუსონი: "ჩემი მთავარი მიზანი წყეული "ლივერპულის" დამხობაა. შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."
სტივენ ჯერარდი: "შესაძლოა "ელ კლასიკო" უკეთესია, მაგრამ ჩემთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩია, რადგან პრემიერ ლიგა - მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, ხოლო ეს ორი კლუბი ყველაზე წარმატებული."
ფერგიუსონი "ენფილდზე" კოლინ გიბსონის გაძევების შესახებ: "გუნდები ჩამოდიან აქ, იხრჩობიან უთქმელობისგან, მაგრამ ენას კბილს აჭერენ, რადგან იციან, მსაჯმა ისინი დაამარცხა."
აი როგორ უპასუხა ამას კენი დალგლიშმა, რომელსაც ხელში პატარა ქალიშვილი ეჭირა: "მისგან უფრო მეტ ჭკვიანურს მოისმენთ."
ბილ შენკლი, იმის შესახებ, რომ ლუ მაკარიმ "ლივერპულს" "იუნაიტედი" ამჯონინა: "აქ მაინც ვერ ითამაშებდა. მისი ყიდვა სარეზერვო გუნდისთვის მინდოდა."
ჯერარდი: "ჩემ მეგობარს ბრაიან რობსონის მაისური ჰქონდა. ფეხბურთს ვთამაშობდით და ვთხოვე, თუ შეიძლებოდა რობოს მაისურის ჩაცმა. მამაჩემი გაცოფდა, როცა ეს დაინახა. არ უნდოდა იმის ხილვა, თუ როგორ უშვებდა მისი შვილი ჯერარდების გვარს კანალიზაციაში.
გარი ნევილი: "მეზიზღება "ლივერპული", მეზიზღება სკაუზერები, მეზიზღება ყველაფერი, რაც მათთან არის დაკავშირებული!".
ფილ ტომპსონი: "მომდევნო დერბისთვის პოლიციის შეკრებას იმ წავიდანვე დავიწყებდი, როცა წინა დასრულდებოდა. ეს მატჩი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ისევე როგორც ყველასთვის. ვერსად ვერ ნახავთ ასეთ სწრაფვასა და სიძულვილს, როგორიც ამ დაპირისპირებას ახვევია გარს."
ფერგიუსონი იმის შესახებ, რომ ლუის სუარესმა პატრის ევრას ხელი არ ჩამოართვა:"ვერ ვიჯერებ - "ლივერპულის" სირცხვილია, უბრალოდ თავიდან უნდა მოიშორონ ის."
ენდი კოული, რომელმაც "ენფილდზე" 4 გოლი გაიტანა: "ეს მტრული ადგილია, მაგრამ სწორედ აქ გემატება სულისკვეთება. ცნობილი გამოთქმა იუწყება: "ეს "ენფილდია". გული გიგრძნობს: "სწორედ ასეა." ვიცოდი, რომ ყოველთვის გვექნებოდა სიტყვიერი შეტაკება, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "ეს მომწონს!"
მარიო ბალოტელიმ "ლესტერისა" და "იუნაიტედის" მატჩის შემდეგ Twitter-ზე დაწერა: "მანჩესტერ იუნაიტედი"... LOL [Laughing Out Loud - ხმამაღლა ვიცინი."
რაიან გიგზი: "ვთვლი, რომ "ლივერპულს", მის ისტორიასა და გუნდს ყოველთვის ვცემდი საკადრის პატივს. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს არის კლუბი, რომლის დამარცხებაც ყველაზე მეტად მომწონს."
ფილ ჩისნელი, რომელიც "იუნაიტედიდან" "ლივერპულში" გადავიდა 1964 წელს 25 ათას ფუნტად: "მანჩესტერი და ლივერპული - ორი უმსხვილესი ქალაქი, რომელთაც მხოლოდ ერთი საათის გზა აშორებთ. ორივე გუნდის ქომაგები მუშათა კლასს მიეკუთვნებიან და თითოეულ მათგანს ძლიერ უყვარს თავისი კლუბი. აი რატომ არსებობს მათ შორის დაპირსიპირება და ბოლო დროს ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან "იუნაიტედმა" მოგებული ჩემპიონობის რაოდენობით "ლივერპულის" რეკორდი დაამხო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ორივე გუნდი ცდილობს უპირატესობის დამტკიცებას."
რიო ფერდინანდი 2006 წელს უკანასკნელ წუთებზე გატანილი გოლის შესახებ: "ეს დიდებული დაპირისპირებაა. ისინი ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეები არიან, რადგან 80-ან წლებში წარმატებულები იყვნენ, შემდეგ "იუნაიტედი" დაეწია მათ. ამიტომ, როცა "სტრეტფორდ ენდის" წინ ასეთ დროს გავიტანე გოლი, უბრალოდ ავფეთქდი მღელვარებისგან. ასეთი ემოციები არ უნდა დაგავიწყდეს, ისინი ხომ მდიდარ ადამიანად გაქცევს."
"ლივერპულის" თავკაცმა, ტომ უილიამსმა ერთხელ ბილ შენკლის ჰკითხა: "როგორია მსოფლიოს საუკეთესო კლუბის გაწვრთნა?"
რაზეც დიდებულმა შოტლანდიელმა უპასუხა: "რა? მეტ ბასბიმ სამსახური მიატოვა?