თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2014, 13:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2851,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული". ისტორია და ციტატები
პრინციპული დაპირისპირების ისტორია და ციტატები.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულს" მასპინძლობს.

იმისათვის, რომ დერბის ატმოსფერო უკეთ გაითავისოთ, თქვენ ყურადღებას ისტორიულ ფაქტებსა და გამოთქმებს მივაპრყრობთ.

ისტორია ფაქტებში

ზოგიერთი დაპირისპირება სპორტის ფარგლებს სცდება და ეს დერბი ამის დასტურია. მე-19 საუკუნის მიწურულს მანჩესტერი და ლივერპული ეკონომიკური მიზეზების გამო ჩრდილო-დასავლეთისთვის იბრძოდნენ. 1894 წელს მანჩესტერში გემისთვის არხები აშენდა. ეს ნიშნავდა, რომ ახლა მანჩესტერში პირდაპირი გზით შეიძლებოდა საქონლის ჩატანა და ლივერპულის გავლა საჭირო აღარ იყო. შედეგად, მრავალმა მერისეისაიდელმა დაკარგა სამუშაო. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ლივერპულის სიძულვილი მანჩესტერისადმი, რაც ამ დაპირისპირების შესანიშნავი საბაბია.

***


პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის "ენფილდზე" გაიმართა და "იუნაიტედი" 7-0 განადგურდა. მომდევნო შეხვედრაში "იუნაიტედმა" რევანში აიღო და 5-2 სძლია მეტოქეს.


***


მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს "ოლდ ტრაფორდი" განადგურდა, "ლივერპული" ორჯერ ეთამაშა "იუნაიტედს" "მანჩესტერ სიტის" მოედანზე.


***


დერბის არსებობის 120 წლის განმავლობაში ერთი გუნდიდან მეორეში პირდაპირი გზით 9 ფეხბურთელი გადადიოდა. 1912 წელს ტომ ჩორლტონი იყო პირველი, 1964 წელს კი უკანასკნელი ასეთი ფეხბურთელი ფილ ჩისნელი გახდა.


***


გუნდებს შორის მატჩი ჩვეულებრივ სადილობის დროს ტარდება, რათა ქომაგებმა მატჩამდე დალევა ვერ მოასწრონ.


***


ინგლისის თასზე 1977 წელს შეხვდა "იუნაიტედი" "ლივერპულს" და ამ უკანასკნელის ტრებლის ოცნება დაასამარა - 2-1.




***


963 მატჩიდან რაიან გიგზმა 48 შეხვედრა მერსეისაიდელებთან ჩაატარა, რაც დერბის ფერბურთელებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული". ისტორია და ციტატები


რაიანს ყოველთვის შეეძლო შესაბამისად აეხსნა, თუ ვინ არის აქ უფროსი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული". ისტორია და ციტატები


ციტატები

სერ ალექს ფერგიუსონი: "ჩემი მთავარი მიზანი წყეული "ლივერპულის" დამხობაა. შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."

სტივენ ჯერარდი: "შესაძლოა "ელ კლასიკო" უკეთესია, მაგრამ ჩემთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა "იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩია, რადგან პრემიერ ლიგა - მსოფლიოს საუკეთესო ლიგაა, ხოლო ეს ორი კლუბი ყველაზე წარმატებული."

ფერგიუსონი "ენფილდზე" კოლინ გიბსონის გაძევების შესახებ: "გუნდები ჩამოდიან აქ, იხრჩობიან უთქმელობისგან, მაგრამ ენას კბილს აჭერენ, რადგან იციან, მსაჯმა ისინი დაამარცხა."

აი როგორ უპასუხა ამას კენი დალგლიშმა, რომელსაც ხელში პატარა ქალიშვილი ეჭირა: "მისგან უფრო მეტ ჭკვიანურს მოისმენთ."

ბილ შენკლი, იმის შესახებ, რომ ლუ მაკარიმ "ლივერპულს" "იუნაიტედი" ამჯონინა: "აქ მაინც ვერ ითამაშებდა. მისი ყიდვა სარეზერვო გუნდისთვის მინდოდა."

ჯერარდი: "ჩემ მეგობარს ბრაიან რობსონის მაისური ჰქონდა. ფეხბურთს ვთამაშობდით და ვთხოვე, თუ შეიძლებოდა რობოს მაისურის ჩაცმა. მამაჩემი გაცოფდა, როცა ეს დაინახა. არ უნდოდა იმის ხილვა, თუ როგორ უშვებდა მისი შვილი ჯერარდების გვარს კანალიზაციაში.

გარი ნევილი: "მეზიზღება "ლივერპული", მეზიზღება სკაუზერები, მეზიზღება ყველაფერი, რაც მათთან არის დაკავშირებული!".

ფილ ტომპსონი: "მომდევნო დერბისთვის პოლიციის შეკრებას იმ წავიდანვე დავიწყებდი, როცა წინა დასრულდებოდა. ეს მატჩი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ისევე როგორც ყველასთვის. ვერსად ვერ ნახავთ ასეთ სწრაფვასა და სიძულვილს, როგორიც ამ დაპირისპირებას ახვევია გარს."

ფერგიუსონი იმის შესახებ, რომ ლუის სუარესმა პატრის ევრას ხელი არ ჩამოართვა:"ვერ ვიჯერებ - "ლივერპულის" სირცხვილია, უბრალოდ თავიდან უნდა მოიშორონ ის."

ენდი კოული, რომელმაც "ენფილდზე" 4 გოლი გაიტანა: "ეს მტრული ადგილია, მაგრამ სწორედ აქ გემატება სულისკვეთება. ცნობილი გამოთქმა იუწყება: "ეს "ენფილდია". გული გიგრძნობს: "სწორედ ასეა." ვიცოდი, რომ ყოველთვის გვექნებოდა სიტყვიერი შეტაკება, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "ეს მომწონს!"

მარიო ბალოტელიმ "ლესტერისა" და "იუნაიტედის" მატჩის შემდეგ Twitter-ზე დაწერა: "მანჩესტერ იუნაიტედი"... LOL [Laughing Out Loud - ხმამაღლა ვიცინი."

რაიან გიგზი: "ვთვლი, რომ "ლივერპულს", მის ისტორიასა და გუნდს ყოველთვის ვცემდი საკადრის პატივს. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს არის კლუბი, რომლის დამარცხებაც ყველაზე მეტად მომწონს."

ფილ ჩისნელი, რომელიც "იუნაიტედიდან" "ლივერპულში" გადავიდა 1964 წელს 25 ათას ფუნტად: "მანჩესტერი და ლივერპული - ორი უმსხვილესი ქალაქი, რომელთაც მხოლოდ ერთი საათის გზა აშორებთ. ორივე გუნდის ქომაგები მუშათა კლასს მიეკუთვნებიან და თითოეულ მათგანს ძლიერ უყვარს თავისი კლუბი. აი რატომ არსებობს მათ შორის დაპირსიპირება და ბოლო დროს ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან "იუნაიტედმა" მოგებული ჩემპიონობის რაოდენობით "ლივერპულის" რეკორდი დაამხო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ორივე გუნდი ცდილობს უპირატესობის დამტკიცებას."

რიო ფერდინანდი 2006 წელს უკანასკნელ წუთებზე გატანილი გოლის შესახებ: "ეს დიდებული დაპირისპირებაა. ისინი ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეები არიან, რადგან 80-ან წლებში წარმატებულები იყვნენ, შემდეგ "იუნაიტედი" დაეწია მათ. ამიტომ, როცა "სტრეტფორდ ენდის" წინ ასეთ დროს გავიტანე გოლი, უბრალოდ ავფეთქდი მღელვარებისგან. ასეთი ემოციები არ უნდა დაგავიწყდეს, ისინი ხომ მდიდარ ადამიანად გაქცევს."

"ლივერპულის" თავკაცმა, ტომ უილიამსმა ერთხელ ბილ შენკლის ჰკითხა: "როგორია მსოფლიოს საუკეთესო კლუბის გაწვრთნა?"

რაზეც დიდებულმა შოტლანდიელმა უპასუხა: "რა? მეტ ბასბიმ სამსახური მიატოვა?

წყარო: carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2014 13:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დღევანდელი გამარჯვების წინ კარგი მუხტია ეს ყველაფერი.

გარი ნევილ ვუერთდები, ფართოდ, მყვირალა სიტყვებით. წითელი ფერი "იუნაიტედთან" რომ არ იყოს დაკავშირებული ისიც შემძულდებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
14 დეკემბერი 2014 13:54
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიგზი რა მაგარი კაცია უცებ როგორ შეიცვალა ხასიათი და გამოხედვა love

ძალიან მაგარი სტატიაა და ყველამ რომ წაიკითხოს კარგი იქნება. მადლობა დუმბოს )))))))
0
№3
ავტორი: DiMaria
14 დეკემბერი 2014 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რაიან გიგზი: "ვთვლი, რომ "ლივერპულს", მის ისტორიასა და გუნდს ყოველთვის ვცემდი საკადრის პატივს. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს არის კლუბი, რომლის დამარცხებაც ყველაზე მეტად მომწონს."


გიგზი ყოველთვის იყო პატივსაცემი პიროვნება და სპორტულ სიძულვის არასდროს ავლენდა ცხოვრებაში. მაგრამ ამ ციტატის დასასრული ყველაფერს იტევს თან.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
14 დეკემბერი 2014 13:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს "ოლდ ტრაფორდი" განადგურდა, "ლივერპული" ორჯერ ეთამაშა "იუნაიტედს" "მანჩესტერ სიტის" მოედანზე.


ეჰ
0
№5
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2014 13:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"ლივერპულის" თავკაცმა, ტომ უილიამსმა ერთხელ ბილ შენკლის ჰკითხა: "როგორია მსოფლიოს საუკეთესო კლუბის გაწვრთნა?"

რაზეც დიდებულმა შოტლანდიელმა უპასუხა: "რა? მეტ ბასბიმ სამსახური მიატოვა?


ამის გამოყოფა როგორ დამავიწყდა. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: AkkRed
14 დეკემბერი 2014 13:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
"ლივერპულის" თავკაცმა, ტომ უილიამსმა ერთხელ ბილ შენკლის ჰკითხა: "როგორია მსოფლიოს საუკეთესო კლუბის გაწვრთნა?"

რაზეც დიდებულმა შოტლანდიელმა უპასუხა: "რა? მეტ ბასბიმ სამსახური მიატოვა?


ყველაზე მაგრად ეს მიყვარს love
0
№7
ავტორი: makaveli
14 დეკემბერი 2014 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ფილ ჩისნელი, რომელიც "იუნაიტედიდან" "ლივერპულში" გადავიდა 1964 წელს 25 მლნ. ფუნტად: <<< ეს შეცდომაა 25 მილიონ ფუნტს მაგ დროს არავინ იხდიდა ფეხბურთელში და ჩაასწორეთ
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
14 დეკემბერი 2014 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
საღოლ დუმბო, რომელი ციტატა თუ ფაქტი გამოვყო არ ვიცი, თუმცა მე მაინც ამაზე გავამახვილებდი ყურადღებას: სერ ალექს ფერგიუსონი: "ჩემი მთავარი მიზანი წყეული "ლივერპულის" დამხობაა. შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ." manunited
0
№9
ავტორი: RojoDiablo
14 დეკემბერი 2014 14:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
makaveli,
გაიხარე. ემოციებს ქვეშ ვწერდი და ამერია რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: PaLoMo
14 დეკემბერი 2014 14:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Balotwli ro vinmes gacinebs 20 tamashi 0 goli LOL
Xmamagla vicini '-d hahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top