თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2014, 15:58
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2350,
კომენტარები: 11
ფლეთჩერი: "სერ ალექსი გვერდში დამიდგა"
დარენი სერ ალექსს მადლობას უხდის.
ფლეთჩერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა დარენ ფლეთჩერმა განაცხადა, რომ მას სურს იყოს მაგალითი წყლულოვანი კოლიტით დაავადებული ხალხისათვის. მოგეხსენებათ ეს დაავადება ცოტა ხნის წინ დარენმა დაამარცხა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი იყო. ძალიან დავიკელი და თითქმის ყოველთვის ძლიერი თავის ტკივილები მქონდა. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ყველაფერ ამას ჩემი ახლობლებიც უყურებდნენ. ამაზე საუბარიც კი არ შემიძლია. როდესაც შევხვდი ჩემნაირი დააავადებით დაავადებულებს, ვცდილობდი მათთან საერთო ენა გამომენახა. მათთან საუბარი ძალიან ადვილი იყო, რადგან ვგრძნობდი თუ რას განიცდიდნენ ისინი. მე მძიმე პერიოდი გადავლახე და შრომით კვლავ ფეხბურთში მოვედი."

"სერ ალექსს ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მე მან დიდ ფეხბურთში გზა გამიხსნა და დამარწმუნა, რომ დაავადებას მალე დავამარცხებდი. ჩემსა და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში მან დიდი როლი ითამაშა. სერ ალექსმა მთხოვა დამევიწყებინა ფეხბურთი და არ მეფიქრა კონტრაქტზე და დამარწმუნა, რომ ყველაზე მთავარი ჯანმრთელობა იყო."

"ახლა უკვე დაავადება დავამარცხე და არანაირი პრობლემა არ მაქვს. მკურნალობის პერიოდი წარსულს ჩაბარდა. ფეხბურთში დაბრუნებიდან დღემდე, მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოვტოვე. ამჟამად ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ და მუშაობით დიდ სიამოვნებას ვიღებ."
–განაცხადა ფლეთჩერმა Daily Mail–თან ინტერვიუში

წყარო: Redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
14 დეკემბერი 2014 07:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Macklemore,
რა ხმა უნდა ამოეღო ამისთვის ისიც პატივი უნდა ყოფილიყო ფერგი ძირითადში რო ათამაშებდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top