თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2014, 15:58
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2350,
კომენტარები: 11
ფლეთჩერი: "სერ ალექსი გვერდში დამიდგა"
დარენი სერ ალექსს მადლობას უხდის.
ფლეთჩერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა დარენ ფლეთჩერმა განაცხადა, რომ მას სურს იყოს მაგალითი წყლულოვანი კოლიტით დაავადებული ხალხისათვის. მოგეხსენებათ ეს დაავადება ცოტა ხნის წინ დარენმა დაამარცხა.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი იყო. ძალიან დავიკელი და თითქმის ყოველთვის ძლიერი თავის ტკივილები მქონდა. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ყველაფერ ამას ჩემი ახლობლებიც უყურებდნენ. ამაზე საუბარიც კი არ შემიძლია. როდესაც შევხვდი ჩემნაირი დააავადებით დაავადებულებს, ვცდილობდი მათთან საერთო ენა გამომენახა. მათთან საუბარი ძალიან ადვილი იყო, რადგან ვგრძნობდი თუ რას განიცდიდნენ ისინი. მე მძიმე პერიოდი გადავლახე და შრომით კვლავ ფეხბურთში მოვედი."

"სერ ალექსს ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მე მან დიდ ფეხბურთში გზა გამიხსნა და დამარწმუნა, რომ დაავადებას მალე დავამარცხებდი. ჩემსა და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში მან დიდი როლი ითამაშა. სერ ალექსმა მთხოვა დამევიწყებინა ფეხბურთი და არ მეფიქრა კონტრაქტზე და დამარწმუნა, რომ ყველაზე მთავარი ჯანმრთელობა იყო."

"ახლა უკვე დაავადება დავამარცხე და არანაირი პრობლემა არ მაქვს. მკურნალობის პერიოდი წარსულს ჩაბარდა. ფეხბურთში დაბრუნებიდან დღემდე, მხოლოდ ერთი ვარჯიში გამოვტოვე. ამჟამად ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ და მუშაობით დიდ სიამოვნებას ვიღებ."
–განაცხადა ფლეთჩერმა Daily Mail–თან ინტერვიუში

წყარო: Redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2014 16:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამან რამდენი ხანი გამოტოვა?
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2014 16:08
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
AkkRed,

წყლულოვანი კოლიტით იყო დაავადებული
0
№3
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2014 16:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Rosso Diavolo,
ეგ კი ვიცი, მაგრამ რამდენი ხანი იმკურნებოდა?
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2014 16:12
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
AkkRed,

თუ არ ვცდები 9 თვე გამოტოვა
0
№5
ავტორი: Count Alucard
13 დეკემბერი 2014 16:52
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
2012 წლის 26 დეკემბრიდან 2013 წლის 15 დეკემბრამდე არ უთამაშია, თითქმის 1 წელი.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 17:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამას უფრო ვრცელი ინტერვიუ აქვს ამასთან და არამარტო ამასთან დაკავშირებით ორშაბათს იმასაც დავდებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: GeorgeBest
13 დეკემბერი 2014 18:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რომ დაბრუნდა მოედანზე ეგეც ბევრია ამისთვის. მაგრად გამისწორდა მარა დროა უკვე რომ დაასრულოს კარიერა
0
№8
ავტორი: RedGirl
13 დეკემბერი 2014 18:50
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ამის დაბრუნება მართლა ძალიან დიდი ბედნიერება იყო რა. მაგრამ ვერა რა ვერ ქაჩავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: DiMaria
13 დეკემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RojoDiablo,
დაველოდები აუცილებლად
0
№10
ავტორი: Macklemore
14 დეკემბერი 2014 04:23
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ადამიანი რომელშიც ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ მანჩესტერი არ უყვარდა. კაცი რამდენი წელი ძალიან დაბალ ხელფასზე იყო გუნდში და თვითონ ხმა არ ამოუღია მაგასთან დაკავშირებით.

ადამიანი რომელშიც ეჭვი არასდროს შემპარვია, რომ მანჩესტერი არ უყვარდა. კაცი რამდენი წელი ძალიან დაბალ ხელფასზე იყო გუნდში და თვითონ ხმა არ ამოუღია მაგასთან დაკავშირებით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top