Sky Sports-ის ექსპერტმა პრემიერ ლიგის 16-ე ტურის ცენტრალურ მატჩზე "იუნაიტედი"-"ლივერპული"-ზე ისაუბრა.
"კვირას "ოლდ ტრაფორდზე" ერთმანეთს ორი გუნდი შეხვდება: ერთი კარგად არ თამაშობს, თუმცა ლიგაში კარგ პოზიციას იკავებს, მეორე კი ცუდია და შედეგიც არ აქვს. "იუნაიტედს" კარგი სტატისტიკა აქვს - ბოლო ხუთი მატჩიდან, ვან გაალის გუნდმა ხუთივე მოიგო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მაინცდამაინც ლამაზი თამაშის დემონსტრირებას მოახდენენ. გავიხსენოთ "არსენალის" წინააღმდეგ მატჩი. "ეშმაკებმა" პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ხელიდან, რამოდენიმე კარგი მომენტი გაუშვეს, თუმცა ბოლოს წარმატების მიღწევა მაინც შეძლეს."
"რაც შეეხება "ლივერპულს", ეს გუნდი ორ რაღაცას ცუდად აკეთებს: ერთი ისინი ძალიან სულელურად უშვებენ გოლებს , მეორე კი მომენტებს ვერ იყენებს, სწორედ ამიტომაც აქვთ ასეთი პრობლემები. მათი სტრუქტურა აგებულია ერთ მოთამაშეზე, რომელიც უკვე ათი წლის განმავლობაშია "ლივერპულის" სიმბოლო. ეს მოთამაშე რა თქმა უნდა ჯერარდია."
"როდესაც "ლივერპულში" ვთამაშობდი, ჩვენი გუნდი ყველა მატჩს იგებდა. მაშინაც ჩვენ "იუნაიტედს" დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით და ჩვენი გუნდი მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. უძველესი დროიდან "იუნაიტედი" "ლივერპულისთვის" პრინციპულ მეტოქეს წარმოადგენდა. ხვალიმდელ მატჩს მოუთმენლად ველი და მინდა "ლივერპულმა" კარგი თამაში აჩვენოს."-განაცხადა სუნესმა