თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2014, 12:29
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2532,
კომენტარები: 11
გრიმ სუნესი ხვალინდელ მატჩზე
Sky Sports-ის ექსპერტი "იუნაიტედი"-"ლივერპულის" მატჩზე

გრიმ სუნესი ხვალინდელ მატჩზე
Sky Sports-ის ექსპერტმა პრემიერ ლიგის 16-ე ტურის ცენტრალურ მატჩზე "იუნაიტედი"-"ლივერპული"-ზე ისაუბრა.

"კვირას "ოლდ ტრაფორდზე" ერთმანეთს ორი გუნდი შეხვდება: ერთი კარგად არ თამაშობს, თუმცა ლიგაში კარგ პოზიციას იკავებს, მეორე კი ცუდია და შედეგიც არ აქვს. "იუნაიტედს" კარგი სტატისტიკა აქვს - ბოლო ხუთი მატჩიდან, ვან გაალის გუნდმა ხუთივე მოიგო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მაინცდამაინც ლამაზი თამაშის დემონსტრირებას მოახდენენ. გავიხსენოთ "არსენალის" წინააღმდეგ მატჩი. "ეშმაკებმა" პირველი ნახევარი საათის განმავლობაში ხელიდან, რამოდენიმე კარგი მომენტი გაუშვეს, თუმცა ბოლოს წარმატების მიღწევა მაინც შეძლეს."

"რაც შეეხება "ლივერპულს", ეს გუნდი ორ რაღაცას ცუდად აკეთებს: ერთი ისინი ძალიან სულელურად უშვებენ გოლებს , მეორე კი მომენტებს ვერ იყენებს, სწორედ ამიტომაც აქვთ ასეთი პრობლემები. მათი სტრუქტურა აგებულია ერთ მოთამაშეზე, რომელიც უკვე ათი წლის განმავლობაშია "ლივერპულის" სიმბოლო. ეს მოთამაშე რა თქმა უნდა ჯერარდია."

"როდესაც "ლივერპულში" ვთამაშობდი, ჩვენი გუნდი ყველა მატჩს იგებდა. მაშინაც ჩვენ "იუნაიტედს" დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით და ჩვენი გუნდი მათთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. უძველესი დროიდან "იუნაიტედი" "ლივერპულისთვის" პრინციპულ მეტოქეს წარმოადგენდა. ხვალიმდელ მატჩს მოუთმენლად ველი და მინდა "ლივერპულმა" კარგი თამაში აჩვენოს."
-განაცხადა სუნესმა

წყარო: Redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2014 12:29
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყველაფერი სწორი ილაპარაკა !
0
№2
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 12:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Rosso Diavolo,
კვირას "ოლდ ტრაფორდზე" ერთმანეთს. ერთი კარგად არ თამაშობს, თუმცა ლიგაში კარგ პოზიციას იკავებს, მეორე კი ცუდია და შედეგიც არ აქვს.


ამაზე ამბობ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
13 დეკემბერი 2014 12:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაც ამ სკაუზერებს ვუსმენ მით უფრო ვრწმუნდები როი კინის სიტყვებში winked
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2014 12:46
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
RojoDiablo,

areyoukiddingme
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2014 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"როდესაც "ლივერპულში" ვთამაშობდი, ჩვენი გუნდი ყველა მატჩს იგებდა" areyoukiddingme
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2014 14:10
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვახო ( G G M U),

90 წლიან წლებში თამაშობდა და ყველა თამაშს არა მაგრამ კარგად თამაშობდნენ
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 დეკემბერი 2014 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Rosso Diavolo,
კარგად თამაშში და ყველა თამაშის მოგებაში არის განსხვავაება მე მგონი...
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
13 დეკემბერი 2014 14:24
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვახო ( G G M U),

ეგ კი
0
№9
ავტორი: RedGirl
13 დეკემბერი 2014 18:45
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეს არის მატჩი როცა არ აქვს მნიშვნელობა სტატისტიკას. აქ სულ სხვა რა ხდება მოედანზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№10
ავტორი: Macklemore
14 დეკემბერი 2014 04:27
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეგაა ლივერპულის პრობლემა. ოდესღაც ბაბუაჩემიც მაგარ ხოდზე იყო :D ასაკშია უკვე ჯერარდი და მარტო სტანდარტების შესრულება არაა ფეხბურთის თამაში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top