თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2014, 11:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2890,
კომენტარები: 12
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"წმინდანებთან" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
საერთო სურათი

სამ მცველიანი სქემა, რომელიც ლუი ვან გაალმა "საუთჰემპტონთან" მატჩისთვის აირჩია დაცვით ფუნქციასთან ასოცირდება. თუმცა ეს მთლად ასე არ არის და "არსენალთან" გამართულ მატჩთან არაკორექტულ პარალელს ავლებს. "ემირეიტსზე" გამართულ გასვლით შეხვედრაში "იუნაიტედი" შეგნებულად მოქმედებდა მეორე ნომრად და შემტევი ხაზის სისწრაფის ხარჯზე "მეთოფეების" რიგებში გაჩენილ სივრცეებს იყენებდა. მაშინ თამაშის გეგმამ გაამართლა. "სენტ მერიზე" გამარჯვება - ეს სხვა შემთხვევაა.

3-5-2 სქემა დამოკიდებულია ფლანგის მცველების აქტიურობაზე, ჩვენ შემთხვევაში კი იანგსა და ვალენსიაზე. არც ერთს, არც მეორეს არ გამოსდიოდა საჭირო დონეზე შეტევის მხარდაჭერა და ფლანგზე დინამიკის შექმნა.

"იუნაიტედის" საყრდენი ზონა სუფთად დაჯაბნეს. შედეგად მატამ, რომელიც ცენტრალურ ზონას ეყრდნობა ვერაფერი შექმნა და უმეტესად ბურთის ფლობით კავდებოდა (პასების სიზუსტის 96%). რუნი თავისთვის ჩვეულ მანერაში იხევდა სიღრმეში, მაგრამ არანაკლები შეცდომა დაუშვა, კაპიტანმა ცუდი მატჩი ჩაატარა.

ამას დავუმატოთ კრის სმოლინგის იძულებითი შეცვლა, რომელმაც კარგ ფორმაში ჩადგომის შემდეგ ტრავმა მიიღო და მაკნეირის არადამეჯერებელი გამოსვლა, რომლის შეცვლა პირველ ტაიმშივე აუცილებელი გახდა.

იმაში, რასაც თამაშის დაყენებას ეძახიან "იუნაიტედი" ჩაფლავდა. საბოლოოდ, ვან გაალისა და კუმანის დაპირისპირებაში ჰოლანდიურ ფეხბურთს ერთადერთი გუნდი, "საუთჰემპტონი" თამაშობდა. მაღალი პრესინგი, ბურთის კონტროლი, სწრაფი კომბინაციური ფეხბურთი - ეს "იუნაიტედი" კი არა "საუთჰემპტონია".

"იუნაიტედმა" კი იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ აზრი არ აქვს მათ განსახილველად გაჩერებას. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ეპიზოდს, რომლებიც ჩვენი აზრით ყურადღებას იმსახურებს.

ფლანგის მცველები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამი ცენტრალური მცველის ფონზე მოედანზე მათი როლი საკმაოდ დიდია. ვალენსიამ და იანგმა კი კარგად ვერ გაართვეს თავი. მატჩის დროს იქმნებოდა შეგრძნება, თითქოს იანგი ეკვადორელს სჯობდა. ეს საკმაოდ საკამათოა. დიახ, იანგი ხშირად ერთვებოდა თამაშში, მაგრამ ეს იმიტომ, რომ "საუთჰემპტონი" უფრო ხშირად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა. სამართლიანი იქნება იმის მტკიცება, რომ იანგმა როხო რამდენჯერმე დააზღვია, მაგრამ არ შეიძლება საწინააღმდეგოს არ დანახვაც. ისევე როგორც, არ შეიძლება ბურთის დაკარგვის რაოდენობაზე ყურადღების არ გამახვილება. პასების სიზუსტის 67% - ეს დაუშვებელი ციფრია.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ანტონიო ვალენსია ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ მეტად საიმედო და ფრთხილი იყო ბურთთან მიმართებაში.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მარუან ფელაინი

როცა პრეტენზიების წაყენება პრაქტიკულად თითოეული ფეხბურთელისთვის შეიძლება, შესაძლოა არ არის მართებული რომელიმე განსაკუთრებულად გამოჰყო მინუს ნიშნით. მაგრამ მარუან ფელაინი იმდენად ცუდი იყო, რომ არ შეიძლება მას გავცდეთ. ბურთის ათჯერ დაკარგვა - ეს ძალიან ბევრია. სამი მათგანი საკუთარ ნახევარზე, ერთმა კი გაშვებული გოლი გამოიწვია. ცხრიდან ოთხი წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა - უფრო სწორად კი ის, რაც ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი მთავარი კოზირია - მეორე სართულზე ბრძოლას ამ თამაშში ფელაინი ყოველ მეორე ეპიზოდში აგებდა. პოზიციური შეცდომები, არააცულიბელი ჯარიმები, რომლებიც დე ხეას კართან სახიფათო მომენტებით სრულდებოდა - ეს ყველაფერი კი ფელაინისგან.



რობინ ვან პერსი

სერ ალექს ფერგიუსონი ამბობდა, რომ თუ კი თერთმეტიდან რვა ფეხბურთელი მაინც ასრულებს მწვრთნელის დავალებას, ნებისმიერი მატჩის მოგება შეიძლება. ვან გაალმა კი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ დავალება მხოლოდ 3-4 ფეხბურთელმა შეასრულა. არავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ მათ რიცხვში რობინ ვან პერსიც შედის.

სიტუაციაში, როცა მის გუნდს უნდა წაეგო, როცა თამაშში ვერაფრის შექმნას ვერ ახერხებდა, რობინმა მატჩი გადაარჩინა. სამივე დარტყმა ჰოლანდიელმა განახორციელა, მათგან ორი კი გოლით დასრულდა.

პირველ შემთხვევაში მან მცველის შეცდომით ისარგებლა, რომელმაც თავდამსხმელის აჩქარება ვერ დაინახა და მეკარეს დაუბრუნა ბურთი.



უფრო საინტერესოა მეორე გოლი, რომელიც გუნდის საშინაო მოზადებას ჰგავს. "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში სტანდარტულიდან 6 გოლი აქვს გატანილი.

მოდით, ყურადღებით დავაკვირდეთ ეპიზოდს.

თავდაპირველად ყურადღებას მაიკლ კერიკი იპყრობს, რომელიც მომართული გარბის მეტოქის საჯარიმოსკენ.

როგორც ვიცით, გადაცემა შორეულ ძელთან გაიგზავნება. იმ მხარეს კი ვან პერსი იმყოფება, რომელსაც "საუთჰემპტონის" მცველი იყვანს.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


კერიკი სწორედ იმ მცველთან მიდის, რითაც დისბალანსს ქმნის. "წმინდანების" მოთამაშის ყურადღება მაიკლზე გადადის.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ჩაწოდების მომენტში ფელაინი ცენტრში სტარტს იღებს, რითაც საჭირო სიმრალვეს ქმნის ზონაში, სადაც ბურთი იგზავნება.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ფელაინისთან მყოფი მცველი თითქოს მის აჩქარებას უყურადღებოდ ტოვებს და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ფლანგზე "იუნიტედის" სამ ფეხბურთელთან ერთი მცველი აღმოჩნდა. ყურადღება მიაქციეთ ვან პერსის, რომელიც უჩინარ პოზიციას იკავებს და ჩაწოდების დროს უცებ იღებს სტარტს, ის სრულიად დაუცველია.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


საბოლოოდ კერიკი ადგილზე "ასულელებს" "საუთჰემპტონის" მცველს. ვან პერსი და ფელაინი კი მზად არიან რუნის გადაცემა კარში გადაგზავნონ, რაც რობინმა გააკეთა.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ეს საჯარიმო ვარჯიშზე დამუშავებული ტაქტიკური ჩანაფიქრის მაგალითია.

დასკვნები

ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ნათამაშები ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მატჩი გამარჯვებით დასრულდა. დიდწილად ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. უეინ რუნის საგოლე გადაცემას არავინ უკარგავს, როგორც დე ხეას რამდენიმე გმირობას, მაგრამ მატჩი ვან პერსიმ გადაარჩინა.

ხუთი გამარჯვება ხუთ უკანასკნელ მატჩში. მესამე ადგილი და კარგი განწყობა. ასე ხვდება "იუნაიტედი" "ლივერპულის" წინააღმდეგ პრინციპულ მატჩს.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
10 დეკემბერი 2014 11:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვააა, მეორე გოლი როგორი ოსტატობაა. მწვრთნელის გათვლა და მოთამაშეთა შესრულება.

ამ სიახლეს კი ყოველთვის მოუთმენლად ველოდები. მაგრად მევასება ასეთი განხილვა.
0
№12
ავტორი: red devil
11 დეკემბერი 2014 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ყოველთვის მოუთმელად ველოდები ხოლმე ამ სიახლეს. რაც შეეხება თამაშს დეხეა საოცარია კვლავ პერსი ყველამ გააღმერთა ახლა. კაროჩე რა ლუიმ მაგრად მიქარა. ეს თამაში სოტონს უნდა მოეგო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top