თბილისი:
მანჩესტერი:
9-12-2014, 11:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2861,
კომენტარები: 12
"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"წმინდანებთან" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
საერთო სურათი

სამ მცველიანი სქემა, რომელიც ლუი ვან გაალმა "საუთჰემპტონთან" მატჩისთვის აირჩია დაცვით ფუნქციასთან ასოცირდება. თუმცა ეს მთლად ასე არ არის და "არსენალთან" გამართულ მატჩთან არაკორექტულ პარალელს ავლებს. "ემირეიტსზე" გამართულ გასვლით შეხვედრაში "იუნაიტედი" შეგნებულად მოქმედებდა მეორე ნომრად და შემტევი ხაზის სისწრაფის ხარჯზე "მეთოფეების" რიგებში გაჩენილ სივრცეებს იყენებდა. მაშინ თამაშის გეგმამ გაამართლა. "სენტ მერიზე" გამარჯვება - ეს სხვა შემთხვევაა.

3-5-2 სქემა დამოკიდებულია ფლანგის მცველების აქტიურობაზე, ჩვენ შემთხვევაში კი იანგსა და ვალენსიაზე. არც ერთს, არც მეორეს არ გამოსდიოდა საჭირო დონეზე შეტევის მხარდაჭერა და ფლანგზე დინამიკის შექმნა.

"იუნაიტედის" საყრდენი ზონა სუფთად დაჯაბნეს. შედეგად მატამ, რომელიც ცენტრალურ ზონას ეყრდნობა ვერაფერი შექმნა და უმეტესად ბურთის ფლობით კავდებოდა (პასების სიზუსტის 96%). რუნი თავისთვის ჩვეულ მანერაში იხევდა სიღრმეში, მაგრამ არანაკლები შეცდომა დაუშვა, კაპიტანმა ცუდი მატჩი ჩაატარა.

ამას დავუმატოთ კრის სმოლინგის იძულებითი შეცვლა, რომელმაც კარგ ფორმაში ჩადგომის შემდეგ ტრავმა მიიღო და მაკნეირის არადამეჯერებელი გამოსვლა, რომლის შეცვლა პირველ ტაიმშივე აუცილებელი გახდა.

იმაში, რასაც თამაშის დაყენებას ეძახიან "იუნაიტედი" ჩაფლავდა. საბოლოოდ, ვან გაალისა და კუმანის დაპირისპირებაში ჰოლანდიურ ფეხბურთს ერთადერთი გუნდი, "საუთჰემპტონი" თამაშობდა. მაღალი პრესინგი, ბურთის კონტროლი, სწრაფი კომბინაციური ფეხბურთი - ეს "იუნაიტედი" კი არა "საუთჰემპტონია".

"იუნაიტედმა" კი იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ აზრი არ აქვს მათ განსახილველად გაჩერებას. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ეპიზოდს, რომლებიც ჩვენი აზრით ყურადღებას იმსახურებს.

ფლანგის მცველები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამი ცენტრალური მცველის ფონზე მოედანზე მათი როლი საკმაოდ დიდია. ვალენსიამ და იანგმა კი კარგად ვერ გაართვეს თავი. მატჩის დროს იქმნებოდა შეგრძნება, თითქოს იანგი ეკვადორელს სჯობდა. ეს საკმაოდ საკამათოა. დიახ, იანგი ხშირად ერთვებოდა თამაშში, მაგრამ ეს იმიტომ, რომ "საუთჰემპტონი" უფრო ხშირად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა. სამართლიანი იქნება იმის მტკიცება, რომ იანგმა როხო რამდენჯერმე დააზღვია, მაგრამ არ შეიძლება საწინააღმდეგოს არ დანახვაც. ისევე როგორც, არ შეიძლება ბურთის დაკარგვის რაოდენობაზე ყურადღების არ გამახვილება. პასების სიზუსტის 67% - ეს დაუშვებელი ციფრია.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ანტონიო ვალენსია ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ მეტად საიმედო და ფრთხილი იყო ბურთთან მიმართებაში.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მარუან ფელაინი

როცა პრეტენზიების წაყენება პრაქტიკულად თითოეული ფეხბურთელისთვის შეიძლება, შესაძლოა არ არის მართებული რომელიმე განსაკუთრებულად გამოჰყო მინუს ნიშნით. მაგრამ მარუან ფელაინი იმდენად ცუდი იყო, რომ არ შეიძლება მას გავცდეთ. ბურთის ათჯერ დაკარგვა - ეს ძალიან ბევრია. სამი მათგანი საკუთარ ნახევარზე, ერთმა კი გაშვებული გოლი გამოიწვია. ცხრიდან ოთხი წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა - უფრო სწორად კი ის, რაც ფეხბურთელისთვის ერთ-ერთი მთავარი კოზირია - მეორე სართულზე ბრძოლას ამ თამაშში ფელაინი ყოველ მეორე ეპიზოდში აგებდა. პოზიციური შეცდომები, არააცულიბელი ჯარიმები, რომლებიც დე ხეას კართან სახიფათო მომენტებით სრულდებოდა - ეს ყველაფერი კი ფელაინისგან.



რობინ ვან პერსი

სერ ალექს ფერგიუსონი ამბობდა, რომ თუ კი თერთმეტიდან რვა ფეხბურთელი მაინც ასრულებს მწვრთნელის დავალებას, ნებისმიერი მატჩის მოგება შეიძლება. ვან გაალმა კი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ დავალება მხოლოდ 3-4 ფეხბურთელმა შეასრულა. არავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ მათ რიცხვში რობინ ვან პერსიც შედის.

სიტუაციაში, როცა მის გუნდს უნდა წაეგო, როცა თამაშში ვერაფრის შექმნას ვერ ახერხებდა, რობინმა მატჩი გადაარჩინა. სამივე დარტყმა ჰოლანდიელმა განახორციელა, მათგან ორი კი გოლით დასრულდა.

პირველ შემთხვევაში მან მცველის შეცდომით ისარგებლა, რომელმაც თავდამსხმელის აჩქარება ვერ დაინახა და მეკარეს დაუბრუნა ბურთი.



უფრო საინტერესოა მეორე გოლი, რომელიც გუნდის საშინაო მოზადებას ჰგავს. "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში სტანდარტულიდან 6 გოლი აქვს გატანილი.

მოდით, ყურადღებით დავაკვირდეთ ეპიზოდს.

თავდაპირველად ყურადღებას მაიკლ კერიკი იპყრობს, რომელიც მომართული გარბის მეტოქის საჯარიმოსკენ.

როგორც ვიცით, გადაცემა შორეულ ძელთან გაიგზავნება. იმ მხარეს კი ვან პერსი იმყოფება, რომელსაც "საუთჰემპტონის" მცველი იყვანს.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


კერიკი სწორედ იმ მცველთან მიდის, რითაც დისბალანსს ქმნის. "წმინდანების" მოთამაშის ყურადღება მაიკლზე გადადის.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ჩაწოდების მომენტში ფელაინი ცენტრში სტარტს იღებს, რითაც საჭირო სიმრალვეს ქმნის ზონაში, სადაც ბურთი იგზავნება.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ფელაინისთან მყოფი მცველი თითქოს მის აჩქარებას უყურადღებოდ ტოვებს და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ფლანგზე "იუნიტედის" სამ ფეხბურთელთან ერთი მცველი აღმოჩნდა. ყურადღება მიაქციეთ ვან პერსის, რომელიც უჩინარ პოზიციას იკავებს და ჩაწოდების დროს უცებ იღებს სტარტს, ის სრულიად დაუცველია.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


საბოლოოდ კერიკი ადგილზე "ასულელებს" "საუთჰემპტონის" მცველს. ვან პერსი და ფელაინი კი მზად არიან რუნის გადაცემა კარში გადაგზავნონ, რაც რობინმა გააკეთა.

"საუთჰემპტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ეს საჯარიმო ვარჯიშზე დამუშავებული ტაქტიკური ჩანაფიქრის მაგალითია.

დასკვნები

ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ნათამაშები ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მატჩი გამარჯვებით დასრულდა. დიდწილად ერთი ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. უეინ რუნის საგოლე გადაცემას არავინ უკარგავს, როგორც დე ხეას რამდენიმე გმირობას, მაგრამ მატჩი ვან პერსიმ გადაარჩინა.

ხუთი გამარჯვება ხუთ უკანასკნელ მატჩში. მესამე ადგილი და კარგი განწყობა. ასე ხვდება "იუნაიტედი" "ლივერპულის" წინააღმდეგ პრინციპულ მატჩს.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Gvantsaa
9 დეკემბერი 2014 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
" უეინ რუნის საგოლე გადაცემას არავინ უკარგავს, როგორც დე ხეას რამდენიმე გმირობას, მაგრამ მატჩი ვან პერსიმ გადაარჩინა."
ვან პერსისადმი კრიტიკას უკვალოდ არ ჩაუვლია და მადლობა იმითსვის,რომ თამაში მოიგო..
მადლობა ავტორს winked
0
№2
ავტორი: bziki
9 დეკემბერი 2014 12:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სმოლინგის ტრამვამ სუ არია დაცვა, კერიკის მცველად ჩასვლამ ნახევარ დაცვა სუმთლად მოშალა ისედაც არ მრწყინავდა მარა მერე ხო საერთოდ, მატა სად დადიოდა? ვაბშე თამაშობდა თუ არა ვერ გაიგებდი 96% კაია მარა რამდენჯერ შეეხო საერთოდ ბურთს ეგ უფრო მაინტერესებს ალბათ 20 ჯერ მაქსიმუმ. ფელაინის ჩამშლელი ჭირდება მის უკან ერთი ნახევარმცველი კიდე უდა იყოს სულ თორე თვითონ ვერ ანაწილებს ბურთს
0
№3
ავტორი: Malboro463
9 დეკემბერი 2014 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5896
როხოც მაგარი უნიჭოა. რვპ და დე გეას გარდა ყველამ საზიზღრად ითამაშა მატა არ ჩანდა ტოტენჰემთან თამაშამდე უნდა გამოსწორდნენ
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 დეკემბერი 2014 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ძალიან ცუდათ ვითამაშეთ, როხო და ფელაინი რას აკეთებდნენ მგონი თვითონაც არ იცოდნენ. ვან პერსის უნდა ვუმადლოდეთ რო 3 ქულა ავიღეთ.
0
№5
ავტორი: RedTeen
9 დეკემბერი 2014 14:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ოხ ეს სმოლინგი ძლივს ათამაშდასავით და ახლა ისევ გადებილდება... :/ ფელაინს და რუნის რა დაემართა გუშინ... -_-

სიმწრით მოპოვებული 3 ქულა...თამაშის ხარისხი უნდა გამოასწორონ ლივერპულთან...
0
№6
ავტორი: Amerigo
9 დეკემბერი 2014 17:04
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კარგი სტატიაა
0
№7
ავტორი: Wardell
9 დეკემბერი 2014 17:05
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მოკლედ ეს სიახლე ვნახე რუსულად, მაგრამ დუმბოს დაველოდე და განზრახ არ წავიკითხე ეს არაფერ შუაშია სიე უბრალოდ :D :D

დავიწყებ ახლა თამაშზე. შემადგენლობის გამოცხადების თანავე ყველა თუ არა უმეტესობა აღიარებდა იმას რომ ლუიმ დაცვითი ტაქტიკა აარჩია, მაგრამ ვერავინ მიხვდა იმას თუ რატომ ქნა ეს. არასდროს მომწონდა და არც მომეწონება როცა გუნდი დაცვის ხარჯზე გადის ფონს, თუმცა ფერგის დროსაც იყო ასეთი შემთხვევები და მომავალშიც იქნება სავარაუდოდ, სხვაობა ისა არის რომ, რიგ გუნდებთან აუცილებელია ეს. აიიი სოტონი კი მათ რიცხვს ნამდვილად არ ეკუთვნის. გასაგები იყო ეს ტაქტიკა "არსენალის" წინააღმდეგ რადგან ლონდონელები 7-8 კაცით გადადიოდნენ შეტევაში და დიდი სივრცეები რჩებოდა კონტრ-შეტევაზე გასაქცევად, "წმინდანები" კი მხოლოდ 4-5 ფეხბურთელით უტევდნენ და შესაბბამისად სივრცეც პრაქტიკულად არ რჩებოდა, ამას ისიც დაემატა რომ, სწრაფი ფეხბურთელი რომელიც შეტევაზე იქნებოდა ორიენტირებული წითლების შემადგენლობაში არ მოიძებნა. ამ ყველაფრის ერთობლიობამ გამოიწვია ის რომ, მხოლოდ იღბალმა გვიშველა.

ახლა კიდევ ერთი რამ, ვთქვათ სხვა გზა არ გვქონდა და ლუიმ მაინც და მაინც 3 მცველიანი ტაქტიკა აარჩია, მის ყოვლისშემძლე და განთქმულ ანალიტიკურ ჯგუფს უნდა დაედგინა ის რომ საუთჰეპტონს ძალიან ძლიერი ფლანგები ჰყავს და და ვანელსია-იანგის წყვილით მათი დაჩაგვრა ზღაპრებშიც არ ხდება. ამიტომ სიძლიერე მეოდნის ცენტრში უნდა ყოფილიყო და ხუანის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა ერერას დაყენება, რომელიც დაცვასაც დაეხმარებოდა და ხისტი თამაშითაც გამოიჩენდა თავს, თუმცა ბატონმა ლუიმ არც ეს გააკეთა. ამის გათვალისწინებით წარმოდგენა არ მაქვს რა დავალება შეიძლებოდა ჰქონოდა მატას და რა ვერ გააკეთა მან.

კარგია რომ მოვიგეთ, მაგრამ ლივერპულთან უბრალოდ არ ეპატიება იგივეს გაკეთება უნდა შევუტიოთ და შარშანდელისთვის რევანში ავიღოთ, ახლა უკან დახევა და ქულების კარგვის დრო არა არის ძალიან კარგი სიჩქარე გვაქვს აკრეფილი და იმედია კიდევ უფრო მოვუმატებთ
0
№8
ავტორი: RojoDiablo
9 დეკემბერი 2014 19:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დავიწყებ იმით, რომ ლაშა ბოლოს მარტლა გადააფიქრებინებს ალექსანდრს ამის წერას.

რაც შეეხება თამაშს. ბევრი აღარაფერია სათქმელი და ამიტომ არ ვიტყვი, ახალს მაინც ვერაფერს შევძენ ამ სიტყვებს.

მე და ლაშამ საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ ამ მატჩზე და შევთანხმდით, რომ ეს მეორე ნომრად არჩეული შეგნებული თამაში იყო. მაგრამ იმაზეც შევთანხმდით, რომ სოტონი არ არის ის გუნდი, რომელსაც მეორე ნომრად უნდა ეთამაშო. ყოველშემთხვევაში ასეთ მეორე ნომრად. ეს თამაში კი არა, უბრალოდ ბურთი, ერთი გუნდი, სტადიონი და რაღაც ლურჯ მაისურებში მორბენალი ბიჭები იყვნენ, რომელთაგან რამდენიმეს ესმოდა რას აკეთებდა, რამდენიმეს კი წარმოადგენა არ ჰქონდა.

სმოლინგის ტრავმამ საკმაოდ შეგვიშალა ხელი მოვლენების სამომავლო განვითარებაში და სავარაუდოდ ვან გაალსაც შეუცვალა დასახული გეგმები, მაგრამ ყოველთვის არსებობს გეგმა ბ, რომელიც მწვრთნელს მუდამ უნდა ჰქონდეს. მითუმეტეს ტრავმა წელს არ არის უცნობი "სენი". ძალიან ვწუხვარ სათამაშო ხარისხზე, მაგრამ ყველა ბედნიერები ვართ მოგებით, სამი ქულით და მესამე ადგილით.

ვან პერსიმ გაიტანა - ეს გიგზის სიტყვების დასტურია, სადაც იგი ზოგი ფეხბურთელის ერთი კონკრეტული გუნდისადმი იღბლიანობას უსვამს ხაზს. მეეჭვება, რომ ამას ეთამაშა ვან გაალის არჩევანში რაიმე სახის როლი, რადგან ლუი ნებისმიერ შემთხვევაში ათამაშებდა რობინს (ტრავმის გარდა), მაგრამ შემთხვევითი როდია ასეთი შემთხვევები.

გუშინდელი საღამო ასე თუ ისე წარმატებული გამოდგა, მომდევნო კვირა კი ყველანაირ პერსპექტივას იძლევა წარმატებისთვის: იქნება ეს მეტოქის ცუდი ფორმა, მეტოქის მატჩების გრაფიკი, საშინაო არენა თუ ჩვენი გუნდის წარმატებული სვლა. იმედია ეს წინაპირობა აღსრულების გარეშე არ ჩაივლის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: GeorgeBest
9 დეკემბერი 2014 20:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინი 0 იყო იმენა. არც სხვები ბრწყინავდნენ დიდად, პერსის და დე ხეას გარდა ყველამ ჩააგდო მატჩი თითქმის. რუნისგან მეტს ველოდი. მატა საერთოდ დაკარგული იყო

ერერა რომ თავიდანვე ყოფილიყო ბევრად უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით. ძალიან ბევრს მოძრაობდნენ საუტჰემპტონის ფეხბურთელები მარა ჩვენი ახევარდაცვა იმენა შეშა იყო. ფელაინის შედგნენ ზედ იმენა, მეორე სართულზეც კი ვერ იგებდ აორთაბრძოლებს სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ამ როხოს იმედი ვაბშე არ მაქვს, ამას ჯობია ისევ მარცხნივ გავუშვათ მგონი ფლანგზე უფრო უკეთესად ითამაშებს.

საღოლ პერსის, 3 დარტყმა ჰქონდა გუნდს და სამივე მაგან დაარ*** ფაქტიურად არაფრისგან
0
№10
ავტორი: ikex
9 დეკემბერი 2014 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
au ra ambebia roisze netav eg chventan gadmovides da gveshveleba me tu nkitxav falcao unda gavushvat fletcheric mivayolot da viyidot maeco roisi tundac 50 milioni girdes vgijdebi ise momwons ra strotmani ris strotmani roisi roisi roisi roisi love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top