თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2014, 10:59
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2783,
კომენტარები: 11
ნათელი დღეები მანჩესტერში
სიტუაციის გამოსწორებასთან ერთად, ვან გაალს წინ რთული გამოცდა ელის.
ნათელი დღეები მანჩესტერში
ვან გაალისთვის თითქოს ცა ნელ-ნელა ნათელი ხდება. მომავალი თვე მისთვის ჩემპიონთა ლიგის ადგილის დასამკვიდრებელ გამოცდას აწყობს. ჰოლანდიელის მოღვაწეობა "ოლდ ტრაფორდზე" არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ახალ ფილოსოფიაზე გადასული ფეხბურთელები ერთი მეორეზე მიყოლებით ტრავმებს იღებდნენ. ახლა კი მარკოს როხოსა და რადამელ ფალკაოს დაბრუნების შემდეგ, ვითარება გაცილებით მარტივი ხდება. ჯონი ევანსმა და ანდერ ერერამ რეზერვებში ითამაშეს და ვან გაალისთვის ეს შესაძლებლობაა იმისა, რომ მან უკვე არჩევანი გააკეთოს სასტარტო თერთმეტეულის შედგენისას.

"იუნაიტედი" მომავალ თვეში საუკეთესო ოთხეულის უჩვეულო სტუმარს - "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება. "წმინდანებთან" ერთად კი "იუნაიტედს" საქმის გარჩევა "ლივერპულთან", "ნიუკასლთან" და "ტოტენჰემთან" მოუწევს. ეს ყველა ზემოთ ჩამოთვილი "წითელ ეშმაკებს" კონკურენციას გაუწევენ საუკეთესო ოთხეულისთვის ბრძოლაში. თუ ვან გაალი ტრავმებისგან წყევლას თავს აარიდებს, მაშინ შესაძლოა გუნდმა მოგებების სერია გააუმჯობესოს. ამ სეზონში ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობა მხლოდ ორი გახლავთ. დეკემბერი კი ის თვეა, როდესაც გულშემატკივარმა უნდა იხილოს ვან გაალის ფილოსოფიის დასრულებული სახე.

"არსენალთან" მოგებულმა მატჩმა გუნდს და გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. იმისდა მიუხედავად, რომ გუნდი პირველ ტაიმში უსახურად გამოიყურებოდა, ვან გაალის გუნდმა, 3 მცველით მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება და ეს შესაძლოა გარდამტეხი მომენტიც აღმოჩდნეს. ვან გაალი ახლაც კი ეძებს შესაბამის ბალანსს მოედნის ცენტრში. მაშინ როდესაც რობინ ვან პერსის უსახური თამაში ყველას აოცებს, საკითხავია რამდენი ხანი იქნება ფალკაო მიუწვდომელი.

ვან გაალი ასეთ სიტუაციაში უკვე იყო.

მიუნხენის "ბაიერნში" მოღვაწეობისას, მან პირველი სეზონი ცუდად დაიწყო ბუნდესლიგაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაში 1 ნაბიჯი დააკლდა. მან სიტუაციის რადიკალურად შეცვლა მოახერხა. მოიგო რა ბუნდელსიგა და გერმანიის თასი, ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც შეძლო. სწორედ ასეთი მაგალითი აძლევს "იუნაიტედის" ქომაგს იმედს და "არსენალთან" მოპოვებული გამარჯვება საფუძვლიან საბაბს აძლევს მათ იფიქრონ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე. სახლში ჩასატარებელი მატჩები "ჰალისა" და "სტოკის" წინააღმდეგ, ვან გაალმა უფრო სერიოზული გამოცდისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს.

მიუხედავად საშინელი სტარტისა, "ოლდ ტრაფორდზე" იგრძნობა ის აურა, რომ ფანებს სჯერათ - ვან გაალს სწორი მიმართულებით მიჰყავს გუნდი. "იუნაიტედი" ახლა უფრო ცუდ ვითარებაშია, ვიდრე გასულ სეზონს მოიესის მართველობის დროს იყო. გუნდი 3 ქულით ნაკლებს ფლობს და ლიდერებთან სხვაობაც 4 ქულით უფრო მეტი გახლავთ. მიუხედავად ამისა, გუნდი მერვეს ნაცვლად, მეოთხე ადგილს იკავებს და იმედი ნამდვილად არსებობს, რომ ვან გაალი აუცილებლად გააუმჯობესებს შედეგს.

"არსენალთან" მოგებული მატჩის შემდეგ, გარი ნევილმა ყველაფერი შეაჯამა და იმედისმომცემი ინტერვიუ ჩაწერა.

"ვფიქრობ მათ შესაბამისი მენეჯერი ჰყავთ." აცხადებს გარი. "ჩვენ ვიცით თუ "საიდან მოდის" იგი და რა შეუძლია. მე სულელი უნდა ვიყო, რომ ვთქვა მას არ აქვს უნარი გუნდი თავის ადგილზე დააბრუნოს."

"ჩატარებული მატჩების ხარისხი კარგი არ ყოფილა, მაგრამ აღსანიშნავია ტრავმირებული ფეხბურთელთა რიცხვიც, რომელიც ყველანაირად ხელს უშლის ვან გაალს. როდესაც ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავს შენ უნდა თქვა რომ ისინი ვარჯიშის ახალ რეჟიმს ეჩვევიან, რაც ნამდვილად რთული გამოდგა მათთვის. "

"ვან გაალი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, შენ რომ მასთან ახლო ურთიერთობაში იყო, ნამდვილად იფიქრებ რომ ეს ადამიანი 2 თუ 3 წელიწადში აუცილებლად მოიგებს ლიგას."
- დაასრულა ნევილმა.

წყარო: M.E.N
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
29 ნოემბერი 2014 08:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ლივერპულს და ტოტენჰემს ბურთი უნდა დავახიოთ თავზე შური უნდა ვიძიოთ :@
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top