თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2014, 10:59
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2783,
კომენტარები: 11
ნათელი დღეები მანჩესტერში
სიტუაციის გამოსწორებასთან ერთად, ვან გაალს წინ რთული გამოცდა ელის.
ნათელი დღეები მანჩესტერში
ვან გაალისთვის თითქოს ცა ნელ-ნელა ნათელი ხდება. მომავალი თვე მისთვის ჩემპიონთა ლიგის ადგილის დასამკვიდრებელ გამოცდას აწყობს. ჰოლანდიელის მოღვაწეობა "ოლდ ტრაფორდზე" არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ახალ ფილოსოფიაზე გადასული ფეხბურთელები ერთი მეორეზე მიყოლებით ტრავმებს იღებდნენ. ახლა კი მარკოს როხოსა და რადამელ ფალკაოს დაბრუნების შემდეგ, ვითარება გაცილებით მარტივი ხდება. ჯონი ევანსმა და ანდერ ერერამ რეზერვებში ითამაშეს და ვან გაალისთვის ეს შესაძლებლობაა იმისა, რომ მან უკვე არჩევანი გააკეთოს სასტარტო თერთმეტეულის შედგენისას.

"იუნაიტედი" მომავალ თვეში საუკეთესო ოთხეულის უჩვეულო სტუმარს - "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება. "წმინდანებთან" ერთად კი "იუნაიტედს" საქმის გარჩევა "ლივერპულთან", "ნიუკასლთან" და "ტოტენჰემთან" მოუწევს. ეს ყველა ზემოთ ჩამოთვილი "წითელ ეშმაკებს" კონკურენციას გაუწევენ საუკეთესო ოთხეულისთვის ბრძოლაში. თუ ვან გაალი ტრავმებისგან წყევლას თავს აარიდებს, მაშინ შესაძლოა გუნდმა მოგებების სერია გააუმჯობესოს. ამ სეზონში ზედიზედ მოგებული მატჩების რაოდენობა მხლოდ ორი გახლავთ. დეკემბერი კი ის თვეა, როდესაც გულშემატკივარმა უნდა იხილოს ვან გაალის ფილოსოფიის დასრულებული სახე.

"არსენალთან" მოგებულმა მატჩმა გუნდს და გულშემატკივრებს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა. იმისდა მიუხედავად, რომ გუნდი პირველ ტაიმში უსახურად გამოიყურებოდა, ვან გაალის გუნდმა, 3 მცველით მაინც მოახერხა მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება და ეს შესაძლოა გარდამტეხი მომენტიც აღმოჩდნეს. ვან გაალი ახლაც კი ეძებს შესაბამის ბალანსს მოედნის ცენტრში. მაშინ როდესაც რობინ ვან პერსის უსახური თამაში ყველას აოცებს, საკითხავია რამდენი ხანი იქნება ფალკაო მიუწვდომელი.

ვან გაალი ასეთ სიტუაციაში უკვე იყო.

მიუნხენის "ბაიერნში" მოღვაწეობისას, მან პირველი სეზონი ცუდად დაიწყო ბუნდესლიგაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაში 1 ნაბიჯი დააკლდა. მან სიტუაციის რადიკალურად შეცვლა მოახერხა. მოიგო რა ბუნდელსიგა და გერმანიის თასი, ამასთანავე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც შეძლო. სწორედ ასეთი მაგალითი აძლევს "იუნაიტედის" ქომაგს იმედს და "არსენალთან" მოპოვებული გამარჯვება საფუძვლიან საბაბს აძლევს მათ იფიქრონ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე. სახლში ჩასატარებელი მატჩები "ჰალისა" და "სტოკის" წინააღმდეგ, ვან გაალმა უფრო სერიოზული გამოცდისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს.

მიუხედავად საშინელი სტარტისა, "ოლდ ტრაფორდზე" იგრძნობა ის აურა, რომ ფანებს სჯერათ - ვან გაალს სწორი მიმართულებით მიჰყავს გუნდი. "იუნაიტედი" ახლა უფრო ცუდ ვითარებაშია, ვიდრე გასულ სეზონს მოიესის მართველობის დროს იყო. გუნდი 3 ქულით ნაკლებს ფლობს და ლიდერებთან სხვაობაც 4 ქულით უფრო მეტი გახლავთ. მიუხედავად ამისა, გუნდი მერვეს ნაცვლად, მეოთხე ადგილს იკავებს და იმედი ნამდვილად არსებობს, რომ ვან გაალი აუცილებლად გააუმჯობესებს შედეგს.

"არსენალთან" მოგებული მატჩის შემდეგ, გარი ნევილმა ყველაფერი შეაჯამა და იმედისმომცემი ინტერვიუ ჩაწერა.

"ვფიქრობ მათ შესაბამისი მენეჯერი ჰყავთ." აცხადებს გარი. "ჩვენ ვიცით თუ "საიდან მოდის" იგი და რა შეუძლია. მე სულელი უნდა ვიყო, რომ ვთქვა მას არ აქვს უნარი გუნდი თავის ადგილზე დააბრუნოს."

"ჩატარებული მატჩების ხარისხი კარგი არ ყოფილა, მაგრამ აღსანიშნავია ტრავმირებული ფეხბურთელთა რიცხვიც, რომელიც ყველანაირად ხელს უშლის ვან გაალს. როდესაც ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავს შენ უნდა თქვა რომ ისინი ვარჯიშის ახალ რეჟიმს ეჩვევიან, რაც ნამდვილად რთული გამოდგა მათთვის. "

"ვან გაალი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, შენ რომ მასთან ახლო ურთიერთობაში იყო, ნამდვილად იფიქრებ რომ ეს ადამიანი 2 თუ 3 წელიწადში აუცილებლად მოიგებს ლიგას."
- დაასრულა ნევილმა.

წყარო: M.E.N
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ნოემბერი 2014 11:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყოჩაღ, დილიდან ხოდზე ხართ მწერლები love wink

რაც შეეხება ვან გაალს, როგორც სტატიაშია აღნიშნული ამდენი ტრამვა ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის, მაგრამ მიუხედავად ამისა მე-4 ადგილზე ვართ, თუმცა მე იმას არ ვიძახი რო ეს ადგილი მაკმაყოფილებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ წინა სეზონს, ახალ მწვრთნელს და ამდენ ტრამვიანობას შედეგი ცუდი ნამდვილად არააა. გარიმ აფსოლიტურად სწორად აღნიშნა,რომ თამაშის ხარისხი არ იყო კარგი, მაგრამ ეს ვან გაალია და გუნდი იმ მიმართულებით მიდის საითაც უნდა მიდიოდეს. ჩვენი მიმართულება კი ყოველთვის იყო, არის და იქნება პირველი ადგილი!!! winked
0
№2
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2014 11:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"იუნაიტედს" საქმის გარჩევა "ლივერპულთან", "ნიუკასლთან" და "ტოტენჰემთან" მოუწევს.


ჩაიცუცქებენ და ისე. ნიუკასლი ჩვენი კონკურენტი არანაირად არ იქნება ოთხეულისთვის ბრძოლაში.

გასულ წელთან შედარებით მართალია უფრო ნაკლები ქულა გვაქვს და უფრო მეტით ჩამოვრჩებით ლიდერს, მაგრამ არც სხვა გუნდები არიან სტაბილურები და მეოთხე ადგილზე სწორედ ამიტომ ვართ. ამას ვან გაალის დამსახურებად კი არა სხვა გუნდების ცუდი თამაშის ხარჯზე მიღწეულ შედეგად ვთვლი.

ცალკე მხარე ტრავმები. გუნდი ვერ ვნახეთ ერთი ძირითადი ხერხემალით. ხან ვინ დგას ძირითადში და ხან ვინ. ასეთ გუნდს რთული რამე მოსთხოვო და მითუმეტეს მწვრთნელს, მაგრამ ოდესმე ხომ დასრულდება ეს უიღბლობა და ყველა ვნახავთ ნამდვილ ძალას, რაც ვან გაალმა შესძინა გუნდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Goginashvili777
28 ნოემბერი 2014 11:17
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
:D Aba rasambob dumbo .. bolo 6 tamashidan 6 moiges :) taanabari qulebit vart 4-5 poziciaze
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: Best 7
28 ნოემბერი 2014 13:01
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ნიუკასლი და ლუზერპულიიი foreveralonehappy მანჩესტერ იუნაიტედი! manunited
0
№5
ავტორი: Nistelrooy
28 ნოემბერი 2014 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს თამაშები :3 ლივერპული არ უნდა გავახაროთ ^_^
0
№6
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2014 15:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Goginashvili103,
მოიცა გურამ არ გადამარიო ახლა. ნიუკასლი იმდენად გაქაჩავს, რომ ოთხეულისთვის შეგვეცილება კაცო? ახლა კი გაქაჩეს რაღაც, მაგრამ რამდენ ხანს უნდა გაძლონ ასე. მაშინ მაგ ლოგიკით სოტონმა ჩემპიონობას უნდა მიაწვეს, მაგრამ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
28 ნოემბერი 2014 16:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ოთხეული კი არა წელს თასი ჩვენია :-)
0
№8
ავტორი: gilmour
28 ნოემბერი 2014 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ისიც ფაქტია რომ ამ ეტაპზე ჩვენი ოთხეულში ყოფნა კონკურეტნტი გუნდების ძალიან ცუდი თამაშითაც არის განპირობებული, მაგრამ შარშანდელ და წლევანდელ იუნაიტედს მაინც ვერ შევადარებ. იგრძნობა რომ ბევრი შეგვიძლია და დიდი პოტენციალია გუნდში.
ისევ ჩემ აზრზე დავრჩები რომ ტრავმების ეს ეპიდემია გადატვირთული ვარჯიშების ბრალია, რაც ამ სტატიის ბოლოსაც დასტურდება ნევილის ნათქვამიდა.
მგონია რომ საშობაო პერიოდს კარგად ჩავატარებთ.
0
№9
ავტორი: DiMaria
28 ნოემბერი 2014 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
AkkRed,
შანსი არაა. წელს მაგდენს ვერ გავქაჩავთ. მაგრამ პირდაპირი საგზური გაასწორებდა
0
№10
ავტორი: VaRdo
28 ნოემბერი 2014 19:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნამდვილ იუნაიტედს მეორე წრეში იხილავთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top