თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 16:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3058,
კომენტარები: 11
"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
გუშინდელი შეხვედრის ტაქტიკური ანალიზი.
ბევრი მკითხაობდა, თუ რა შემადგენლობა იქნებოდა "არსენალთან". ვერავინ გამოიცნო, რადგან ვან გაალმა სრულიად მოულოდნელად ექსპერიმენტულ 3-5-2 ტაქტიკასთან დაბრუნება გადაწყვიტა, რომელიც ძირითად დატვირთვას დაცვაზე იძლეოდა.

მოედანზე გამოჩნდა გუნდის ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი და საყრდენი ზონა კერიკმა და ფელაინიმ დაიჭირეს.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ტრავმამოშუშებული შოუ მე-15 წუთზე იანგმა შეცვალა. ამასთან ერთად, სქემა არ შეცვლილა და იანგიც და ვალენსიაც მთელ თამაშს დაცვაზე ორიენტირებით თამაშობდნენ. ასეთი თამაში კი ვერაფრით იქნებოდა მოსაწყენი.

შეცდომები

"არსენალის" შეტევამ თავი ყოველ მხრივ წარმოაჩინა. თავდასხმის სისწრაფე და მობილურობა "იუნაიტედის" დაცვის რთული ამოცანა გახდა. ჩემბერსის ხშირმა და მამაცურმა ჩართვებმა "მეთოფეებს" მეტი ვარიანტი შესთავაზა. მხოლოდ დასრულება მოიკოჭლებდა.

მე-5 წუთი

დაცვის მარცენა ფლანგს მეტ-ნაკლებად ხშირად არღვევდნენ. ამ ეპიზოდში ბლეკეტი თითქოს იჭერს ჩემბერლენს, მაგრამ ის მოქმედების მიმართულების მარტივი ცვლით ბლეკეტსაც და უკან ჩასულ ფელაინისაც არ იმჩნევს. ბლეკეტი ძალიან მარტივად დანებდა. მომენტი მაკნეირმა წაიკითხა, რომელმაც უელბეკის დარტყმა დაბლოკა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მე-9 წუთი

რამდენიმე წუთის შემდეგ ბლეკეტის მოუფრთხილებელმა თავით თამაშმა და რუნის პასიურმა პოზიციამ ჩაწოდება გამოიწვია. თითქოს მაკნეირი სწორად განლაგდა უელბეკის წინ და მას ხელი უნდა შეუშალოს, მაგრამ დენი ძალიან მარტივად მისწვდა ბურთს და ძალიან სახიფათოდ დაარტყა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მე-12 წუთი

ამის შემდეგ მოხდა ეპიზოდი, რომელშიც "არსენალმა" შესანიშნავად გაითამაშა ზედმეტი მოთამაშე.

უილშირს საჯარიმოსთან მიახლოება და კარში სახიფათოდ დარტყმის უფლება მისცეს. მაგრამ შეიძლება კი აქ დაცვითი ფუნქციების შემსრულებელი ფეხბურთელების დადანაშაულება? მაკნეირი, სმოლინგი და კერიკი თითო ფეხბურთელს იყვანენ. როგორც კი ნებისმიერი მათგანი ამოძრავდება უილშირის მიმართულებით, აუცილებლად გაკეთდება პასი გახსნილ ფეხბურთელზე (1, 2, 3). ამიტომ არჩევანი არ არსებობდა გარდა იმისა, რომ შემტევები აეყვანათ და ბლეკეტის იმედზე ყოფილიყვნენ, რომელსაც "ათიანი" უნდა გაუვნებელეყო, მაგრამ ასე არ მოხდა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


22-ე წუთი

კიდევ ერთი მომენტი, რომელიც დე ხეას გმირობით დასრულდა.

იანგი ბლეკეტს მიუთითებს შემტევს მიხედოს, რადგან მას ფლანგზე თავისი საქმე აქვს, მაგრამ ოქსლეიდი ტაილერს სისწრაფეში ჯაბნის.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


44-ე წუთი

ტაიმის მიწურულს შედგა კიდევ ერთი ჩაწოდება, რომელსაც მაკნეირი ვერ გაუმკლავდა. ამჯერად კუთხურიდან. დავიდის კიდევ ერთმა წარმატებულმა თამაშმა სიტუაციიდან გამოსავალი ჰპოვა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


49-ე წუთი

მეორე ტაიმი "არსენალმა" ისეთივე შემართებით დაიწყო, როგორც პირველი. 49-ე წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენმა უელბეკს დიდებული პასი გაუკეთა.

მაკნეირი თითქოს კარგ პოზიციაში იმყოფება და ყველაფერს ზუსტად აკეთებს, მაგრამ დენი აშკარად ჯაბნის მას სისწრაფეში. ამის ხარჯზე ეპიზოდი სახიფათო ხასიათს იძენს, თუმცა პედიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "არსენალის" თავდამსმხელი ფლანგზე "გადაესროლა".

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


68-ე წუთი

საყრდენი ზონის ფეხბურთელების ცუდი თამაშის საჩვენებელი ეპიზოდი.

"არსენალის" მცველი მშვიდად მიიწევს წინ, არც ფელაინი, არც კერიკი მის შევიწროებას არ ცდილობენ. თუმცა ფელაინიმ მაინც გადადგა ბურთის მფლობელი ფეხბურთელისკენ ნაბიჯი, მაგრამ უკვე გვიანი იყო და მონრეალმა წინ გაგზავნა ბურთი.

ყურდღება მიაქციეთ იმას, რომ კასორლაც სრულიად მარტოა.

იდეალში ფელაინი ასეთ სიტუაციაში მცველთან უფრო ადრე უნდა მისულიყო, ხოლო კერიკს კასორლასთვის უნდა ედევნებინა თვალი, რადგან "იუნაიტედის" დაცვა თავდასხმას ავიწროვებს.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მომენტი დასრულდა იმით, რომ უელბეკმა ბურთი თავით დაუგდო კასორლას, ხოლო მან სახიფათო პოზიციიდან კარში დაარტყა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


95-ე წუთი. ჟირუს გოლი

მატჩის უკანასკნელი სახიფათო ეპიზოდი, რომელიც შეცვლაზე შემოსული ჟირუს გოლით დასრულდა.

ოლივიეზე ამ მომენტში პასუხს კერიკი აგებს, რომელიც დაცვის ცენტრში აღმოჩნდა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ჟირუმ გადაცემის შესრულების დროს სისწრაფის ხარჯზე მარტივად ჩამოიშორა კერიკი. მაიკლი კი მხოლოდ ხელით დაჭერას ცდილობდა. საბოლოო მოხდა მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა და გოლი.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


არსებობს ალბათობა იმისა, რომ კერიკის აქ არ ყოფნის შემთხვევაში ცენტრალური მცველები ჟირუს მარტივად გაუმკლავდებოდნენ. თუმცა ისე გამოვიდა, რომ დაცვითი ფუნქციები სმოლინგმა მაიკლს გადააბარა, რომელმაც თავი ვერ გაართვა.

***


ზემოაღწერილი შეცდომების გარდა უნდა აღინიშნოს კუთხურების მოწოდების დროს სუსტი თამაში. ფელაინიმ ორჯერ, ბლეკეტმა და მაკნეირმა კი თითოჯერ წააგეს მეორე სართულზე ორთაბრძოლა და მეტოქეს კარისკენ დაარტყმევინეს.

დანარჩენ სიტუაციებში კი დაცვა პანიკის გარეშე, მშვიდად თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ "არსენალი" კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა. თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცოდა თავისი საქმე და მცველები დროულად კეტავდნენ თავდამსხმელთა დარტყმებს. ხოლო როცა ეს არ ხერხდებოდა, მოწოდების სიმაღლეზე იდგა დავიდ დე ხეა, რომელმაც 8 სეივი განახორციელა.

საერთო დაკვირვება

რობინ ვან პერსი

12 შეხება ბურთთან მთელი მატჩის განმავლობაში, მათგან სამი კუთხურის მოწოდების დროს, 1 კი ბურთის გათამაშების დროს.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი რობინის შესრულებით.

იმ სიტუაციებშიც კი, როცა ვან პერსი ბურთს იღებდა შეეძლო უფრო ფრთხილად ემოქმედა.

1-0 ანგარიშზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კონტრშეტევა შედგა. რობინს პირველივე შეხებით უნდა მიეცა სწრაფი დი მარიასთვის პასი და არგენტინელი 1-1 გავიდოდა. მაგრამ თავდამსხმელმა ეპიზოდი გაწელა და საბოლოოდ არაფერი გამოვიდა.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


პერსის შემცვლელი უილსონი შესანიშნავი აჩქარებით იჩენდა თავს და საერთო სურათს არ აფუჭებდა.

ვალენსია და იანგი

ამ ბიჭებმა ფლანგის მცველის პოზიციაზე ითამაშეს. არც ერთხელ არ დაუკარგავთ პოზიცია მთელი მატჩის განმავლობაში და არ დაუშვიათ შეცდომა. აღსანიშნავია, რომ ეს ფანტასტიკის ჟანრს უნდა მივაკუთვნოთ. თუმცა ვალენსიამ და იანგმა თავი კარგად გაართვეს დავალებას. ერთი დიდი პლუსი ორივე მათგანს.

საყრდენი ზონა

მაიკლ კერიკმა შეხვედრის დასაწყისში დი მარიას შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, შემდეგ კი დაიწყო თამაში: "იპოვე კერიკი მოედანზე". იცით, ამერიკელებს აქვთ ცნობილი წიგნი "სად არის უოლდო?" აზრი მდგომარეობს იმაში, რომ სურათზე უნდა იპოვო ზოლიან სვიტრში ჩაცმული ადამიანი. ძალიან ჰგავდა ეს ყველაფერი.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საყრდენი ზონის ფეხბურთელმა თავისი გუნდის მცველს უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მას შეტევის წამოწყება არ ევალებოდეს.

ბლეკეტი და მაკნეირი ისევ ახდენდნენ შეტევის წარმოებას გრძელი გადაცემების ხარჯზე ერთადერთი მიზეზის გამო - საყრდენ ზონაში არავინ იყო, რომ პასი მიეცათ:

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ფელაინიმ მთელი მატჩის განმავლობაში 39 პასი გააკეთა, უმრავლესობა ფლანგზე. კერიკმა 24. თავად დაფიქრდით, 24 პასი საყრდენი ნახევარმცველისგან. საერთო ჯამში კი 63 პასი.

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


შედარებისთვის დეილი ბლინდის მიერ ერთ-ერთ პირველ შეხვედრაში გაკეთებული გადაცემების ამსახველი სურათი:

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


არ ვიცი რით გავამართლო საყრდენი ზონის ფეხბურთელების ყველგან ყოფნა საყრდენი ზონის გარდა. ხოლო როცა იქ არიან, საშინლად მოქმედებენ.

შეხედეთ სახასიათო ეპიზოდს. მაკნეირმა საყრდენ ზონაში გააკეთა გადაცემა. ყველაფერი კი დასრულდა იმით, რომ ფელაინიმ ბურთი "არსენალის" ფეხბურთელებს გადააწოდა, რასაც 3 ორზე შეტევა მოჰყვა.

კერიკი საერთოდ არ არის აქ. სად არის მაიკლი? სად არის უოლდო?

"არსენალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ასეთი სიტუაცია ფლანგის ცენტრალურ მცველებს ფართოდ თამაშს აიძულებს, რათა მეკარესთან გაითამაშონ ბურთი და მეტ-ნაკლებად მშვიდად გაგზავნონ წინ. მცველები არ არიან დარწმუნებულნი, რომ სიახლოვეს იმყოფება საიმედო პარნტნიორი, რომელიც პრესინგიდან თავის დაღწევაში დაეხმარება.

უფრო მეტსაც გეტყვით - დე ხეას ნაჩქარევი დარტყმები საყრდენი ზონის ფეხბურთელების მოწესრიგებელი განლაგების შედეგია. გუნდი პრესინგში ექცევა და ცდება.

დე ხეას ზუსტი პასების 37 %, 2 მოკლე პასი, 15 არაზუსტი გრძელი პასი.

მეორდება ზუსტად ის, რასაც ბლინდის არ ყოფნისას ვხედავდით გუნდში. თითქოს მას კერიკი ჩაანაცვლებდა, მაგრამ დე ხეას ასეთი თამაში, სმოლინგის პასების სიზუსტის 64%, მაკნეირის პასების სიზუსტის 71% და ბლეკეტის პასების სიზუსტის 64% სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს.

დასკვნებს ერთი მატჩიდან გამომდინარე ნუ გავაკეთებთ, მაგრამ თუ კერიკი ბლინდის ფუნქციებს არ შეითავსებს, მის ზონაში სერიოზული პრობლემები შეიქმნება. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დავმარცხდებით, მაგრამ "იუნაიტედის" თამაშის ხარისხზე უარყოფიდად იმოქმედებს.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RioManIa
26 ნოემბერი 2014 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ყოჩაღ ავტორ. ჩემი საყვარელი სტატიაა. ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ და მერე ჩემს შთაბეჭდილებებს ვადარებ.

აი მაგალითად კარიკის ასე ცუდი თამაში "გამომრჩა". ალბათ უფრო იმიტომ რომ არსენალი ძირითადად ფლანგებიდან უტევდა. დაბერდა მაიკი, მაგრამ მაინც ძალაა გუნდისთვის. ვან გაალი უნდა ეცადოს სტოორტმანი ზამთარშივე გადაიბიროს. იმედია სიტი მოიგებს გასვლას რომში და ეს ტრანსფერი უფრო რეალური გახდება.

დეილი ძალიან გვაკლია. როხოც მომენატრა. კაი იყო იანგი წუხელ მაგრამ მაინც მარკუსა მინდა მარცხენა მცველად, აშკარაა რომ ლუკ შოუ ელემენტარულად მზად არაა პრემიერლიგის სათამაშოდ. რის გრანდი, რა გრანდი, ყოფილიყო იქ სადაც იყო. მაკნეირიც დიდად არ მომწონს ჯერ, მაგრამ ფაქტია მისი მონაწილებით ყველა თამაში მოიგო გუნდმა. სახიფათო ისაა რომ ნელ-ნელა სმოლინგი გვევლინება დაცვის ლიდერად. არაფერს ვერჩი კრისს, მომწონს კიდეც მე მისი სათამაშო სტილი, მაგრამ დაცვის ლიდერის როლში ყოფნა მისთვის ნაადრევია. ჰუმელსი დახატავს იუნაიტედს. ბლეკეტზე საუბარიც არ ღირს. ძალიან სუსტია, განსაკუთრებით ეს სამ მცველიან ტაქტიკაში ჩანს.


ჰოო, პერსიზე რა ვთქვა? უნდა წავიდეს პერსი..მორჩა მაგის ფეხბურთი. უილსონს კი წარმატებებს ვუსურვებ. მჯერა რომ ივარგებს ეს ბიჭი, მაგრამ არა იმ პოზიციაზე რომელზეც ვან გაალმა პერსის შეცვლის მერე დააყენა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top