გუშინდელი შეხვედრის ტაქტიკური ანალიზი.
ბევრი მკითხაობდა, თუ რა შემადგენლობა იქნებოდა "არსენალთან". ვერავინ გამოიცნო, რადგან ვან გაალმა სრულიად მოულოდნელად ექსპერიმენტულ 3-5-2 ტაქტიკასთან დაბრუნება გადაწყვიტა, რომელიც ძირითად დატვირთვას დაცვაზე იძლეოდა.
მოედანზე გამოჩნდა გუნდის ყველა ჯანმრთელი ფეხბურთელი და საყრდენი ზონა კერიკმა და ფელაინიმ დაიჭირეს.
ტრავმამოშუშებული შოუ მე-15 წუთზე იანგმა შეცვალა. ამასთან ერთად, სქემა არ შეცვლილა და იანგიც და ვალენსიაც მთელ თამაშს დაცვაზე ორიენტირებით თამაშობდნენ. ასეთი თამაში კი ვერაფრით იქნებოდა მოსაწყენი.
შეცდომები"არსენალის" შეტევამ თავი ყოველ მხრივ წარმოაჩინა. თავდასხმის სისწრაფე და მობილურობა "იუნაიტედის" დაცვის რთული ამოცანა გახდა. ჩემბერსის ხშირმა და მამაცურმა ჩართვებმა "მეთოფეებს" მეტი ვარიანტი შესთავაზა. მხოლოდ დასრულება მოიკოჭლებდა.
მე-5 წუთიდაცვის მარცენა ფლანგს მეტ-ნაკლებად ხშირად არღვევდნენ. ამ ეპიზოდში ბლეკეტი თითქოს იჭერს ჩემბერლენს, მაგრამ ის მოქმედების მიმართულების მარტივი ცვლით ბლეკეტსაც და უკან ჩასულ ფელაინისაც არ იმჩნევს. ბლეკეტი ძალიან მარტივად დანებდა. მომენტი მაკნეირმა წაიკითხა, რომელმაც უელბეკის დარტყმა დაბლოკა.
მე-9 წუთირამდენიმე წუთის შემდეგ ბლეკეტის მოუფრთხილებელმა თავით თამაშმა და რუნის პასიურმა პოზიციამ ჩაწოდება გამოიწვია. თითქოს მაკნეირი სწორად განლაგდა უელბეკის წინ და მას ხელი უნდა შეუშალოს, მაგრამ დენი ძალიან მარტივად მისწვდა ბურთს და ძალიან სახიფათოდ დაარტყა.
მე-12 წუთიამის შემდეგ მოხდა ეპიზოდი, რომელშიც "არსენალმა" შესანიშნავად გაითამაშა ზედმეტი მოთამაშე.
უილშირს საჯარიმოსთან მიახლოება და კარში სახიფათოდ დარტყმის უფლება მისცეს. მაგრამ შეიძლება კი აქ დაცვითი ფუნქციების შემსრულებელი ფეხბურთელების დადანაშაულება? მაკნეირი, სმოლინგი და კერიკი თითო ფეხბურთელს იყვანენ. როგორც კი ნებისმიერი მათგანი ამოძრავდება უილშირის მიმართულებით, აუცილებლად გაკეთდება პასი გახსნილ ფეხბურთელზე (1, 2, 3). ამიტომ არჩევანი არ არსებობდა გარდა იმისა, რომ შემტევები აეყვანათ და ბლეკეტის იმედზე ყოფილიყვნენ, რომელსაც "ათიანი" უნდა გაუვნებელეყო, მაგრამ ასე არ მოხდა.
22-ე წუთიკიდევ ერთი მომენტი, რომელიც დე ხეას გმირობით დასრულდა.
იანგი ბლეკეტს მიუთითებს შემტევს მიხედოს, რადგან მას ფლანგზე თავისი საქმე აქვს, მაგრამ ოქსლეიდი ტაილერს სისწრაფეში ჯაბნის.
44-ე წუთიტაიმის მიწურულს შედგა კიდევ ერთი ჩაწოდება, რომელსაც მაკნეირი ვერ გაუმკლავდა. ამჯერად კუთხურიდან. დავიდის კიდევ ერთმა წარმატებულმა თამაშმა სიტუაციიდან გამოსავალი ჰპოვა.
49-ე წუთიმეორე ტაიმი "არსენალმა" ისეთივე შემართებით დაიწყო, როგორც პირველი. 49-ე წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენმა უელბეკს დიდებული პასი გაუკეთა.
მაკნეირი თითქოს კარგ პოზიციაში იმყოფება და ყველაფერს ზუსტად აკეთებს, მაგრამ დენი აშკარად ჯაბნის მას სისწრაფეში. ამის ხარჯზე ეპიზოდი სახიფათო ხასიათს იძენს, თუმცა პედიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "არსენალის" თავდამსმხელი ფლანგზე "გადაესროლა".
68-ე წუთისაყრდენი ზონის ფეხბურთელების ცუდი თამაშის საჩვენებელი ეპიზოდი.
"არსენალის" მცველი მშვიდად მიიწევს წინ, არც ფელაინი, არც კერიკი მის შევიწროებას არ ცდილობენ. თუმცა ფელაინიმ მაინც გადადგა ბურთის მფლობელი ფეხბურთელისკენ ნაბიჯი, მაგრამ უკვე გვიანი იყო და მონრეალმა წინ გაგზავნა ბურთი.
ყურდღება მიაქციეთ იმას, რომ კასორლაც სრულიად მარტოა.
იდეალში ფელაინი ასეთ სიტუაციაში მცველთან უფრო ადრე უნდა მისულიყო, ხოლო კერიკს კასორლასთვის უნდა ედევნებინა თვალი, რადგან "იუნაიტედის" დაცვა თავდასხმას ავიწროვებს.
მომენტი დასრულდა იმით, რომ უელბეკმა ბურთი თავით დაუგდო კასორლას, ხოლო მან სახიფათო პოზიციიდან კარში დაარტყა.
95-ე წუთი. ჟირუს გოლიმატჩის უკანასკნელი სახიფათო ეპიზოდი, რომელიც შეცვლაზე შემოსული ჟირუს გოლით დასრულდა.
ოლივიეზე ამ მომენტში პასუხს კერიკი აგებს, რომელიც დაცვის ცენტრში აღმოჩნდა.
ჟირუმ გადაცემის შესრულების დროს სისწრაფის ხარჯზე მარტივად ჩამოიშორა კერიკი. მაიკლი კი მხოლოდ ხელით დაჭერას ცდილობდა. საბოლოო მოხდა მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა და გოლი.
არსებობს ალბათობა იმისა, რომ კერიკის აქ არ ყოფნის შემთხვევაში ცენტრალური მცველები ჟირუს მარტივად გაუმკლავდებოდნენ. თუმცა ისე გამოვიდა, რომ დაცვითი ფუნქციები სმოლინგმა მაიკლს გადააბარა, რომელმაც თავი ვერ გაართვა.
***
ზემოაღწერილი შეცდომების გარდა უნდა აღინიშნოს კუთხურების მოწოდების დროს სუსტი თამაში. ფელაინიმ ორჯერ, ბლეკეტმა და მაკნეირმა კი თითოჯერ წააგეს მეორე სართულზე ორთაბრძოლა და მეტოქეს კარისკენ დაარტყმევინეს.
დანარჩენ სიტუაციებში კი დაცვა პანიკის გარეშე, მშვიდად თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ "არსენალი" კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა. თითოეულმა მათგანმა ზუსტად იცოდა თავისი საქმე და მცველები დროულად კეტავდნენ თავდამსხმელთა დარტყმებს. ხოლო როცა ეს არ ხერხდებოდა, მოწოდების სიმაღლეზე იდგა დავიდ დე ხეა, რომელმაც 8 სეივი განახორციელა.
საერთო დაკვირვებარობინ ვან პერსი12 შეხება ბურთთან მთელი მატჩის განმავლობაში, მათგან სამი კუთხურის მოწოდების დროს, 1 კი ბურთის გათამაშების დროს.
სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი რობინის შესრულებით.
იმ სიტუაციებშიც კი, როცა ვან პერსი ბურთს იღებდა შეეძლო უფრო ფრთხილად ემოქმედა.
1-0 ანგარიშზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო კონტრშეტევა შედგა. რობინს პირველივე შეხებით უნდა მიეცა სწრაფი დი მარიასთვის პასი და არგენტინელი 1-1 გავიდოდა. მაგრამ თავდამსხმელმა ეპიზოდი გაწელა და საბოლოოდ არაფერი გამოვიდა.
პერსის შემცვლელი უილსონი შესანიშნავი აჩქარებით იჩენდა თავს და საერთო სურათს არ აფუჭებდა.
ვალენსია და იანგიამ ბიჭებმა ფლანგის მცველის პოზიციაზე ითამაშეს. არც ერთხელ არ დაუკარგავთ პოზიცია მთელი მატჩის განმავლობაში და არ დაუშვიათ შეცდომა. აღსანიშნავია, რომ ეს ფანტასტიკის ჟანრს უნდა მივაკუთვნოთ. თუმცა ვალენსიამ და იანგმა თავი კარგად გაართვეს დავალებას. ერთი დიდი პლუსი ორივე მათგანს.
საყრდენი ზონამაიკლ კერიკმა შეხვედრის დასაწყისში დი მარიას შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, შემდეგ კი დაიწყო თამაში: "იპოვე კერიკი მოედანზე". იცით, ამერიკელებს აქვთ ცნობილი წიგნი
"სად არის უოლდო?" აზრი მდგომარეობს იმაში, რომ სურათზე უნდა იპოვო ზოლიან სვიტრში ჩაცმული ადამიანი. ძალიან ჰგავდა ეს ყველაფერი.
როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საყრდენი ზონის ფეხბურთელმა თავისი გუნდის მცველს უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მას შეტევის წამოწყება არ ევალებოდეს.
ბლეკეტი და მაკნეირი ისევ ახდენდნენ შეტევის წარმოებას გრძელი გადაცემების ხარჯზე ერთადერთი მიზეზის გამო - საყრდენ ზონაში არავინ იყო, რომ პასი მიეცათ:
ფელაინიმ მთელი მატჩის განმავლობაში 39 პასი გააკეთა, უმრავლესობა ფლანგზე. კერიკმა 24. თავად დაფიქრდით, 24 პასი საყრდენი ნახევარმცველისგან. საერთო ჯამში კი 63 პასი.
შედარებისთვის დეილი ბლინდის მიერ ერთ-ერთ პირველ შეხვედრაში გაკეთებული გადაცემების ამსახველი სურათი:
არ ვიცი რით გავამართლო საყრდენი ზონის ფეხბურთელების ყველგან ყოფნა საყრდენი ზონის გარდა. ხოლო როცა იქ არიან, საშინლად მოქმედებენ.
შეხედეთ სახასიათო ეპიზოდს. მაკნეირმა საყრდენ ზონაში გააკეთა გადაცემა. ყველაფერი კი დასრულდა იმით, რომ ფელაინიმ ბურთი "არსენალის" ფეხბურთელებს გადააწოდა, რასაც 3 ორზე შეტევა მოჰყვა.
კერიკი საერთოდ არ არის აქ. სად არის მაიკლი? სად არის უოლდო?
ასეთი სიტუაცია ფლანგის ცენტრალურ მცველებს ფართოდ თამაშს აიძულებს, რათა მეკარესთან გაითამაშონ ბურთი და მეტ-ნაკლებად მშვიდად გაგზავნონ წინ. მცველები არ არიან დარწმუნებულნი, რომ სიახლოვეს იმყოფება საიმედო პარნტნიორი, რომელიც პრესინგიდან თავის დაღწევაში დაეხმარება.
უფრო მეტსაც გეტყვით - დე ხეას ნაჩქარევი დარტყმები საყრდენი ზონის ფეხბურთელების მოწესრიგებელი განლაგების შედეგია. გუნდი პრესინგში ექცევა და ცდება.
დე ხეას ზუსტი პასების 37 %, 2 მოკლე პასი, 15 არაზუსტი გრძელი პასი.
მეორდება ზუსტად ის, რასაც ბლინდის არ ყოფნისას ვხედავდით გუნდში. თითქოს მას კერიკი ჩაანაცვლებდა, მაგრამ დე ხეას ასეთი თამაში, სმოლინგის პასების სიზუსტის 64%, მაკნეირის პასების სიზუსტის 71% და ბლეკეტის პასების სიზუსტის 64% სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს.
დასკვნებს ერთი მატჩიდან გამომდინარე ნუ გავაკეთებთ, მაგრამ თუ კერიკი ბლინდის ფუნქციებს არ შეითავსებს, მის ზონაში სერიოზული პრობლემები შეიქმნება. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დავმარცხდებით, მაგრამ "იუნაიტედის" თამაშის ხარისხზე უარყოფიდად იმოქმედებს.
ავტორი: ალექსანდრ კორენევიწყარო:
carrick.ru