თბილისი:
მანჩესტერი:
23-11-2014, 15:22
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2550,
კომენტარები: 13
5 რამ, რაც გასულმა მატჩმა გვასწავლა
"არსენალი" - "იუნაიტედი"
5 რამ, რაც გასულმა მატჩმა გვასწავლა
სმოლინგს ჯერ კიდევ აქვს მომავალი

კრისმა კვირის დასაწყისში ბოდიში მოიხადა და გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ იმ შეცდომას, რომლისთვისაც დერბიში გაძევებული იქნა, აღარ გაიმეორებდა. ფანებს ბრაზი მაინც ჰქონდათ შერჩენილი, თუმცა "არსენალთან" შეხვედრაში, შუქ-ფარზე სმოლინგის სახელის ანთებამ მათ სიყვარულის და იმედის ნაპერწკალი გაუღვივა. ინგლისელი დამაჯერებლად თამაშობდა და იყო დაცვის ნამდვილი ლიდერი. მეორე ტაიმში მისმა შესანიშნავმა ვარდნამ გუნდი ძალიან სახიფათო მომენტისგან იხსნა და არ მისცა ყოფილ თანაგუნდელ, დენი უელბეკს, ბურთთან მისვლის საშუალება.

დავიდ დე ხეა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მაშინ როცა გამოუცდელი და ახალგაზრდა დაცვის ხაზი ცდებოდა, არსენალის ფეხბურთელებს უძლეველი დაბრკოლება ხვდებოდათ დავიდ დე ხეას სახით. ესპანელმა საოცარი პირველი ნახევარი ჩაატარა, გააკეთა საუცხოო სეივები, თუმცა მათგან გამორჩეული ალბათ მაინც უილშირის დარტყმულის მოგერიება იყო, როცა დავიდმა დაახლოებით 4 მეტრიდან ძლიერი დარტყმული არ მიუშვა კარის ხაზამდე. მატჩის შემდეგ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა რომ, დე ხეას კიდევ შეუძლია მოუმატოს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ამაზე მეტი რა უნდა შემოგვთავაზოს ესპანელმა.

ვან გაალმა იცის, როგორ დაამარცხოს ვენგერი

დაცვაში ჩაჯდომა, პრესინგის თამაში და კონტრშეტევაზე თავქუდმოგლეჯილი გაქცევა - ტიპური პერფორმანსი "იუნაიტედის" შესრულებით ლონდონში, სერ ალექსის დროს. როგორც ჩანს წითლების ჰოლანდიელმა თავკაცმაც იცის, როგორ დაამარცხოს ვენგერი და მოიპოვოს დიდი გამარჯვება "ემირეიტზე". მართალია მასპინძლებმა საოცარი პირველი 30 წუთი ჩაატარეს, მაგრამ ამის შემდეგ მთლიანად "იუნაიტედის" სასურველი სცენარით წარიმართა თამაში.

"იუნაიტედი" აუცილებლად მოხვდება ოთხეულში

ლივერპული ღრმა კრიზისშია, ტოტენჰემი თითქმის სათვალავში აღარ არის, ეს კი იმას ნიშნავს რომ, "იუნაიტედს" სტაბილური თამაში სჭირდება ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებისთვის. უშუალო კონკურენტთან გასვლაზე გამარჯვებით წითლებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს ევრო ტურნირზე დასაბრუნებლად. ახლა მთავარია "ეშმაკებმა" შემდეგ ტურებში დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვონ.

დროა, რობინ ვან პერსიმ დაისვენოს

ერთადერთი ნეგატივი, რაც გუშინდელ არაჩვეულებრივ საღამოს თან სდევდა ეს იყო რობინის უსუსტესი თამაში. გასულ სეზონებში არაერთხელ დაუმწუხრებია ძველი გუნდის გულშემატკივრები, თავისი დომინირებით და კარგი თამაშით, თუმცა ამასთან მიახლოებულიც კი არაფერი ყოფილა გუშინ. მართალია, ჯეიმს უილსონს დიდი დრო არ ჰქონია თავის გამოსაჩენად, მაგრამ მისი ფიზიკური მონაცემები, ენთუზიაზმი და სარეზერვო გუნდში ნაჩვენები შედეგები ამტკიცებს იმას რომ, ახალგაზრდა ინგლისელი ნამდვილად იმსახურებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.


წყარო: M.E.N
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
23 ნოემბერი 2014 23:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
chudikone,
ყველა მწყობრში თუ კარგ ფორმაში?
0
№12
ავტორი: red devil
24 ნოემბერი 2014 08:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დეხეა მართლა მაოცებს და დროა ახალი კონტრაქტი დაუდონ და გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ჩაუწერონ
0
№13
ავტორი: DiMaria
24 ნოემბერი 2014 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვან გაალმა იცის როგორ დაამარცხოს ვენგერი. ეგ მოიესმაც კი იცოდა :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top