სმოლინგს ჯერ კიდევ აქვს მომავალიკრისმა კვირის დასაწყისში ბოდიში მოიხადა და გულშემატკივარს დაჰპირდა, რომ იმ შეცდომას, რომლისთვისაც დერბიში გაძევებული იქნა, აღარ გაიმეორებდა. ფანებს ბრაზი მაინც ჰქონდათ შერჩენილი, თუმცა "არსენალთან" შეხვედრაში, შუქ-ფარზე სმოლინგის სახელის ანთებამ მათ სიყვარულის და იმედის ნაპერწკალი გაუღვივა. ინგლისელი დამაჯერებლად თამაშობდა და იყო დაცვის ნამდვილი ლიდერი. მეორე ტაიმში მისმა შესანიშნავმა ვარდნამ გუნდი ძალიან სახიფათო მომენტისგან იხსნა და არ მისცა ყოფილ თანაგუნდელ, დენი უელბეკს, ბურთთან მისვლის საშუალება.
დავიდ დე ხეა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოამაშინ როცა გამოუცდელი და ახალგაზრდა დაცვის ხაზი ცდებოდა, არსენალის ფეხბურთელებს უძლეველი დაბრკოლება ხვდებოდათ დავიდ დე ხეას სახით. ესპანელმა საოცარი პირველი ნახევარი ჩაატარა, გააკეთა საუცხოო სეივები, თუმცა მათგან გამორჩეული ალბათ მაინც უილშირის დარტყმულის მოგერიება იყო, როცა დავიდმა დაახლოებით 4 მეტრიდან ძლიერი დარტყმული არ მიუშვა კარის ხაზამდე. მატჩის შემდეგ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა რომ, დე ხეას კიდევ შეუძლია მოუმატოს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ამაზე მეტი რა უნდა შემოგვთავაზოს ესპანელმა.
ვან გაალმა იცის, როგორ დაამარცხოს ვენგერიდაცვაში ჩაჯდომა, პრესინგის თამაში და კონტრშეტევაზე თავქუდმოგლეჯილი გაქცევა - ტიპური პერფორმანსი "იუნაიტედის" შესრულებით ლონდონში, სერ ალექსის დროს. როგორც ჩანს წითლების ჰოლანდიელმა თავკაცმაც იცის, როგორ დაამარცხოს ვენგერი და მოიპოვოს დიდი გამარჯვება "ემირეიტზე". მართალია მასპინძლებმა საოცარი პირველი 30 წუთი ჩაატარეს, მაგრამ ამის შემდეგ მთლიანად "იუნაიტედის" სასურველი სცენარით წარიმართა თამაში.
"იუნაიტედი" აუცილებლად მოხვდება ოთხეულშილივერპული ღრმა კრიზისშია, ტოტენჰემი თითქმის სათვალავში აღარ არის, ეს კი იმას ნიშნავს რომ, "იუნაიტედს" სტაბილური თამაში სჭირდება ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებისთვის. უშუალო კონკურენტთან გასვლაზე გამარჯვებით წითლებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს ევრო ტურნირზე დასაბრუნებლად. ახლა მთავარია "ეშმაკებმა" შემდეგ ტურებში დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვონ.
დროა, რობინ ვან პერსიმ დაისვენოსერთადერთი ნეგატივი, რაც გუშინდელ არაჩვეულებრივ საღამოს თან სდევდა ეს იყო რობინის უსუსტესი თამაში. გასულ სეზონებში არაერთხელ დაუმწუხრებია ძველი გუნდის გულშემატკივრები, თავისი დომინირებით და კარგი თამაშით, თუმცა ამასთან მიახლოებულიც კი არაფერი ყოფილა გუშინ. მართალია, ჯეიმს უილსონს დიდი დრო არ ჰქონია თავის გამოსაჩენად, მაგრამ მისი ფიზიკური მონაცემები, ენთუზიაზმი და სარეზერვო გუნდში ნაჩვენები შედეგები ამტკიცებს იმას რომ, ახალგაზრდა ინგლისელი ნამდვილად იმსახურებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.
წყარო:
M.E.N