თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2014, 18:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2397,
კომენტარები: 11
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)
"კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური განხილვა.
საყრდენი ზონა. ბლინდი > კარიკი


ყველა ელოდა მაიკლ კერიკის გამოჯანმრთელებას და აწუხებდა კითხვა თუ რა არჩევანს გააკეთებდა ლუი ვან გაალი, ვის დააყენებდა საყრდენად. ეს თავის ტკივილი "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში დაცვის პრობლემება მოარჩინა. ბლინდი დაცვის ცენტრში გამოვიდა, კერიკს ჩამშლელი ზონა არგუნეს.

კერიკისთვის საყვარელ პოზიციაზე თამაშის შესახებ აზრები გაიყო. ერთნი ვეტერანის დიდებულ თამაშს ხედავდნენ, მეორენი კი მას გადაწყვეტილებების მიღებისას სინელეს აბრალებდნენ. მოდით გავერკვეთ, როგორ მოქმედებდა მაიკლი.

გრაფიკის ელემენტების აღნიშვნა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)

თეთრი: გადაცემები
ყვითელი: საუკეთესო გადაწყვეტილება

ნარინჯისფერი: გადაადგილება
წითელი: მოწინააღმდეგის მოქმედება


ეპიზოდი 1

მატჩის დასაწყისში ბურთი პატრიკს აქვს. გასულ მატჩებში ასეთ დროს ცენტრალური მცველების ლოგიკური და მოსახერხებელი გადაწყვეტილება საყრდენად მდგომი ბლინდისთვის ბურთის მიწოდება გახლდათ. როგორც ვხედავთ. კერიკისთვის ბურთის მიწოდება შეუძლებელია. ის არ იხსნება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 2

მაიკლი ცენტრიდან ბურთთან ერთად ადის ფლანგზე, რომელზეც რუნი, დი მარია და შოუ უკვე იმყოფებიან. რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. რუნი იძულებულია ფრთაზე გადაიცნავლოს, რათა კერიკი მას არ შეეჯახოს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


კუთხეში მიმწყვდევის შემდეგ, კერიკი რუნის აწვდის პასს. რადგანაც საყრდენ ზონაში არავინ იმყოფება, რუნის ერთადერთი გამოსავალიღა რჩება - მისცეს პასი ბლინდს უკან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 3

ფლანგზე ვალენსია დგას ბურთით. ასეთ სიტუაციაში ერთ-ერთი ადრესატი ნახევარმცველი უნდა იყოს, მაგრამ კერიკმა ისევ შემოიკრიბა ირგვლივ მოწინააღმდეგეები. ანტონიო ცუდ გადაწყვეტილებას ირჩევს - პასს აწვდის ბლინდს, მიუხედავად იმისა, რომ დეილი მაკნეირზე მიუთითებს. "კრისტალ პალასის" თავდამსხმელი სწორედ ამ გადაცემას ელოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


საბედნიეროდ, ბლინდი გაერკვა. ყურადღება მიაქციეთ კერიკის გადაადგილებას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


მაიკლი ბურთს შორდება, რის გამო მასზე პასის გაკეთება რთულდება, თუმცა "კრისტალ პალასის" ფეხბურთელი თან გაიყოლა. ერთის მხრივ იგი მცველებისთვის გასაქცევ ზონას ათავისუფლებს, ტყუილად კი არ გვინახავს მაკნეირის, ვალნესიას, შოუსა და ბლინდის გარღვევები. მაგრამ მეორეს მხრივ, ის საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციას ვერ ასრულებს, ის ვერაფრით აკავშირებს თავდასხმასა და დაცვას. პირიქით, თვითლიკვიდაციას უწევს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 4

კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა ცენტრალური მცველი ბურთთან ერთადაა, ხოლო მაიკლ კერიკი ფლანგზე ჩაკეტილია. ამ ეპიზოდში მაკნეირის თავისუფალი ზონის გამოყენება და ბურთთან ერთად წინ წასვლაღა რჩება, რასაც აკეთებს კიდეც. "კრისტალ პალასის" ფეხბურთელთან შეტაკების დროს, პედიმ არასწორი პასი გააკეთა.

ამგვარად, კერიკმა კიდევ ერთხელ შექმნა გაქცევისთვის საჭირო თავისუფალი ზონა, მაგრამ რა შეიძლება მოყვეს ამ გაქცევას? იმიტომ, რომ ცენტრალური მცველის ზონა შიშვლდება, თავად მცველს კი კრეატივით დაკავება უხდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 5

სიტუაცია ცენტრში. კერიკი ისევ მოწინააღმდეგის უკან იმალება. მისთვის საუკეთესო მდებარეობა - ახლოს დგომა დაცვასთან, ან შეტევასთან, რათა დი მარიამ პარტნიორს პასი გაუკეთოს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 6


მაიკლის კიდევ ერთი გადაადგილება ფლანგზე. ამჯერად კერიკი ბურთს აღარ დაატარებს, მაშინვე აძლევს რუნის, თავად კი იმ ზონაში გადადის, სადაც ლუკ შოუ იმყოფება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


შედეგად ფლანგზე მოთამაშეთა სიჭარბეა. თავისუფალ ცენტრალურ ზონაში კი დი მარია იწევს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 7

ორი წუთის შემდეგ კერიკი კვლავ ფლანგზე დგას და შოუს პასის გადაწოდებას სთხოვს. ცენტრალური ზონა ცარიელია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ჩასვლა კი ბლინდს უხდება, სადაც ბურთს იღებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


***


დასკვნა უმარტივესია: დეილი ამ პოზიციაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე მაიკლი. პოზიციის შერჩევა და თამაშის მანერა, ამას დამატებული კერიკის სინელე. მაიკლი მზად არ არის ფლანგიდან ფლაგზე ირბინოს და მუდამ ეპიცენტრში იყოს, რასაც წინ დახმარების გაწევაც უნდა დაურთოს თან.

დაცვის ცენტრი. კერიკი > ბლინდი


მოდით მეორე მხარეს შევხედოთ - ბლინდი დაცვის ცენტრში.

დავიწყოთ იქიდან, რომ "კრისტალ პალასს" თითქმის არაფერი შეუმქნია. 90 წუთის განმავლობაში მათ ერთი ერთზე გასვლა ვერ გამოიყენეს, რამდენიმეჯერ სახიფათოდ ჩააწოდეს და კარის მიმართულებით სუსტი დარტყმებით შემოიფარგლნენ. ასეთ სიტუაციაში კი დეილის დაცვითი უნარების შეფასება თითქმის წარმოუდგენელია.

მომხდარი ეპიზოდების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბლინდი კარგი იყო მაღალ სართულზე ბრძოლისას, მაგრამ მაკნეირთან შეუთამაშებლობის გამო შეიქმნა ერთი ეპიზოდი, როცა კემპბელი ერთი ერთზე გავიდა.

გამეორებების რამდენიმეჯერ ნახვის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ამ ეპიზოდში ბრალი ბლინდს მიუძღვის. ბურთი მარჯვენა ფლანგიდან მოდიოდა და ბლინდის მხარეს დაბრუნდა, ამიტომ მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო თამაში. პატრიკი შეჩერდა და ამასთან ერთად "კრისტალ პალასის" ფეხბურთელი ჩაკეტა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


რა თქმა უნდა დაზუსტებით ვერ იტყვი ვინ იყო დამნაშავე, ან იქნებ საერთოდ რომელიმემ თუ დაუძახა მეორეს "მე" ვითამაშებო, თუ ერთმანეთის იმედად იყვნენ. ასეა თუ ისე ეპიზოდი "იუნაიტედისთვის" კარგად დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს "კრისტალ პალასის" შეტევის სისუსტეზე.

გაგრძელება
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
10 ნოემბერი 2014 09:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წყარო თუ მოგვაწვდის, ყოველი თამაშის შემდეგ დავდებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top