თბილისი:
მანჩესტერი:
9-11-2014, 18:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2397,
კომენტარები: 11
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)
"კრისტალ პალასთან" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური განხილვა.
საყრდენი ზონა. ბლინდი > კარიკი


ყველა ელოდა მაიკლ კერიკის გამოჯანმრთელებას და აწუხებდა კითხვა თუ რა არჩევანს გააკეთებდა ლუი ვან გაალი, ვის დააყენებდა საყრდენად. ეს თავის ტკივილი "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში დაცვის პრობლემება მოარჩინა. ბლინდი დაცვის ცენტრში გამოვიდა, კერიკს ჩამშლელი ზონა არგუნეს.

კერიკისთვის საყვარელ პოზიციაზე თამაშის შესახებ აზრები გაიყო. ერთნი ვეტერანის დიდებულ თამაშს ხედავდნენ, მეორენი კი მას გადაწყვეტილებების მიღებისას სინელეს აბრალებდნენ. მოდით გავერკვეთ, როგორ მოქმედებდა მაიკლი.

გრაფიკის ელემენტების აღნიშვნა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)

თეთრი: გადაცემები
ყვითელი: საუკეთესო გადაწყვეტილება

ნარინჯისფერი: გადაადგილება
წითელი: მოწინააღმდეგის მოქმედება


ეპიზოდი 1

მატჩის დასაწყისში ბურთი პატრიკს აქვს. გასულ მატჩებში ასეთ დროს ცენტრალური მცველების ლოგიკური და მოსახერხებელი გადაწყვეტილება საყრდენად მდგომი ბლინდისთვის ბურთის მიწოდება გახლდათ. როგორც ვხედავთ. კერიკისთვის ბურთის მიწოდება შეუძლებელია. ის არ იხსნება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 2

მაიკლი ცენტრიდან ბურთთან ერთად ადის ფლანგზე, რომელზეც რუნი, დი მარია და შოუ უკვე იმყოფებიან. რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის. რუნი იძულებულია ფრთაზე გადაიცნავლოს, რათა კერიკი მას არ შეეჯახოს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


კუთხეში მიმწყვდევის შემდეგ, კერიკი რუნის აწვდის პასს. რადგანაც საყრდენ ზონაში არავინ იმყოფება, რუნის ერთადერთი გამოსავალიღა რჩება - მისცეს პასი ბლინდს უკან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 3

ფლანგზე ვალენსია დგას ბურთით. ასეთ სიტუაციაში ერთ-ერთი ადრესატი ნახევარმცველი უნდა იყოს, მაგრამ კერიკმა ისევ შემოიკრიბა ირგვლივ მოწინააღმდეგეები. ანტონიო ცუდ გადაწყვეტილებას ირჩევს - პასს აწვდის ბლინდს, მიუხედავად იმისა, რომ დეილი მაკნეირზე მიუთითებს. "კრისტალ პალასის" თავდამსხმელი სწორედ ამ გადაცემას ელოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


საბედნიეროდ, ბლინდი გაერკვა. ყურადღება მიაქციეთ კერიკის გადაადგილებას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


მაიკლი ბურთს შორდება, რის გამო მასზე პასის გაკეთება რთულდება, თუმცა "კრისტალ პალასის" ფეხბურთელი თან გაიყოლა. ერთის მხრივ იგი მცველებისთვის გასაქცევ ზონას ათავისუფლებს, ტყუილად კი არ გვინახავს მაკნეირის, ვალნესიას, შოუსა და ბლინდის გარღვევები. მაგრამ მეორეს მხრივ, ის საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციას ვერ ასრულებს, ის ვერაფრით აკავშირებს თავდასხმასა და დაცვას. პირიქით, თვითლიკვიდაციას უწევს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 4

კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა ცენტრალური მცველი ბურთთან ერთადაა, ხოლო მაიკლ კერიკი ფლანგზე ჩაკეტილია. ამ ეპიზოდში მაკნეირის თავისუფალი ზონის გამოყენება და ბურთთან ერთად წინ წასვლაღა რჩება, რასაც აკეთებს კიდეც. "კრისტალ პალასის" ფეხბურთელთან შეტაკების დროს, პედიმ არასწორი პასი გააკეთა.

ამგვარად, კერიკმა კიდევ ერთხელ შექმნა გაქცევისთვის საჭირო თავისუფალი ზონა, მაგრამ რა შეიძლება მოყვეს ამ გაქცევას? იმიტომ, რომ ცენტრალური მცველის ზონა შიშვლდება, თავად მცველს კი კრეატივით დაკავება უხდება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 5

სიტუაცია ცენტრში. კერიკი ისევ მოწინააღმდეგის უკან იმალება. მისთვის საუკეთესო მდებარეობა - ახლოს დგომა დაცვასთან, ან შეტევასთან, რათა დი მარიამ პარტნიორს პასი გაუკეთოს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 6


მაიკლის კიდევ ერთი გადაადგილება ფლანგზე. ამჯერად კერიკი ბურთს აღარ დაატარებს, მაშინვე აძლევს რუნის, თავად კი იმ ზონაში გადადის, სადაც ლუკ შოუ იმყოფება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


შედეგად ფლანგზე მოთამაშეთა სიჭარბეა. თავისუფალ ცენტრალურ ზონაში კი დი მარია იწევს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ეპიზოდი 7

ორი წუთის შემდეგ კერიკი კვლავ ფლანგზე დგას და შოუს პასის გადაწოდებას სთხოვს. ცენტრალური ზონა ცარიელია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


ჩასვლა კი ბლინდს უხდება, სადაც ბურთს იღებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


***


დასკვნა უმარტივესია: დეილი ამ პოზიციაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე მაიკლი. პოზიციის შერჩევა და თამაშის მანერა, ამას დამატებული კერიკის სინელე. მაიკლი მზად არ არის ფლანგიდან ფლაგზე ირბინოს და მუდამ ეპიცენტრში იყოს, რასაც წინ დახმარების გაწევაც უნდა დაურთოს თან.

დაცვის ცენტრი. კერიკი > ბლინდი


მოდით მეორე მხარეს შევხედოთ - ბლინდი დაცვის ცენტრში.

დავიწყოთ იქიდან, რომ "კრისტალ პალასს" თითქმის არაფერი შეუმქნია. 90 წუთის განმავლობაში მათ ერთი ერთზე გასვლა ვერ გამოიყენეს, რამდენიმეჯერ სახიფათოდ ჩააწოდეს და კარის მიმართულებით სუსტი დარტყმებით შემოიფარგლნენ. ასეთ სიტუაციაში კი დეილის დაცვითი უნარების შეფასება თითქმის წარმოუდგენელია.

მომხდარი ეპიზოდების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბლინდი კარგი იყო მაღალ სართულზე ბრძოლისას, მაგრამ მაკნეირთან შეუთამაშებლობის გამო შეიქმნა ერთი ეპიზოდი, როცა კემპბელი ერთი ერთზე გავიდა.

გამეორებების რამდენიმეჯერ ნახვის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ამ ეპიზოდში ბრალი ბლინდს მიუძღვის. ბურთი მარჯვენა ფლანგიდან მოდიოდა და ბლინდის მხარეს დაბრუნდა, ამიტომ მისთვის უფრო მოსახერხებელი იყო თამაში. პატრიკი შეჩერდა და ამასთან ერთად "კრისტალ პალასის" ფეხბურთელი ჩაკეტა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "კრისტალ პალასი" (ტაქტიკური განხილვა)


რა თქმა უნდა დაზუსტებით ვერ იტყვი ვინ იყო დამნაშავე, ან იქნებ საერთოდ რომელიმემ თუ დაუძახა მეორეს "მე" ვითამაშებო, თუ ერთმანეთის იმედად იყვნენ. ასეა თუ ისე ეპიზოდი "იუნაიტედისთვის" კარგად დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს "კრისტალ პალასის" შეტევის სისუსტეზე.

გაგრძელება
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 ნოემბერი 2014 18:34
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კარგია, რომ ამჯერად დაცვის შეცდომების შესახებ ნაკლები საუბარი მოგვიხდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გამოსწორდა რამე. მოწინააღმდეგის ვინაობამ იქონია გადამწყვეტი როლი.

კერიკსა და ბლინდის შესახებ დასამატებელი არაფერია, აი დი მარიაზე კი რამდენიც შეიძლება იმდენი შემიძლია ვიწუწუნო. უფრო მეტ კრეატივს ველოდები მისგან და მხოლოდ თანაგუნდელებთან შეუთამაშებლობას ვერ დავაბრალებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mufc7
9 ნოემბერი 2014 18:38
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მიყვარს ამ სტატიის კითხვა და ყოველი თამაშის მერე ველი ხოლმე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: DiMaria
9 ნოემბერი 2014 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მოკლედ დი მარიაზე კი წუწუნებთ ძალიან ბევრს, მაგრამ როგორ ვთქვა უმიზეზოდ თქო. რაღაც სჭირს მაგას და ჩემმა მტერმა იცის რა.

კერიკი კი მართლა უნდა იდგეს მცველად. ნელია ძალიან და არ ღირს მაგის წვალება და ჩვენი წვალებაც
0
№4
ავტორი: Malboro463
9 ნოემბერი 2014 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
კონკურენცია არა გუნდში და იმიტომ მოუკლო ყველამ!!!
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 ნოემბერი 2014 19:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მევასება ეს სიახლე მაგრად winked

ბლინდის გამოყენება ყველგან შეგვიძლია და ყველგან მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. თითქმის შეტევა არც გაუკეთებია პალასს მაგრამ ბლინდმა კარიგ მატჩი ჩაატარა თუ იმ ერთ ეპიზოდს არ ჩავთვლით, გაუგებრობის გამო კინაღამ დავისაჯეთ.

დი მარიას რა სჭირს ეგ არავინ იცის. მაგისგან რო სასწაულებს ველით არაავის უნდა უკვირდეს, მაგრტამ ჯერ ვერაფერს ვხედავ

უილსონი უნდა მდგარიყო თავიდანვე, იმსახურებს ეს კაცი შანსს უნდა უნდა მისცენ
0
№6
ავტორი: Best 7
9 ნოემბერი 2014 20:06
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Keriki daberdaa
0
№7
ავტორი: გაბადაძე
9 ნოემბერი 2014 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
Sul mevaseba ea statia . Nu minusebic gvaq pliusebic gvaq . Da rac mtavaria minusebs unda movuklot da pliysebs unda movumatod. Es sami qula miswreba iyo chventvis. Tan evertonma qulebi dakarga totenhemma vabshe waago ase ro myar 6 adgilas vart am turshi mara es ratqmaunda ar gvawyobs chven meti gvinda
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№8
ავტორი: Macklemore
10 ნოემბერი 2014 01:14
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ძალიან მაგარი სიახლეა დუმბო და თუ გააგრძელებ დადებას მაგარი იქნება. კერიკმა და ბლინდმა რო ადგილები გაცვალეს ძაან მომეწონა. დი მარია და იანუზაი 0ები იყვნენ. შოუმ ჩაატარა საუკეთესო მატჩი.
0
№9
ავტორი: DimaSanaia
10 ნოემბერი 2014 04:37
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
უმაღლესი დონის სიახლეა, ისეთი როგორიც საქართველოს საუკეთესო საიტს ეკადრება . ყოჩაღ გიო. derpthumb

რაც შეეხება ამ ანალიზს, ჩემი აზრით მატჩის იმედგაცრუება დი მარია იყო. საერთოდ არ გავს თავის თავს. :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№10
ავტორი: red devil
10 ნოემბერი 2014 08:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ძაან მაგარი სიახლეა იმედია ავტორი არ დაიზარებს ესეთ სტატიებს რაც შეეხება კერიკს ამდენიხნის უთამაშებელია და აბა რას ელოდით? ბლინდი მართლა მაგარი უნივერსალია. დიმარია არასტაბილურია როგორც ყოველთვის. ინუზაიზე ვამბობდი მაგას მაგხელა ხელფასი გააფუჭებსთქო მარა ვინ დამიჯერა. ფელაინი იხსნება მგონი რაც მაგრად მიხარია მაგის იმედი მქონდა შოუ კაი ბიჭია და იმედია პროგრეს განაგრძობს მაკნერი დაბალია სამწუხაროდ და რაფას რა ჭირს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top