თბილისი:
მანჩესტერი:
1-11-2014, 18:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3091,
კომენტარები: 16
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: ETIHAD Stadium, მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-10 ტური
თარიღი: კვირა, 2 ნოემბერი, 2014 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 17:30, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"

ტრავმირებულები: ლამპარდი, სილვა,
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ტურე
განაცხადი: Caballero, Hart, Wright, Boyata, Clichy, Demichelis, Kolarov, Kompany, Mangala, Nastasic, Sagna, Zabaleta, Fernandinho, Fernando, Milner, Nasri, Navas, Sinclair, Toure, Aguero, Dzeko, Jovetic.


კითხვის ნიშნის ქვეშ დგას "ქალაქელების" წამყვანი ფეხბურთელის, იაია ტურეს თამაში, თუმცა დიდი ალბათობით იგი თამაშში მონაწილეობას მიიღებს. დავიდ სილვა "ნიუკასლთან" გამართულ სათასო შეხვედრაში დაშავდა და ფრენკ ლამპარდთან ერთად მისი თამაში გამორიცხულია.[/center]

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: იანგი, მაკნეირი, ლინგარდი, ევანსი, ვალენსია
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯონსი, ფალკაო
განაცხადი: Amos, De Gea, Johnstone, Lindegaard, Blackett, Blind, Jones, Rafael, Rojo, Shaw, Smalling, Vermijl, Carrick, Di Maria, Fellaini, Fletcher, Herrera, James, Januzaj, Mata, Valencia, Young, W Keane, Rooney, Van Persie, Wilson.

დერბიში "იუნაიტედს" გუნდის კაპიტანი სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაუბრუნდება, თუმცა წინა შეხვედრის მსგავსად საეჭვოა რადამელ ფალკაოსა და ჯონსის თამაში.


"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"


მე-3 ადგილი, 17 ქულა
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: ფ-ფ-მ-მ-მ-წ
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" სეზონის მეორე მარცხი იწვნია. "ქალაქელები" "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 2-1 დამარცხდნენ.

"მანჩესტერ სიტიმ" ყველა ტურნირის ეგიდით გამართული ბოლო სამი შეხვედრიდან 2 წააგო, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დაასრულა.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-8 ადგილი, 13 ქულა
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-მ-მ-ფ-ფ
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მიმდინარე სეზონში "წითლებმა" მხოლოდ ორ შეხვედრაში შეინარჩუნეს კარი ხელშეუხებლად - ასეთი მატჩები გამოდგა "ქპრ"-სა და "ბარნლის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრები.

კლუბის მიერ დაგროვებული 13 ქულა მხოლოდ ერთი ქულით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებლებთან. 1990 წლის შემდეგ "იუნაიტედს" მსგავსი სტარტი არასდროს ჰქონია.

ლუი ვან გაალის გუნდმა მიმდინარე სეზონში სტანდარტული მდგომარეობიდან 6 გოლი გაუშვა. მსგავსი მაჩვენებლით მხოლოდ "კრისტალ პალასი" ჩამორჩება "იუნაიტედს" - 7 გაშვებული გოლი.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ სიტი"


წამყვანი ბომბარდირები: აგუერო - 11 გოლი (9 ლიგაში)

სერხიო აგუერო ერთ-ერთი ფეხბურთელი იქნება "სიტის" რიგებში მოთამაშე მრავალ არგენტინელთაგან, რომელთაც თანამემამულეების წინააღმდეგ თამაში მოუხდებათ.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: რუნი, დი მარია, ვან პერსი - სამ-სამი გოლი.

დავიდ დე ხეას კიდევ ერთი "მშრალი" შეხვედრა 50-ე უგოლო შეხვედრა იქნება ესპანელისთვის.

"იუნაიტედის" კაპიტანი, უეინ რუნი მანჩესტერული დერბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ-ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 30 სხვადასხვა ფეხბურთელი ათამაშა, რაც ნებისმიერი სხვა გუნდის მაჩვენებელს აღემატება. მხოლოდ 2008/09 (33) და 2011/12 წლების (31) სეზონში ჰქონდა "იუნაიტედს" უფრო მაღალი მაჩვენებელი.

ურთიერთშეხვედრები


მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სხვადასხვა ტურნირის ეგიდით 166-ჯერ შეხვდნენ. "სიტის" ანგარიშზე 48 მოგება ირიცხება, ხოლო "იუნაიტედის" ანგარიშზე 68. 50 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ სიტიმ" "იუნაიტედთან" გამართული ბოლო 6 შეხვედრიდან 5 მატჩი მოიგო, მათ შორის გასული წლის ორივე შეხვედრა, რომლებშიც "ქალაქელებმა" 7 გოლი გაიტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს.

"სიტის" პოტენციური გამარჯვება სარეკორდო აღმოჩნდება "ქალაქელებისთვის". ისინი "იუნაიტედს" ზედიზედ მეოთხედ დაამარცხებენ, რაც 1970 წლის შემდეგ არასდროს მომხდარა.

მიუხედავად ამ ფაქტებისა, ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა "იუნაიტედის" მხარეზეა: 59 მოგება 42 მარცხის წინააღმდეგ (მხოლოდ ჩემპიონატის მატჩები).

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საერთო გოლების რაოდენობა

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
\

სახლში და გასვლაზე


ლიგა: "სიტი" - 42 მოგება, "იუნაიტედი" - 59 მოგება, ფრე - 49.

პრემიერ-ლიგა "სიტი" - 10 მოგება, "იუნაიტედი" - 18 მოგება, ფრე - 6.


"მანჩესტერ სიტის" სტადიონი"


ლიგა: "სიტი" - 24 მოგება. "იუნაიტედი" - 26 მოგება, ფრე - 25.

პრემიერ-ლიგა: "სიტი" - 6 მოგება. "იუნაიტედი" - 9 მოგება, ფრე - 2

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასული წლის ანალოგიური შეხვედრა



"მანჩესტერ სიტი" 4 -1 "მანჩესტერ იუნაიტედი"

22 სექტემბერი, 2013 წელი.
მსაჯი: ჰოვარდ უები.
გოლები "სიტის" შემადგენლობაში: აგუერო 16, 47. იაია ტურე 45, ნასრი 50.
გოლი "იუნაიტედის" შემადგენლობაში: რუნი 87.

"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრომო)

მატჩის წინ
16 კომენტარი
№11
ავტორი: LizarD
1 ნოემბერი 2014 23:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მოსაგები თამაშია კლიშის მხარე უნდა აწიოკდეს
0
№12
ავტორი: BaChOo
2 ნოემბერი 2014 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
გამარჯობა ძმებო მე ახალი ვარ და იმედია დღეს კარგი ფეხი მექნება smile winked
0
№13
ავტორი: ლადო
2 ნოემბერი 2014 12:13
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
BaChOo,
გაუმარჯოს winked

უნდა შევდქეთ სხვანაირად არ გამოვა
0
№14
ავტორი: VaRdo
2 ნოემბერი 2014 12:46
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დღეს მოგება მაგრად გვჭირდება რა. არც ფრე იქნება ურიგო ლივერპულის მარცხის შემდეგ, მაგრამ 3 ქულა დაიდოს. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: RojoDiablo
2 ნოემბერი 2014 15:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
BaChOo,
კეთილი იყოს შენი მოსვლა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: Manchester United 14
2 ნოემბერი 2014 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
კაი ფალკაო არაუშავს მაგრამ იმათ სილვა ლამპარდი ტურე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top