თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2014, 19:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2357,
კომენტარები: 14
შაკირა წინააღმდეგია
პიკეს ცოლს დაბრუნება არ სურს.
შაკირა წინააღმდეგია
ესპანური პრესა ირწმუნება, რომ ჟერარ პიკეს ცოლს არ სურს მისი ქმრის "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება, რადგანაც შაკირას ბარსელონაში ცხოვრება იზიდავს.

ესპანელი მცველი კლუბში ჯერემი მატიეს მოსვლის გამო შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა. მას შემდეგ, რაც მატიე შეუერთდა კატალონიურ გუნდს, პიკეს სათამაშო პრაქტიკა საგრძნობლად შემცირდა. რის გამოც პრესა იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა უკან დააბრუნოს პიკე, რომელსაც კლუბთან და ვან გაალთან წარსულშიც ჰქონია კავშირი.

თუმცა მანჩესტერში გადაბარგებას არ ეთანხმება ფეხბურთელის ცოლი, ცნობილი მომღერალი, შაკირა, რომელსაც კატალონიის დატოვება არ სურს.

მცირე ხნის წინ პიკემ ვან გაალთან ურთიერთობის შესახებ განაცხადა: "მასთან მუშაობის საშუალება არ მომეცა, რადგან როცა ლუი "ბარსელონას" თავკაცობდა მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი. თუმცა, მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ბაბუაჩემთან, რომელიც კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახდა."

"ერთხელ, როცა 12-13 წლის ვიყავი, ლუი ვან გაალი ჩემთან სახლში სტუმრად მოვიდა. იცოდა, რომ "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის წევრი ვიყავი. მოვიდა და ხელი მკრა, რის შემდეგაც წავიქეცი. მაშინ ლუიმ მითხრა: "ვფიქრობ, არასაკმარისად კარგი ხარ იმისთვის, რომ ცენტრალური მცველი გახდე".


წყარო: redevils.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 სექტემბერი 2014 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა დრო შეუმცირდა ესენი ვერ არიან, აბა მატიეს ვინ შეუწყვილდა ბარტრა თუ მასკერანო??? სუ პიკე და მატიე არ თამაშობენ??? და ისე არც მგონია რო პიკეს სადმე უნდოდეს წასვლა...
0
№12
ავტორი: RojoDiablo
26 სექტემბერი 2014 08:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: VaRdo
ზეგამდე 20 ლარი ხომ არ გეჰნება რომ მასესხო?

ქონისთვის რომ მინდოდა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: manutd---10
26 სექტემბერი 2014 13:57
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
პიკე??? დავიბრუნოთ არა ცუდი ვარიანტიი. დავაკაცებთ აქ.
0
№14
ავტორი: Macklemore
27 სექტემბერი 2014 13:52
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
პიკეც დირკაა ამ სეზონში!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top