ესპანური პრესა ირწმუნება, რომ ჟერარ პიკეს ცოლს არ სურს მისი ქმრის "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება, რადგანაც შაკირას ბარსელონაში ცხოვრება იზიდავს.
ესპანელი მცველი კლუბში ჯერემი მატიეს მოსვლის გამო შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა. მას შემდეგ, რაც მატიე შეუერთდა კატალონიურ გუნდს, პიკეს სათამაშო პრაქტიკა საგრძნობლად შემცირდა. რის გამოც პრესა იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა უკან დააბრუნოს პიკე, რომელსაც კლუბთან და ვან გაალთან წარსულშიც ჰქონია კავშირი.
თუმცა მანჩესტერში გადაბარგებას არ ეთანხმება ფეხბურთელის ცოლი, ცნობილი მომღერალი, შაკირა, რომელსაც კატალონიის დატოვება არ სურს.
მცირე ხნის წინ პიკემ ვან გაალთან ურთიერთობის შესახებ განაცხადა: "მასთან მუშაობის საშუალება არ მომეცა, რადგან როცა ლუი "ბარსელონას" თავკაცობდა მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი. თუმცა, მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ბაბუაჩემთან, რომელიც კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახდა."
"ერთხელ, როცა 12-13 წლის ვიყავი, ლუი ვან გაალი ჩემთან სახლში სტუმრად მოვიდა. იცოდა, რომ "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის წევრი ვიყავი. მოვიდა და ხელი მკრა, რის შემდეგაც წავიქეცი. მაშინ ლუიმ მითხრა: "ვფიქრობ, არასაკმარისად კარგი ხარ იმისთვის, რომ ცენტრალური მცველი გახდე".