მიზეზი მარტივია, დენი უელბეკი არ არის ისეთი დონის ფეხბურთელი, როგორიც უეინ რუნი, ან რობინ ვან პერსია. თუმცა, უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის, ვან გაალი ხსნის თუ რატომ დართო დენი უელბეკს ნება, წასულიყო "არსენალში".
23 წლის ფეხბურთელი შეუერთდა ლონდონურ კლუბს 20 მილიონ ევროდ, ამ დროს კი ლუი ვან გაალი რადამელ ფალკაოს გადმობირებასაც ცდილობდა. დენი უელბეკი ყველასთვის კარგად ცნობილი ფეხბურთელი იყო "მანჩესტერში", კერძოდ იმიტომ, რომ ის აკადემიიდან მოყოლებული ირიცხებოდა და იცავდა ამ კლუბის ღირსებას. ცნობისთვის, დენი უელბეკს 1 სეზონის განმავლობაში არასდროს გაუტანია 9 გოლზე მეტი და თუნდაც ამ მარტივი მიზეზის გამო, ვან გაალმა არ მიიჩნია ინგლისელი ფეხბურთელი "იუნაიტედის" დონის მოთამაშედ, ამიტომ ის "არსენალს" დაუთმო.
"ჩვენ ვისაუბრეთ, მე და დენიმ ყველაფერი გავარკვიეთ, ისევე როგორც ჩიჩარიტოსთან და ეს ყველაფერი მანამდე უნდა მომხდარიყო, სანამ გვქონდა ფალკაოს გადმოყვანის შანსი" - აცხადებს ლუი ვან გაალი.
"მე მივეცი ყველა ფეხბურთელს თავის წარმოჩენის საშუალება, მათ შორის დენის, რომელიც 9 წლიდან ამ კლუბშია. მან ითამაშა 3 სეზონი "იუნაიტედში" დიდი ფეხბურთი, თუმცა ვერცერთ სეზონში ვერ შეძლო გაემერეობინა რობინ ვან პერსის, ან უეინ რუნის შედეგები. სწორედ ამიტომ მივეცით ნება წასვლის, სწორედ იმიტომ რომ ფალკაო მოგვყავდა და ასევე აუცილებელი იყო მეტი შანსი მიმეცა ახალგაზრდებისთვის." - დაასრულა ლუი ვან გაალმა უელბეკზე საუბარი.