თბილისი:
მანჩესტერი:
12-09-2014, 00:04
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2518,
კომენტარები: 18
უელბეკი - არასაკმარისად კარგი
რატომ თვლის ვან გაალი უელბეკს "ცუდ" ფეხბურთელად ?
უელბეკი - არასაკმარისად კარგი
მიზეზი მარტივია, დენი უელბეკი არ არის ისეთი დონის ფეხბურთელი, როგორიც უეინ რუნი, ან რობინ ვან პერსია. თუმცა, უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის, ვან გაალი ხსნის თუ რატომ დართო დენი უელბეკს ნება, წასულიყო "არსენალში".

23 წლის ფეხბურთელი შეუერთდა ლონდონურ კლუბს 20 მილიონ ევროდ, ამ დროს კი ლუი ვან გაალი რადამელ ფალკაოს გადმობირებასაც ცდილობდა.
დენი უელბეკი ყველასთვის კარგად ცნობილი ფეხბურთელი იყო "მანჩესტერში", კერძოდ იმიტომ, რომ ის აკადემიიდან მოყოლებული ირიცხებოდა და იცავდა ამ კლუბის ღირსებას. ცნობისთვის, დენი უელბეკს 1 სეზონის განმავლობაში არასდროს გაუტანია 9 გოლზე მეტი და თუნდაც ამ მარტივი მიზეზის გამო, ვან გაალმა არ მიიჩნია ინგლისელი ფეხბურთელი "იუნაიტედის" დონის მოთამაშედ, ამიტომ ის "არსენალს" დაუთმო.

"ჩვენ ვისაუბრეთ, მე და დენიმ ყველაფერი გავარკვიეთ, ისევე როგორც ჩიჩარიტოსთან და ეს ყველაფერი მანამდე უნდა მომხდარიყო, სანამ გვქონდა ფალკაოს გადმოყვანის შანსი" - აცხადებს ლუი ვან გაალი.

"მე მივეცი ყველა ფეხბურთელს თავის წარმოჩენის საშუალება, მათ შორის დენის, რომელიც 9 წლიდან ამ კლუბშია. მან ითამაშა 3 სეზონი "იუნაიტედში" დიდი ფეხბურთი, თუმცა ვერცერთ სეზონში ვერ შეძლო გაემერეობინა რობინ ვან პერსის, ან უეინ რუნის შედეგები. სწორედ ამიტომ მივეცით ნება წასვლის, სწორედ იმიტომ რომ ფალკაო მოგვყავდა და ასევე აუცილებელი იყო მეტი შანსი მიმეცა ახალგაზრდებისთვის." - დაასრულა ლუი ვან გაალმა უელბეკზე საუბარი.

წყარო: Goal.com
ახალი ამბები
18 კომენტარი
№1
ავტორი: George27
12 სექტემბერი 2014 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
საინტერესო მოსაზრებაა... უნდა წასულიყო, კარგი, მაგრამ არა არსენალში ჩემი აზრით...
0
№2
ავტორი: Berba 9
12 სექტემბერი 2014 00:10
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ციტატა: George27
საინტერესო მოსაზრებაა... უნდა წასულიყო, კარგი, მაგრამ არა არსენალში ჩემი აზრით...


პირველი დაინტერესება რაც გამოჩნდა იქ გაუშვეს, ბოლო საათები იყო და ვერ დაელოდებოდნენ როდის მოვიდოდა სხვა ქვეყნიდან, ან თუნდაც სხვა გუნდიდან შემოთავაზება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: dati-mata
12 სექტემბერი 2014 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Vinmem icit waza da rvp 23closebi ro iyvnene ramdeng goals itanden sezonshi?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№4
ავტორი: manutd---10
12 სექტემბერი 2014 00:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ულებეკ შენი ადგილი აქ ნამდვილად არ იყო!
0
№5
ავტორი: bziki
12 სექტემბერი 2014 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ამ კაცის გამოყენება ბევრ ნაირად შეიძლებოდა ძალიან ბევრი პლიუსი აქვს ჩამოთვლას არ დავიწყებ 2 წლის შემდეგ როცა გუნდში აღარც პერსი და აღარც ფალკაო არ იქნება და რუნიც უკვე მოხუცი იქნება უელბეკი 25 წლის იქნება, სავარაუდოთ ფორმის პიკში და 4-5 წელი მაგალ დონეზე დარჩებოდა, ვანგაალის ხელში კიდო მოუმატებდა ისევე როგორც ვენგერის ხელში. სისულელე იყო ამის გაშვება თან 16 მილიონათ იმ 150 მილიონის ფონზე რაც დაიხარჯა. არსენალი ამ ტრანსფერით არაფერს დაკარგავს, 20-25 მილიონად ამას 2 წლის შემდეგ თავისუფლად გაყიდის თან იმ 2 წელსაც იხმარებს საკაიფოდ

ფერგი მაგრად იყენებდა, რეალთან მატჩი რუნი რო დასვა სკამზე და ეს დააყენა არ იყო შემთხვევითი ძალიან მრავალმხრივი იგროკია, რაგაც რაგაცეები ქონდა დასახვეწი რასაც მაღალი დონის ტრენერი გააუმჯობესებინებდა. მაგრა მიტყდება, თან არსენალში როა და დარწმუნებული რო ვარ რო მაგრა გაქაჩავს
0
№6
ავტორი: Berba 9
12 სექტემბერი 2014 00:45
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ციტატა: dati-mata
Vinmem icit waza da rvp 23closebi ro iyvnene ramdeng goals itanden sezonshi?


რუნიმ 26 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში 23 წლის ასაკში, ვან პერსიმ 11 მხოლოდ პრემიერ ლიგაში, ისიც 15 თამაშში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: GeorgeBest
12 სექტემბერი 2014 00:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ იყო ტოპ კლასის ფორვარდი მარა საჭირო კაცი იყო ჩემია ზრით და გამოიყენებდა კიდეც კარგად. მარა რაც იყო იყო წარმატებები სადაცაა და ეხლა ჩვენ კლუბს მიხედონ
0
№8
ავტორი: ლადო
12 სექტემბერი 2014 01:22
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აუ ყველას დაენანა მაგრამ წავიდა და ვსო მორჩა, ახლა მთავარია ქპრ დაგავგდოთ ზურგზე და ბულდოზერივი გადავუაროთ ზემოდან...
0
№9
ავტორი: temo-scholes
12 სექტემბერი 2014 01:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Luui imashi geshleba, rom velbeks ushveb da iangs itoveb.... Velbeki tu ar iyo magali donis da tu is runis da persis ver jobda, aba iangia tavis poziciaze udzlieresi da dimarias jobiaa??!! Ai aq magari geshleba lui...
0
№10
ავტორი: VaRdo
12 სექტემბერი 2014 02:27
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ნუ მოვრჩეთ ველბეკზე საუაბრს. ეს 14 კიდე რით ვერ მოვიდა დავიღალე რა. მომენატრა თამაშები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top