თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2012, 21:25
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2554,
კომენტარები: 14
ბექჰემი პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
ბექჰემი: "ყოველთვის ვამბობდი, მე ინგლისში ვერ დავბრუნდები, რადგან აქ ნათამაშები მაქვს მსოფლიოსა და ინგლისის უდიდეს კლუბში - "მანჩესტერ იუნაიტედში". მე ჩემს მომავალს ვერ ვხედავ პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
ბექჰემი პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
"ლოს-ანჟელეს გალაქსის" ამჟამინდელი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.
37 წლის ნახევარმცველი "ჰუსთონ დინამოსთან" მატჩის შემდეგ საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა და Sky Sports-ის ჟურნალისტთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მიზანი და სურვილი პრემიერ ლიგაში დაბრუნება და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაში არ არის, თუმცა ამავდროულად, არაფერს გამორიცხავს.
"იღბლიანი ვარ, 37 წლის ასაკში რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მომივიდა და არჩევანის გაკეთება მათ შორის მიწევს.
ყოველთვის ვამბობდი, მე ვერ დავბრუნდები ინგლისში, რადგან აქ ნათამაშები მაქვს მსოფლიოსა და ინგლისის უდიდეს კლუბში - "მანჩესტერ იუნაიტედში". მე ჩემს მომავალს ვერ ვხედავ პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბში, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგიდაზე რამდენიმე შემოთავაზება მიდევს.
ვფიქრობ, ინგლისში უფრო მეტი დროის დახარჯვა კარგი იქნება ჩემი შვილებისთვის, ისინი თავიანთ ბაბუას და ბებიას ნახავენ. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, ისინი ისე ხშირად არ გვინახავს, როგორც ეს ჩვენ ან მათ გვინდოდა."

ბექჰემმა უარყო ჭორი, რომელიც მისი კარიერის "ქპრ"-ში გაგრძელებას უკავშირდება: "ისინი არ ამბობენ, რომ ჩემი შეძენა კარგი იქნებოდა და ამას ეცდებიან, მაგრამ ჩემზე კარგად საუბრობენ. კარგია, როცა მსგავს სიტუაციაში ასეთ სიტყვებს ისმენ ასეთი მწვრთნელებისგან (რედნაპისგან და ანჩელოტისგან)." - დაასრულა ბექჰემმა.
ინგლისური Sky Sports-ის ინფორმაციით კი დევიდი მის გაურკვეველ ბედს მალე გადაწყვიტავს.

წყარო: skysports.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: love united
30 ნოემბერი 2012 15:50
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაი იქნება...
0
№12
ავტორი: VaRdo
30 ნოემბერი 2012 16:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Zizou
ეს კიდე სადაც ფულია იქაა რაა, ვერ გაძღა


facepalm facepalm facepalm facepalm facepalm facepalm facepalm


ბექემმმმმმმმ love ყველაზე მაგარი კაცი ხარ და ყველაზე მაგრადაც გიყავრს იუნაიტედი. შენ შემოგევლე. აუ ეს კაცი დააბრუნეთ რა ნახევარი სეზონი მაინც. ამის ერთი გრძელი პასი მირჩევნია იანგის მთელ კარიერას wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: R.V.P
30 ნოემბერი 2012 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ბექემმმმმმმმმ ძალიან მაგარი ხარ მოდი აქ გელოდებიან :D
0
№14
ავტორი: Ví Ví
30 ნოემბერი 2012 20:21
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ხო არ მოკვდება ფეხბურთშI არა :D :D :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top